სადაზღვევო კომპანია ალდაგში თანამშრომლების მონაწილეობით პირველი კორპორატიული მასტერშეფის კონკურსი გაიმართა.
კონკურსში 12 ალდაგელი მონაწილეობდა. სულ 5 თემატური ტური ჩატარდა და შედეგად, სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა.
ჟიურის ორი წევრი ალდაგის თანამშრომლები – ზურა ვასაძე და ანუკი მელიქაძე იყვნენ, მოწვეული ჟიური კი მასტერშეფის ფინალისტი, ქეთო ბექაური.
მასტერშეფის ყოველ ტურში მონაწილეები ჟიურისგან სხვადასხვა ტიპის დავალებებს იღებდნენ და განსაზღვრულ დროში, კერძს ამზადებდნენ. ჟიურის შეფასების შედეგად კი, პროექტს ორი მონაწილე ტოვებდა.
ფინალურ კონკურსში, რომელიც 1 ივლისს გაიმართა, ხუთი მონაწილე ალდაგის პირველი მასტერშეფის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა. მონაწილეებმა ფინალური კერძი სურვილის მიხედვით, ინდივიდუალურად მოამზადეს. ალდაგის მასტერშეფის ტიტულის მფლობელი VIP გაყიდვების მენეჯერი, გიორგი ადეიშვილი გახდა, რომელმაც სტეიკი ტკბილი კარტოფილის გარნირთან ერთად მოამზადა და სპეციალურად მასტერშეფისთვის დაწესებული პრიზის მფლობელი გახდა.
მეორე საპრიზო ადგილი ალდაგის მარკეტინგული პროექტების მენეჯერმა, მეკო აბრამიამ მოიპოვა, რომელმაც ფინალურ ტურში მეგრული ხარჩო, ღომითა და ნადუღის გარნირით წარადგინა, ხოლო მესამე ადგილი დისტანციური გაყიდვების ოპერატორმა, ანი მახარაშვილმა დაიკავა, რომელმაც საბოლოო კერძად „ღოლო“ მოამზადა.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბაზარზე უკვე 32 წელია არსებობს და როგორც ინდუსტრიაში ლიდერობის, ისე კორპორაციული კულტურის თვალსაზრისით, ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა.
გთავაზობთ, ალდაგის პირველი მასტერშეფის გამარჯვებულის, გიორგი ადეიშვილის საფინალო კერძის რეცეპტს:
ინგრედიენტები :
მომზადების წესი:
ტკბილ კარტოფილს ვჭრით კუბებად და ვაზავებთ მარილთან და შავ წიწაკასთან ერთად, ზეითუნის ზეთში, უკვე შეზავებულ მასას ვათავსებთ ღუმელში და ვაცხობთ 20-25 წუთის განმავლობაში, 200 გრადუსზე. სანამ ჩვენი კარტოფილი მზადდება, 400გრ კარაქი საშუალო ცეცხლზე გავადნოთ და ვურიოთ მანამ, სანამ კარაქი არ მიიღებს ყავისფერს, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვეწვას, ამასობაში, უკვე გამომცხვარი კარტოფილი დავაბლენდეროთ და დაბლენდერების პროცესში დავუმატოთ ჩვენ მიერ მომზადებული ყავისფერი კარაქი, რათა მივიღოთ ემულსია.
ტყემალი: ტყემალს ვხარშავთ, შემდეგ გადავწურავთ, ნახარშს ვიტოვებთ ტყემლის სისქის დასაბალანსებლად. მოხარშულ ტყემალს ვაბლენდერებთ და თან პარალელურად ვუმატებთ შემდეგ ინგრედიენტებს: ქინძი , ომბალო , ცერეცო, კამა და ნიორი, საბოლოოდ, კი ვუმატებთ მწვანე ვაშლის წვენს.
სტეიკი: ღორის კისერი შევწვათ გაცხელებულ ტაფაზე. თითო გვერდი უნდა შეიწვას დაახლოებით, 6-6 წუთის განმავლობაში, ტაფაზე დავუმატოთ ნიორი, კარაქი და როზმარინი, 6 წუთის შემდეგ კი, ხორცი გადაგვაქვს ღუმელში, სადაც 5 წუთის განმავლობაში გამოვაცხობთ და დავიწყებთ სერვირებას!
R
კორპორატიული არაა სწორი. უნდა იყოს კორპორაციული, სიტყვიდან კორპორაცია.