პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი ბულგარეთს თხევად გაზს, საქართველოს პორტის გავლით, მიაწვდის" - რას წერს Reuters-ი?
"რუსეთი ბულგარეთს თხევად გაზს, საქართველოს პორტის გავლით, მიაწვდის" - რას წერს Reuters-ი?

რუსი ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბი ბულ­გა­რეთ­ში თხე­ვა­დი ნავ­თო­ბის გა­ზის (LPG) მი­წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის პორ­ტის ფო­თის გავ­ლით ივ­ლის­ში და­ი­წყე­ბენ, რად­გან ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ექ­სპორ­ტო მარ­შრუ­ტე­ბი და­ხუ­რუ­ლია, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ტრე­ი­დე­რებ­სა და Refinitiv Eikon-ის სტა­ტის­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტო წერს, რომ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში თხე­ვა­დი ნავ­თო­ბის გა­ზის მი­წო­დე­ბა 24 თე­ბერ­ვალს შე­წყვი­ტა, რო­დე­საც იქ ჯა­რე­ბი გაგ­ზავ­ნა, ასე­ვე შე­ა­ჩე­რა LPG სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­ზი­ტი რუ­მი­ნეთ­ში, უნ­გრეთ­სა და მოლ­დო­ვა­ში უკ­რა­ი­ნის გავ­ლით, რაც ექ­სპორ­ტი­ო­რებს ავალ­დე­ბუ­ლებს, ახა­ლი მარ­შრუ­ტე­ბი ეძე­ბონ.

Refinitiv-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ფი­ნეთ­მა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის თხე­ვა­დი ნავ­თო­ბის გა­ზის კი­დევ ერთი დიდი სა­ექ­სპორ­ტო მარ­შრუ­ტია, მკვეთ­რად შე­ამ­ცი­რა შეს­ყიდ­ვე­ბი. გა­სულ წელს რუ­სეთ­მა თა­ვი­სი LPG-ის 25% უკ­რა­ი­ნა­სა და ფი­ნეთ­ში გა­ი­ტა­ნა.

Reuters-ი წერს, რომ Refinitiv Eikon-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3000 ტონა თხე­ვა­დი ნავ­თო­ბის გაზი სურ­გუ­ტი­დან სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტით ფოთ­ში, შემ­დეგ კი სა­ზღვაო ბორ­ნით ბულ­გა­რე­თის ვარ­ნა­ში გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა.

"LPG-ის მი­წო­დე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა ფო­თის გავ­ლით, სხვა ძი­რი­თა­დი სა­ექ­სპორ­ტო მარ­შრუ­ტე­ბით გა­ყიდ­ვე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გამო", - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ Reuters-თან სა­უბ­რი­სას.

მო­ვაჭ­რე­თა მო­ნა­ცე­მე­ბით, ბულ­გა­რე­თი თვე­ში 30 000-35 000-მდე ტონა თხე­ვად გაზს მო­იხ­მარს. ის ყო­ველ­თვი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ტონა LPG-ს აწარ­მო­ებს, და­ნარ­ჩენს კი რუ­მი­ნე­თი­დან და რუ­სე­თი­დან იღებს.

"LPG სარ­კი­ნიგ­ზო გა­და­ზიდ­ვე­ბი სურ­გუ­ტი­დან ფო­თის გავ­ლით ბულ­გა­რეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ით აღე­მა­ტე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის­თვის უკ­რა­ი­ნის გავ­ლით მი­წო­დე­ბის ფასს, სარ­კი­ნიგ­ზო მარ­შრუ­ტი სურ­გუ­ტი­დან ფო­თამ­დე ერთ ტო­ნა­ზე 260-280 აშშ დო­ლა­რი ღირს, ხოლო ბო­რა­ნი ფოთ­სა და ვარ­ნას შო­რის ტო­ნა­ზე - 130-150 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს", - წერს Reuters.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ვაჭ­რე­ე­ბის შე­ფა­სე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მარ­შრუ­ტით გაგ­ზავ­ნი­ლი მა­რა­გი მა­ინც მომ­გე­ბი­ა­ნია შიდა გა­ყიდ­ვებ­თან შე­და­რე­ბით რისი მი­ზე­ზიც რუ­სეთ­ში LPG-ის ფა­სე­ბის და­ცე­მაა

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

საეჭვოა, ფოთამდე როგორ მოვა -აზერბაიჯანი გაატარებს ? დაასანქცირებენ ! კაი და მოვიდა , ბორანი რომ არ დადის ? კაი და არ ჩაუძირავთ , და დადის , ზედ რომ ამდენი არ ეტევა ? კაი და ეტევა , ერთად რომ არ შეიძლება გაზიანი ვაგონების დაყენება ? ჰოო, რეუტერმა ესენი არ იცის , მაგრმ ვინც ინფოს წყაროა იმან იცის და მავნებლობს !

გიგა
3

აბა არიქააა, რუსეთს ვეხმარებით!? ცეცხლის მზე აენთო, დროშები ჩქარა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"რუსეთი ბულგარეთს თხევად გაზს, საქართველოს პორტის გავლით, მიაწვდის" - რას წერს Reuters-ი?

"რუსეთი ბულგარეთს თხევად გაზს, საქართველოს პორტის გავლით, მიაწვდის" - რას წერს Reuters-ი?

რუსი ექსპორტიორები ბულგარეთში თხევადი ნავთობის გაზის (LPG) მიწოდებას საქართველოს შავი ზღვის პორტის ფოთის გავლით ივლისში დაიწყებენ, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია, - ინფორმაციას Reuters-ი ტრეიდერებსა და Refinitiv Eikon-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში თხევადი ნავთობის გაზის მიწოდება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც იქ ჯარები გაგზავნა, ასევე შეაჩერა LPG სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში უკრაინის გავლით, რაც ექსპორტიორებს ავალდებულებს, ახალი მარშრუტები ეძებონ.

Refinitiv-ის მონაცემებით, ფინეთმა, რომელიც რუსეთის თხევადი ნავთობის გაზის კიდევ ერთი დიდი საექსპორტო მარშრუტია, მკვეთრად შეამცირა შესყიდვები. გასულ წელს რუსეთმა თავისი LPG-ის 25% უკრაინასა და ფინეთში გაიტანა.

Reuters-ი წერს, რომ Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ამ თვეში დაახლოებით 3000 ტონა თხევადი ნავთობის გაზი სურგუტიდან სარკინიგზო ტრანსპორტით ფოთში, შემდეგ კი საზღვაო ბორნით ბულგარეთის ვარნაში გადაიგზავნება.

"LPG-ის მიწოდება განიხილება ფოთის გავლით, სხვა ძირითადი საექსპორტო მარშრუტებით გაყიდვების შეზღუდული შესაძლებლობების გამო", - განაცხადა წყარომ Reuters-თან საუბრისას.

მოვაჭრეთა მონაცემებით, ბულგარეთი თვეში 30 000-35 000-მდე ტონა თხევად გაზს მოიხმარს. ის ყოველთვიურად დაახლოებით 10 000 ტონა LPG-ს აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთიდან და რუსეთიდან იღებს.

"LPG სარკინიგზო გადაზიდვები სურგუტიდან ფოთის გავლით ბულგარეთში დაახლოებით 50%-ით აღემატება ევროკავშირისთვის უკრაინის გავლით მიწოდების ფასს, სარკინიგზო მარშრუტი სურგუტიდან ფოთამდე ერთ ტონაზე 260-280 აშშ დოლარი ღირს, ხოლო ბორანი ფოთსა და ვარნას შორის ტონაზე - 130-150 აშშ დოლარს შეადგენს", - წერს Reuters.

სააგენტოს ინფორმაციით, მოვაჭრეების შეფასებით, მიუხედავად ამისა, მარშრუტით გაგზავნილი მარაგი მაინც მომგებიანია შიდა გაყიდვებთან შედარებით რისი მიზეზიც რუსეთში LPG-ის ფასების დაცემაა