პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური სპეცოპერაცია ვარშავაში - პოლონელმა სამართალდამცავებმა 4 ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, "ლავასოღლიმ" კი თავს ამჯერადაც უშველა
მასშტაბური სპეცოპერაცია ვარშავაში - პოლონელმა სამართალდამცავებმა 4 ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, "ლავასოღლიმ" კი თავს ამჯერადაც უშველა
  • ფო­ტო­მონ­ტა­ჟი: ქარ­თვე­ლი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის შეკ­რე­ბა ვარ­შა­ვა­ში, 2020 წელი და მინ­დია გო­რა­ძე

პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვარ­შა­ვა­ში მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, რომ­ლის დროს 4 ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი და­ა­კა­ვეს. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წერს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "პრა­იმ კრა­ი­მი", რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ვარ­შა­ვა­ში ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის დიდი შეკ­რე­ბა მო­ე­წყო, რო­მელ­ზეც მინ­დია გო­რა­ძეს, იგი­ვე "ლა­ვა­ს­ოღ­ლის", მის თა­ნა­მო­აზ­რეს ვარ­ლამ კუ­ხი­ა­ნი­ძეს, იგი­ვე ვა­ტი­ა­სა და ავ­თან­დილ ტუ­ღუშს, იგი­ვე ავთო "სამ­ტრედსკის" შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა იგეგ­მე­ბო­და.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, "სხოდ­კა­ზე“ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან 35-მდე ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ჩა­ვი­და, რაც კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის თავ­შეყ­რის უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბაა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რებ­მა ვერ შეძ­ლეს, რად­გან მათი შეკ­რე­ბის დრო და ად­გი­ლი პო­ლო­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და.

სა­ა­გენ­ტოს წყა­როს ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ზუს­ტად იცოდ­ნენ, ვინ უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, ისი­ნი მინ­დია გო­რა­ძეს, იგი­ვე "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" ეძებ­დნენ. მან ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით პო­ლი­ცი­ელ­თა შტურმს თავი და­აღ­წია.

პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ 4 ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი რა­მაზ ჯინ­ჭა­რა­ძე, ალე­კო პავ­ლი­ა­ში­ლი, სულ­ხან თვა­ლჭ­რე­ლი­ძე და მა­მუ­კა კვი­ჟი­ნა­ძე და­ა­კა­ვა, მათ­გან ორს - კვი­ჟი­ნა­ძეს და თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს სა­ქარ­თვე­ლო წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ეძებს.

სა­ა­გენ­ტოს წყა­როს ცნო­ბით­ვე, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ სხოდ­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ამ ინ­ფორ­მა­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­თან­დილ ტუ­ღუ­შის გა­რე­მოც­ვი­დან მი­ი­ღო.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, შეხ­ვედ­რა ორ მხა­რეს შო­რის, დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად და­ი­გეგ­მა. ისი­ნი ჯერ თა­რიღ­ზე უნდა შე­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ, შემ­დეგ კი ორი­ვე მხა­რეს შეხ­ვედ­რის ად­გი­ლის ვერ­სი­ე­ბი უნდა და­ე­სა­ხე­ლე­ბია და აქე­დან ყვე­ლა­ზე კარ­გი ად­გი­ლი შე­ერ­ჩი­ათ. თუმ­ცა, ავ­თოს მხარ­დამ­ჭე­რებ­მა და­არ­ღვი­ეს პი­რო­ბა და ად­გი­ლი არ და­ა­სა­ხე­ლეს.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ისი­ნი შე­იკ­რიბ­ნენ, თუმ­ცა მათ პო­ლი­ცი­ელ­თა შტურ­მის შე­სა­ხე­ბაც მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პო­ლი­ცია რომც არ მი­სუ­ლი­ყო, ისი­ნი მა­ინც ვერ მო­რიგ­დე­ბოდ­ნენ, რად­გან ავთო ტუ­ღუშ­თან რამ­დე­ნი­მე მძი­მე სა­კი­თხია გა­სარ­კვე­ვი.

ჯერ ბუნ­დო­ვა­ნია, ეს ამ­ბა­ვი რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან ავთო, რო­მე­ლიც ჯერ გა­ლა­ხეს და შემ­დეგ "ქურ­დის“ სტა­ტუ­სი ჩა­მო­არ­თვეს, ჯერ კი­დევ ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ავ­თან­დილ ტუ­ღუშს ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ტა­რი­ელ ონი­ა­ნი, იგი­ვე "ტარო" უჭერს მხარს, თუმ­ცა მინ­დია გო­რა­ძი­სა და ვარ­ლამ კუ­ხი­ა­ნი­ძის მფარ­ვე­ლად კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა შაქ­რო კა­ლა­შო­ვი სა­ხელ­დე­ბა. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ შაქ­რო კა­ლა­შო­ვი ღიად არ დგამს ნა­ბი­ჯებს და ფიქ­რო­ბენ, რომ 63 წლის ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ტა­რი­ელ ონი­ა­ნი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის უკან, სწო­რედ შაქ­რო კა­ლა­შო­ვი დგას.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "პრა­იმ კრა­ი­მი" წერ­და, რომ ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ყვე­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს დაჰ­პირ­და, რომ ჯო­ჯო­ხეთს მო­უ­წყობ­და, ეს კი 40 წლის ბა­თუ­მე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი­დან და­ი­წყო.

40 წლის მინ­დია გო­რა­ძე, იგი­ვე "ლა­ვა­ს­ოღ­ლი ბა­თუმსკი", ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" მი­იჩ­ნე­ვა.

2018 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლომ მინ­დია გო­რა­ძეს 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა. იმა­ვე წელს "ავ­ტო­რი­ტე­ტი" ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის­თვის თურ­ქეთ­ში და­ა­კა­ვეს.

2020 წელს გო­რა­ძე ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი იქნა ბე­ლა­რუს­ში, სა­დაც იგი სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა, მინ­დია გო­რა­ძემ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა და უკ­რა­ი­ნა­ში გაფ­რე­ნა მო­ა­ხერ­ხა... ბოლო პე­რი­ოდ­ში ის პო­ლო­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მო­ამ­ზა­და ნიკა გუ­ლუ­ამ

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაბა
1

ეს ჩვენი ეროვნული სირცხვილია ! ტექნოლოგიისა და მეცნიერების განვითარების ეპოქაში ესენი ადამიანებს "ცხოვრებას უმწარებენ". ქურდის ადგილი ციხეა და მეტი არსად. 

Maka
30

,, დააძვრეს ყველაზე ნაცადი კოზირი,, საქართველოს მთავრობამ: ევროსტრუქტურების და საკუთარი მოქალაქეების დასაშინებლად და ,, კარგი სამუშაოსთვის,,... ,, ქურდების სდევნა,, განაახლეს! უარესი კრიმინალები არიან სხვა ქვეყნებში, მაგრამ რატომღაც ქართველები ქართველებით აშინებენ მსოფლიოს, კრიმინალს მიაწერენ და სდევნიან და იჭერენ სადაც მოუნდებათ..... 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

მასშტაბური სპეცოპერაცია ვარშავაში - პოლონელმა სამართალდამცავებმა 4 ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, "ლავასოღლიმ" კი თავს ამჯერადაც უშველა

მასშტაბური სპეცოპერაცია ვარშავაში - პოლონელმა სამართალდამცავებმა 4 ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, "ლავასოღლიმ" კი თავს ამჯერადაც უშველა
  • ფოტომონტაჟი: ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების შეკრება ვარშავაში, 2020 წელი და მინდია გორაძე

პოლონური მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ვარშავაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროს 4 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. მომხდარის დეტალებს დაწვრილებით აღწერს საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმი", რომლის ცნობითაც, ვარშავაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების დიდი შეკრება მოეწყო, რომელზეც მინდია გორაძეს, იგივე "ლავასოღლის", მის თანამოაზრეს ვარლამ კუხიანიძეს, იგივე ვატიასა და ავთანდილ ტუღუშს, იგივე ავთო "სამტრედსკის" შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება იგეგმებოდა.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, "სხოდკაზე“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 35-მდე ე.წ. კანონიერი ქურდი ჩავიდა, რაც კრიმინალური ავტორიტეტების თავშეყრის უპრეცედენტო რაოდენობაა.

როგორც ცნობილია, პრობლემის მოგვარება კრიმინალური სამყაროს წევრებმა ვერ შეძლეს, რადგან მათი შეკრების დრო და ადგილი პოლონელი სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა.

სააგენტოს წყაროს ცნობით, პოლიციელებმა ზუსტად იცოდნენ, ვინ უნდა დაეკავებინათ, ისინი მინდია გორაძეს, იგივე "ლავასოღლის" ეძებდნენ. მან ახლობლების დახმარებით პოლიციელთა შტურმს თავი დააღწია.

პოლონეთის პოლიციამ 4 ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ჯინჭარაძე, ალეკო პავლიაშილი, სულხან თვალჭრელიძე და მამუკა კვიჟინაძე დააკავა, მათგან ორს - კვიჟინაძეს და თვალჭრელიძეს საქართველო წითელი ცირკულარით ეძებს.

სააგენტოს წყაროს ცნობითვე, კრიმინალური ავტორიტეტები ფიქრობენ, რომ სხოდკასთან დაკავშირებით პოლიციამ ინფორმაცია, სავარაუდოდ, ავთანდილ ტუღუშის გარემოცვიდან მიიღო.

როგორც ამბობენ, შეხვედრა ორ მხარეს შორის, დიდი ძალისხმევის შედეგად დაიგეგმა. ისინი ჯერ თარიღზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, შემდეგ კი ორივე მხარეს შეხვედრის ადგილის ვერსიები უნდა დაესახელებია და აქედან ყველაზე კარგი ადგილი შეერჩიათ. თუმცა, ავთოს მხარდამჭერებმა დაარღვიეს პირობა და ადგილი არ დაასახელეს.

საბოლოო ჯამში, ისინი შეიკრიბნენ, თუმცა მათ პოლიციელთა შტურმის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. როგორც ამბობენ, პოლიცია რომც არ მისულიყო, ისინი მაინც ვერ მორიგდებოდნენ, რადგან ავთო ტუღუშთან რამდენიმე მძიმე საკითხია გასარკვევი.

ჯერ ბუნდოვანია, ეს ამბავი როგორ გაგრძელდება, რადგან ავთო, რომელიც ჯერ გალახეს და შემდეგ "ქურდის“ სტატუსი ჩამოართვეს, ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი ავტორიტეტის გაძლიერებას.

როგორც ცნობილია, ავთანდილ ტუღუშს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი, იგივე "ტარო" უჭერს მხარს, თუმცა მინდია გორაძისა და ვარლამ კუხიანიძის მფარველად კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ფიგურა შაქრო კალაშოვი სახელდება. ყველასთვის ცნობილია, რომ შაქრო კალაშოვი ღიად არ დგამს ნაბიჯებს და ფიქრობენ, რომ 63 წლის ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანისა და მისი გარემოცვის დისკრედიტაციის უკან, სწორედ შაქრო კალაშოვი დგას.

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმი" წერდა, რომ ტარიელ ონიანი ყველა მოწინააღმდეგეს დაჰპირდა, რომ ჯოჯოხეთს მოუწყობდა, ეს კი 40 წლის ბათუმელი კრიმინალური ავტორიტეტიდან დაიწყო.

40 წლის მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი ბათუმსკი", ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან "კანონიერ ქურდად" მიიჩნევა.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მინდია გორაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. იმავე წელს "ავტორიტეტი" იარაღის უკანონო შენახვისთვის თურქეთში დააკავეს.

2020 წელს გორაძე ექსტრადირებული იქნა ბელარუსში, სადაც იგი საქართველოს მოთხოვნით დააკავეს. თუმცა, მინდია გორაძემ სამართალდამცავებისგან თავის დაღწევა და უკრაინაში გაფრენა მოახერხა... ბოლო პერიოდში ის პოლონეთში იმყოფებოდა.

მოამზადა ნიკა გულუამ