პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზრუნვა, როგორც გზა ერთიანობისკენ - „თეგეტა ჰოლდინგი“ HR სამიტზე
ზრუნვა, როგორც გზა ერთიანობისკენ - „თეგეტა ჰოლდინგი“ HR სამიტზე

HR hub-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით 7 ივ­ლისს შატო მუხ­რან­ში HR ბიზ­ნეს­სა­მი­ტი 2022 გა­ი­მარ­თა. წელს შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა HR ტრანსფორ­მა­ცია იყო.

სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნინო ოხა­ნაშ­ვილ­მა მი­მარ­თა. სა­მი­ტის მთა­ვა­რი თე­მის, HR ტრანსფორ­მა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მან თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ერთი მიზ­ნის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­სა და ამ ერ­თი­ა­ნო­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულ­სა და სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რა. ნინო ოხა­ნაშ­ვილ­მა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ზრუნ­ვის კამ­პა­ნია და მას­ში თა­ნამ­შრო­მელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის შე­დე­გე­ბი გა­ნი­ხი­ლა. 2022 წლის დად­გო­მამ­დე კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა „სეკ­რეტ სან­ტას“ ფორ­მა­ტით სა­ჩუქ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 300-ზე მეტ ბე­ნე­ფი­ცი­არს გა­უ­კე­თეს.

„დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად იც­ვლე­ბა. იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბიც კომ­პა­ნი­ის მი­მართ. მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და მათ თან­ხვედ­რას პი­რად ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან. თა­ნამ­შრომ­ლებს სურთ, ისეთ ჯგუფს ეკუთ­ვნოდ­ნენ, რო­მელ­თა­ნაც შე­ხე­დუ­ლე­ბა­თა მსგავ­სე­ბა აქვთ. ისი­ნი ითხო­ვენ, ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას­თან ერ­თად, მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ი­ხარ­ჯონ რა­ღაც უფრო დი­ა­დის­თვის. „თე­გე­ტას­თვის“ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მოს შექ­მნა, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად უკე­თე­სად იც­ნობს სა­კუ­თარ თავს; იჯე­რებს, რომ მცი­რე ძა­ლის­ხმე­ვას შე­უძ­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს; რწმუნ­დე­ბა, რომ გუ­ლით, გუნ­დუ­რად გა­კე­თე­ბულ საქ­მეს ჯა­დოს­ნუ­რი შე­დე­გე­ბი აქვს. ზრუნ­ვის კამ­პა­ნი­ა­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სრუ­ლი­ად ორ­გა­ნუ­ლად ჩა­ერ­თნენ და ერთი იდე­ის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­დნენ. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ გულ­წრფე­ლი სი­ხა­რუ­ლი, მად­ლი­ე­რე­ბა და კი­დევ უფრო გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბუ­ლი ჩვე­ნი წილი სამ­ყა­რო“, - ნინო ოხა­ნაშ­ვი­ლი, „თე­გე­ტას“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ოფი­ცი­ა­ლურ ნა­წილ­თან ერ­თად, HR ბიზ­ნეს­სა­მიტ­ზე წელს „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ ვორ­ქშო­პიც ჩა­ტარ­და თე­მით - „მარ­თე სა­კუ­თა­რი გზა“. სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ტექ­ნი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ასე­ვე soft skill და teambuilding თა­მა­შე­ბი მო­ე­წყო.

HR სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ სივ­რცე­ში დრო­ის სა­ინ­ტე­რე­სოდ და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით. გვი­ხა­რია, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო და ვორ­ქშო­პებს ბევ­რი მო­ნა­წი­ლე და­ეს­წრო. სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს მარ­ტი­ვი, პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის უსაფრ­თხო მარ­თვი­სა და მისი აგე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც“, - გი­ორ­გი ცი­ნა­რი­ძე, „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ კო­მერ­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

HR ბიზ­ნეს­სა­მი­ტი წელს მე­ხუ­თედ გა­ი­მარ­თა და მას 500-მდე სტუ­მა­რი ეს­წრე­ბო­და.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინ
0

ისიც დაწერეთ ლანჩზე გადამშეული ხალხის თავ-პირის მტვრევა რომ იყო :( ორგანიზაცისულ საკითხებში ძაან მოვიკოჭლებთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ზრუნვა, როგორც გზა ერთიანობისკენ - „თეგეტა ჰოლდინგი“ HR სამიტზე

ზრუნვა, როგორც გზა ერთიანობისკენ - „თეგეტა ჰოლდინგი“ HR სამიტზე

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს შატო მუხრანში HR ბიზნესსამიტი 2022 გაიმართა. წელს შეხვედრის მთავარი თემა HR ტრანსფორმაცია იყო.

სამიტის მონაწილეებს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, ნინო ოხანაშვილმა მიმართა. სამიტის მთავარი თემის, HR ტრანსფორმაციის ფარგლებში, მან თანამშრომლების ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებასა და ამ ერთიანობით გამოწვეულ სიხარულსა და სასიკეთო ცვლილებებზე ისაუბრა. ნინო ოხანაშვილმა „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის კამპანია და მასში თანამშრომელთა ჩართულობის შედეგები განიხილა. 2022 წლის დადგომამდე კომპანიის თანამშრომლებმა „სეკრეტ სანტას“ ფორმატით საჩუქრები სხვადასხვა ორგანიზაციის 300-ზე მეტ ბენეფიციარს გაუკეთეს.

„დღევანდელ სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება. იცვლება ადამიანების მოლოდინებიც კომპანიის მიმართ. მეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზაციის ღირებულებებს და მათ თანხვედრას პირად ფასეულობებთან. თანამშრომლებს სურთ, ისეთ ჯგუფს ეკუთვნოდნენ, რომელთანაც შეხედულებათა მსგავსება აქვთ. ისინი ითხოვენ, ყოველდღიურ რუტინასთან ერთად, მიეცეთ შესაძლებლობა, დაიხარჯონ რაღაც უფრო დიადისთვის. „თეგეტასთვის“ უაღრესად მნიშვნელოვანია გარემოს შექმნა, სადაც თითოეული თანამშრომელი ყოველდღიურად უკეთესად იცნობს საკუთარ თავს; იჯერებს, რომ მცირე ძალისხმევას შეუძლია ცვლილებები გამოიწვიოს; რწმუნდება, რომ გულით, გუნდურად გაკეთებულ საქმეს ჯადოსნური შედეგები აქვს. ზრუნვის კამპანიაში თანამშრომლები სრულიად ორგანულად ჩაერთნენ და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. შედეგად მივიღეთ გულწრფელი სიხარული, მადლიერება და კიდევ უფრო გაკეთილშობილებული ჩვენი წილი სამყარო“, - ნინო ოხანაშვილი, „თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.

ოფიციალურ ნაწილთან ერთად, HR ბიზნესსამიტზე წელს „თეგეტა აკადემიის“ ვორქშოპიც ჩატარდა თემით - „მართე საკუთარი გზა“. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საინტერესო და სახალისო ტექნიკური აქტივობები, ასევე soft skill და teambuilding თამაშები მოეწყო.

HR სამიტის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ სივრცეში დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა მივეცით. გვიხარია, რომ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და ვორქშოპებს ბევრი მონაწილე დაესწრო. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს მარტივი, პრაქტიკული რჩევები ავტომობილის უსაფრთხო მართვისა და მისი აგებულების შესახებ. მონაწილეებთან ერთად განვიხილეთ საკუთარი თავის მართვის შესაძლებლობებიც“, - გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი.

HR ბიზნესსამიტი წელს მეხუთედ გაიმართა და მას 500-მდე სტუმარი ესწრებოდა.

NS