პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”გამაოგნებელია. ეს არის ისტორიული მომენტი" - სამყაროს ყველაზე "ღრმა და დეტალური" ფოტო, რომელიც ჯეიმს ვების ტელესკოპმა გადაიღო
”გამაოგნებელია. ეს არის ისტორიული მომენტი" - სამყაროს ყველაზე "ღრმა და დეტალური" ფოტო, რომელიც ჯეიმს ვების ტელესკოპმა გადაიღო

ნასა-მ ჯე­იმს ვე­ბის ახა­ლი კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პით გა­და­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ფოტო გა­ავ­რცე­ლა. კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტო­ში ამ­ბო­ბენ, რომ ჯე­იმს ვე­ბის კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პის პირ­ვე­ლი ფოტო შო­რე­უ­ლი სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე ღრმა და დე­ტა­ლუ­რი ინფრა­წი­თე­ლი ხე­დია.

ფო­ტო­ზე ჩანს სამ­ყა­როს პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი, სა­ხელ­წო­დე­ბით SMACS 0723, მო­ციმ­ცი­მე გა­ლაქ­ტი­კე­ბის, მათ შო­რის უძ­ვე­ლე­სი გა­ლაქ­ტი­კე­ბის სი­ნათ­ლე.

აშშ-ის პრე­ზი­დენტს, ჯო ბა­ი­დენს ფოტო თეთრ სახ­ლში ბრი­ფინგზე წა­რუდ­გი­ნეს.

”გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის­თვის, ამე­რი­კის­თვის და მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის. ეს სუ­რა­თე­ბი შე­ახ­სე­ნებს მსოფ­ლი­ოს, რომ ამე­რი­კას შე­უძ­ლია დიდი საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბა და შე­ახ­სე­ნებს ამე­რი­კელ ხალ­ხს, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს შვი­ლებს, რომ არა­ფე­რია ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მიღ­მა”, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა.

უფრო მეტი წარ­მო­სახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გვქონ­დეს, ნა­სა­ში ასე გან­მარ­ტა­ვენ - "ქვი­შის ნამ­ცე­ცი რომ ცის­კენ მი­მარ­თო, ცაზე რა ნა­წილ­საც და­ფა­რავს, სამ­ყა­როს და­ახ­ლო­ე­ბით ამ­ხე­ლა სივ­რცეა აღ­ბეჭ­დი­ლი ფო­ტო­ზე."

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვე­ბის ტე­ლეს­კო­პით არა­ერ­თი ფოტო გა­და­ი­ღეს, რო­მელ­საც დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ჯე­იმს ვე­ბის კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პი ნასა-მ პირ­ვე­ლად შარ­შან, 25 დე­კემ­ბერს გა­უშ­ვა, მას ჰაბ­ლის კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პის "მემ­კვიდ­რედ“ მი­იჩ­ნე­ვენ. ტე­ლეს­კო­პი ცაზე ყვე­ლა სა­ხის დაკ­ვირ­ვე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, მაგ­რამ ორი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი აქვს: პირ­ვე­ლი არის ვარ­სკვლა­ვე­ბის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც სამ­ყა­რო­ში 13.5 მი­ლი­არდ წელ­ზე მეტი ხნის წინ ანა­თებ­დნენ და მე­ო­რე არის შო­რე­უ­ლი პლა­ნე­ტე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა, რათა დად­გინ­დეს, არი­ან თუ არა ისი­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად ვარ­გი­სი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,, ცად, რაც არ უნდა ...
0

,, ცად, რაც არ უნდა ბევრი იარო, დამრჩენი მაინც არა ხარ არსად! სჯობს მოუარო ადამიანო, შენს დედამიწას! პატარა ვარსკვლავს!

აპა!

გოჩა
21

დედამიწას მივხედოთ არ ჯობია კოსმოსში ხეტიალს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

”გამაოგნებელია. ეს არის ისტორიული მომენტი" - სამყაროს ყველაზე "ღრმა და დეტალური" ფოტო, რომელიც ჯეიმს ვების ტელესკოპმა გადაიღო

”გამაოგნებელია. ეს არის ისტორიული მომენტი" - სამყაროს ყველაზე "ღრმა და დეტალური" ფოტო, რომელიც ჯეიმს ვების ტელესკოპმა გადაიღო

ნასა-მ ჯეიმს ვების ახალი კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული პირველი ფოტო გაავრცელა. კოსმოსურ სააგენტოში ამბობენ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და დეტალური ინფრაწითელი ხედია.

ფოტოზე ჩანს სამყაროს პატარა მონაკვეთი, სახელწოდებით SMACS 0723, მოციმციმე გალაქტიკების, მათ შორის უძველესი გალაქტიკების სინათლე.

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ფოტო თეთრ სახლში ბრიფინგზე წარუდგინეს.

”გამაოგნებელია. ეს არის ისტორიული მომენტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისთვის, ამერიკისთვის და მთელი კაცობრიობისთვის. ეს სურათები შეახსენებს მსოფლიოს, რომ ამერიკას შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება და შეახსენებს ამერიკელ ხალხს, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, რომ არაფერია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

უფრო მეტი წარმოსახვის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, ნასაში ასე განმარტავენ - "ქვიშის ნამცეცი რომ ცისკენ მიმართო, ცაზე რა ნაწილსაც დაფარავს, სამყაროს დაახლოებით ამხელა სივრცეა აღბეჭდილი ფოტოზე."

აღსანიშნავია, რომ ვების ტელესკოპით არაერთი ფოტო გადაიღეს, რომელსაც დღეს გამოაქვეყნებენ.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ნასა-მ პირველად შარშან, 25 დეკემბერს გაუშვა, მას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის "მემკვიდრედ“ მიიჩნევენ. ტელესკოპი ცაზე ყველა სახის დაკვირვებას განახორციელებს, მაგრამ ორი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი არის ვარსკვლავების ფოტოების გადაღება, რომლებიც სამყაროში 13.5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ ანათებდნენ და მეორე არის შორეული პლანეტების გამოკვლევა, რათა დადგინდეს, არიან თუ არა ისინი საცხოვრებლად ვარგისი.