"გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე, აბა, სცადონ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთს სურს რუსეთთან ბრძოლა "უკანასკნელ უკრაინელამდე“.
"დღეს გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე. აბა, რა ვთქვა? აბა, სცადონ. ჩვენ უკვე ბევრჯერ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს უკრაინელი ხალხისთვის ტრაგედიაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, ზოგადად, ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად“, - განაცხადა პუტინმა დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე.
"თუ დასავლეთს სურდა კონფლიქტის პროვოცირება, რათა გადასულიყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის შეკავების ახალ ეტაპზე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, მიაღწია წარმატებას. ომიც გაჩაღებულია და სანქციებიც შემოღებულია“, - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ სხვა პირობებში ეს ძნელად შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა მისი თქმით, დასავლეთმა წააგო.
"მათ უნდა გაეგოთ, რომ უკვე წააგეს ჩვენი სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებისთანავე. მისი დასაწყისი ასევე ნიშნავს მსოფლიო წესრიგის კარდინალური რღვევის დაწყებას ამერიკულად", - დასძინა პუტინმა.
"თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ უკვე შეუძლებელია ამ პროცესის შეჩერება. ისტორიის მსვლელობა განუმეორებელია. ამ კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, რომ დააკისროს მსოფლიოს თავისი ახალი მსოფლიო წესრიგი, განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთი მხარდაჭერით სარგებლობს, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში და კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება.
"ჩვენ გვყავს ბევრი მხარდამჭერი, მათ შორის თავად შეერთებულ შტატებში და ევროპაში, და მით უმეტეს სხვა კონტინენტებზე და სხვა ქვეყნებში და უფრო და უფრო მეტი იქნება მათი რიცხვი. ეს უეჭველია", - განაცხადა პუტინმა. შეხვედრა ფრაქციის ლიდერებთან.
ტანმოკლე ფაშამაც იგივე თქვა... ეგვიპტეში.
პუტინ, გულწრფელი მეგობრობა თუ გინდათ რუსებს, მაშინ პატივი ეცით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, გულწრფელად ემეგობრეთ, მათი თანასწორნი გახდით თქვენი ფსიქიკით და საქმით...
დაუბრუნეთ ყველას თავისი კუთვნილი ტერიტორიები და მერწმუნეთ, გარანტიას გაძლევთ რომ ყოდილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას მოუნდება თქვენთან მეგობრობა, თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება... ხომ გაგიგია "შორსმყოფი ნათესავს, ახლომყოფი მეზობელი ჯობიაო"