მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ინფორმაცია საგანგაშოა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება.
"ადამიანი შევიდა სრულიად ჯანმრთელი და დღეს მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია. შოკში ჩავვარდი, როდესაც პირადად ვნახე. ვიზუალურად, სუნით და ხელებით კონტაქტის დროს პატიმარს ასდის სუნი.
ხელებსა და კანზე ორი-სამი დღის გარდაცვლილის ფერი აქვს; ხელები აქვს ორი-სამი დღის გარდაცვლილის მსგავსად დამჭკნარი, კუნთები კი - გალეული; არის პიგმენტები და ლაქები სახეზე; ეს წერია სამედიცინო დოკუმენტში, რომელიც მოგვეწოდა.
გუშინ ჩემი კომპანიის ადვოკატი იყო შესული, როგორც გავიგე, ადამიანი სახეზე გაშავებულია, ასდის საშინელი სუნი. რაღაც ინტოქსიკაცია მიმდინარეობს ორგანიზმში. ფაქტია, რაღაც ხდება. როგორც მე გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, ეს შეიძლება იყოს აზოტი ან სხვა რაღაც პროცესები მიმდინარეობს.
ფაქტი ერთია, რომ მას უტარდება სიმპტომური მკურნალობა. მაგალითად, სიცხემ აუწია - მისცემენ სიცხის დამწევს, წნევამ აუწია - მისცემენ წნევის დამწევს, მაგრამ ისეთი პროცედურები, რომ მთლიანად ორგანიზმმა იმუნური პროცესი დაიწყოს და მერე თვითონ უმკურნალოს სხვა სიმპტომებს, არ ტარდება და ვერც ჩატარდება. ეს სასამართლო პროცესი არ იქნება მარტივი გასეირნება და შესაძლოა, უპრეცედენტოც იყოს ევროპაში", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ნახეთ ვიდეო:
ანუ, ვერ ჭამს და ვერ ბანაობს, ესაა დიაგნოზი? ეს ადვოკატი,ასეთი რამეების საუბრისთვის მიშას უნდა გაელანძღა.
ვინც მისი პრეზიდენტობის დროს ციხეში ჯანმრთელი შედიოდა და მკვდარი გამოჰქონდათ, ბატონ შალვას ამაზე რა რეაქცია ჰქონდა მაშინ და რა რეაქცია აქვს დღეს. ან სახლიდან დედა რომ 19-20 წლის ერთადერთ შვილს ცოცხალს და ჯანმრთელს გაუშვებდა და შინ მკვდარს მიუსვენებდნენ, სააკაშვილის რეჟიმის დროს, მაშინ სად იყო ბატონი შალვა? მე მაქვს პროტესტი უსამართლობაზე, რაც ძალიან დიდი დოზით იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს. ამიტომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე , რაც ჩაიდინა, და დამნაშავე ციხეში უნდა იყოს. ასეა ეს. ფსიქიკა შერყეულია თუ არა ციხეში უნდა იჯდეს.