სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა
თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი გა­ლიფ ოზ­თურ­ქი ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. ბიზ­ნეს­მენს გა­მო­ძი­ე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას ან გა­დაგ­ზავ­ნას ედა­ვე­ბო­და. ეს მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ერთ-ერთი ბრალ­დე­ბაა, ანუ ოზ­თურ­ქის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე ცალ­კე და­ვაა.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ეს­წრე­ბო­და, მან სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ შან­ტა­ჟის მსხვერ­პლია.

გა­ლიფ ოზ­თურ­ქის ად­ვო­კატ­მა თენ­გიზ კა­ხი­ძემ სა­სა­მარ­თლოს ექპერ­ტი­ზის დას­კვნა წა­რუდ­გი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დგინ­დე­ბა, რომ გა­ლიფ ოზ­თურ­ქის სის­ხლის ნი­მუშ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი წა­რუდ­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით სა­სა­მარ­თლოს ად­ვო­კატ­მა.

“სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო მჯე­რა, რომ სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სი­სა და ტუ­რიზ­მის გარ­და არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, რო­გორც შან­ტა­ჟის მსხვერ­პლი”,- გა­ნუ­ცხა­და სა­სა­მარ­თლოს გა­ლიფ ოზ­თურ­ქმა.

ბიზ­ნეს­მენ გა­ლიფ ოზ­თურ­ქს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნის და შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­ლიფ ოზ­თურ­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით - 7,2159 გრ. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კო­კა­ი­ნი ამო­ი­ღეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯარიმაცაა და ჯარიმაც
0

ცოდოა ამდენს ერთად როგორ გადაიხდის,ნელნელა დააფარინეთ ,ბინა არ ჩადოს ბანკში უსახლკაროდ არ დარჩეს

ნწუ, ნწუ, ნწუ!..
0

500 ლარით?.. აუჰჰ!. დაუღუპიათ კაცი!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 500 ლარით დააჯარიმა. ბიზნესმენს გამოძიება მარიხუანას შეძენა-შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას ედავებოდა. ეს მისთვის წაყენებული ერთ-ერთი ბრალდებაა, ანუ ოზთურქის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე ცალკე დავაა.

თავად ბრალდებული სასამართლოს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, მან სასამართლოს განუცხადა, რომ შანტაჟის მსხვერპლია.

გალიფ ოზთურქის ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლოს ექპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოჩნდა, სწორედ აღნიშნული დოკუმენტი წარუდგინა მტკიცებულების სახით სასამართლოს ადვოკატმა.

“საქართველოს სასამართლო მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოში ბიზნესისა და ტურიზმის გარდა არაფერი გამიკეთებია. დაკავებული ვარ, როგორც შანტაჟის მსხვერპლი”,- განუცხადა სასამართლოს გალიფ ოზთურქმა.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.

იხილეთ ასევე: