კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრანსნაციონალური დანაშაული: რა სქემით მოხდა 2 000 000 დოლარის გათეთრება საქართველოში - პროკურატურის განცხადება
ტრანსნაციონალური დანაშაული: რა სქემით მოხდა  2 000 000 დოლარის გათეთრება საქართველოში - პროკურატურის განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 2 000 000 დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი გა­მოვ­ლინ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ერთი ფი­ზი­კუ­რი და სამი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მი­მართ არის და­წყე­ბუ­ლი.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ აშშ-ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­წარ­მოს მფლო­ბელ­მა და მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყოფ­მა პი­რებ­მა, ე.წ. მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სა­ხე­ლით, ჰონგ-კონ­გში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და­ამ­ყა­რეს და იგი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი სა­წარ­მო­ე­ბის აქ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნის გზით, მომ­გე­ბი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში და­არ­წმუ­ნეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან აშშ-ში, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მიზ­ნით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­წარ­მოს სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხულ 13 329 181.71 დო­ლარს, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფლნენ.

შემ­დგომ­ში, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბი და­ა­ნა­წევ­რეს და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­რი­ცხეს. მათ შო­რის, 1 906 263.7 დო­ლა­რი ფიქ­ტი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­კუთ­რე­ბა­სა და მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სამი სა­წარ­მოს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გად­მო­ი­რი­ცხა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 000 დო­ლა­რის გა­თეთ­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­წარ­მო­ე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გან­თავ­სე­ბულ, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წარ­მო­მავ­ლო­ბის თან­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს ყა­და­ღა და­ე­დო. და­ყა­და­ღე­ბუ­ლი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი თან­ხის ჩა­მორ­თმე­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს გა­ა­ტა­რებს.

ბრალ­დე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­ი­წყო, რა­საც თან გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა ახ­ლდა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა ასე­ვე უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს, რა­საც თან გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა ახ­ლდა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ლიკ­ვი­და­ცი­ას ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას და ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის, ასე­ვე ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
ლაშა
0

ეს კიარა ტესლა მედიას როდის გამოიძიებთ?

ავტორი:

ტრანსნაციონალური დანაშაული: რა სქემით მოხდა 2 000 000 დოლარის გათეთრება საქართველოში - პროკურატურის განცხადება

ტრანსნაციონალური დანაშაული: რა სქემით მოხდა  2 000 000 დოლარის გათეთრება საქართველოში - პროკურატურის განცხადება

საქართველოს გენერალური პროკურატურაში ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, 2 000 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა.

პროკურატურის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ არის დაწყებული.

"გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, ჰონგ-კონგში მოქმედი კომპანიის დირექტორთან კომუნიკაცია დაამყარეს და იგი საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს.

აღნიშნულის შედეგად, დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან აშშ-ში, მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 13 329 181.71 დოლარს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ.

შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, 1 906 263.7 დოლარი ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, ბრალდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.

აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 000 000 დოლარის გათეთრება მოახდინეს.

გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის მნიშვნელოვან ნაწილს ყადაღა დაედო. დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ბრალდებული ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.