მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ აგორდება ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა..." - რას წერს დავით ზურაბიშვილი ბოლო ხანს ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე
"არ აგორდება ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა..." - რას წერს დავით ზურაბიშვილი ბოლო ხანს ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე

პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ყო­ფი­ლი წევ­რიდა­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­შინ და­წყე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტესტს აფა­სებს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი წერს, რომ აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან აუ­დი­ტო­რი­ას რე­ა­ლუ­რად სხვა­დას­ხვა მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებთ... ანა­ლი­ტი­კო­სის აზ­რით, ამ დღის წეს­რი­გით დიდი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა არ აგორ­დე­ბა...

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი:

- რა­ხან არა­ვინ ამ­ბობს, ბა­რემ მე ვი­ტყვი ამ არა­პო­პუ­ლა­რულ აზრს.

ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ა­ზე მო­სუ­ლი ხალ­ხს აერ­თი­ა­ნებს პრო­და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია და ყვე­ლა მათ­გა­ნი ცხა­დია უკ­მა­ყო­ფი­ლოა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კით, რის გა­მოც ვერ მი­ვი­ღეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი.

მაგ­რამ ამ ზო­გა­დი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­და­ტა­ნა ერთ რა­ი­მე პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში არის პრინ­ცი­პუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი, რად­გან იქ მო­სულ ხალ­ხს ამოძ­რა­ვებს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი:

ვი­ღა­ცას უნდა ნა­ცე­ბის ეპო­ქის დაბ­რუ­ნე­ბა თა­ვი­სი ყვე­ლაფ­რით; ვი­ღა­ცას ნა­ცე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა უნდა მცი­რე ან არაც­თუ მცი­რე კო­რექ­ტი­რე­ბით;

ვი­ღა­ცას კო­ა­ლი­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა, სა­დაც ნა­ცე­ბი იქ­ნე­ბი­ან დო­მი­ნან­ტე­ბი;

ვი­ღა­ცას კო­ა­ლი­ცია უნდა ნა­ცე­ბის დო­მი­ნა­ცი­ის გა­რე­შე;

ვი­ღა­ცას კო­ა­ლი­ცია ნა­ცე­ბის გა­რე­შე უნდა;

ვი­ღა­ცას გა­ხა­რი­ას და ბი­ძი­ნას შე­რი­გე­ბა უნდა;

ვი­ღა­ცას კო­ბა­ხი­ძე და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ მოს­წონს, თო­რემ ვინ­მე კუ­ჭა­ვას მსგავსს თუ და­ა­ყე­ნებს მათ ნაც­ვლად ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა, იმა­ზეც თა­ნახ­მაა;

ვი­ღა­ცას კი ოღონდ ესე­ნი მო­შორ­დნენ და სულ არ აინ­ტე­რე­სებს მერე რა იქ­ნე­ბა.

მოკ­ლედ, ასეა თუ ისე, მო­ტი­ვა­ცია და მო­ლო­დი­ნე­ბი აქ­ცი­ებ­ზე შეკ­რე­ბი­ლი პრო­და­სავ­ლე­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და არა უბ­რა­ლოდ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ არ­სე­ბი­თად და ფუნ­და­მენ­ტუ­რად.

ამი­ტო­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი შე­ჯერ­დეს ზე­მო­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლის ბოლო პუნ­ქტზე, ანუ "ოღონდ კი ბი­ძი­ნა მო­შორ­დეს და ამას რა მოჰ­ყვე­ბა, მერე ვი­ფიქ­როთ" გან­წყო­ბა­ზე.

არ აგორ­დე­ბა ამ დღის წეს­რი­გით დიდი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა.

არა­და, სხვა დღის წეს­რი­გი არც არის, თუ არ ჩავ­თვლით რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნას, მაგ­რამ აქაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბაა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს და, გარ­და ამი­სა, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ჭრე­ლი ელექ­ტო­რა­ტი­დან რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სურ­ვი­ლი ბევ­რს შე­საძ­ლოა სუ­ლაც არ ჰქონ­დეს იმ პი­რო­ბებ­ში, როცა პო­ლა­რი­ზა­ცია ასე გამ­წვა­ვე­ბუ­ლია და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი კვლავ მიშა vs ბი­ძი­ნა ნიშ­ნით წა­რი­მარ­თე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერც რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა შეკ­რებს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მხარ­დამ­ჭერს და რაც მთა­ვა­რია, ამ მო­თხოვ­ნას ამე­რი­კა და ევ­რო­კავ­ში­რი ან და­უ­ჭერს მხარს, ან არა. უფრო სწო­რად, მე პი­რა­დად კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ და­უ­ჭერს, მაგ­რამ გე­კი­თხათ მა­ინც მათ­თვის, რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბი­ან არა მარ­ტო რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის იდე­ას, არა­მედ ზო­გა­დად "ჯერ ბი­ძი­ნა გა­ვუშ­ვათ და მერე ვი­ფიქ­როთ ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე" ტი­პის მიდ­გო­მას. იმა­ზე, თუ რა პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ად­გი­ლობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბის სინ­ქრო­ნი­ზი­რე­ბას და­სავ­ლე­თის მო­თხოვ­ნებ­თან, რათა იქი­და­ნაც გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­თა­ნა­დო ზე­წო­ლა, სი­ტყვას აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაო
0

და ცარიელი ევროპა რას მოუტანს ამ ხალხს ან ევროპა რას გაძლევს ვერ ხედავ ევროპის ტერიტორიაზე ოფიციალურად მუშაობის უფლებას არ გაძლევს გაიძულებს ევროპაში არალეგალურად მუშაობაზე თქვენ ევროპელებს კარგად არ იცნობთ საქართველოში ჯდომითაც ვერ გაიცნობთ პოლონეთში მაინც წადით სამუშაოდ ან იტალიაში

ალექს
1

ეს პოლიტიკური ნიანგები რომ ამუცურდებიან ხოლმე , ესა, ბობოხიძე, ხერხეულიძე , დუმბაძე, ბერძენიშვილები , შალიკო და უსუფა ტანდემი, გოცრუიძე , პავლიაშვილი , ბურჯანაძე, ბოკერია, მიშაცა , მაჭავარიანი აბა საკაშვილი სულ ახალია ცინცხალი პოლიტიკოსია , ვოლსკივით, ბარამიძე , ახლები ვინ გვყავს !? ეგერ ანდრონიკაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონი დადვა პარკეტზე გუშღამ, რატომ და ახალია და მიტომ !

ავტორი:

"არ აგორდება ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა..." - რას წერს დავით ზურაბიშვილი ბოლო ხანს ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე

"არ აგორდება ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა..." - რას წერს დავით ზურაბიშვილი ბოლო ხანს ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე

პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი, "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გუშინ დაწყებულ სამოქალაქო პროტესტს აფასებს. ზურაბიშვილი წერს, რომ აქციაზე შეკრებილ მრავალათასიან აუდიტორიას რეალურად სხვადასხვა მიზნები ამოძრავებთ... ანალიტიკოსის აზრით, ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა არ აგორდება...

დავით ზურაბიშვილი:

- რახან არავინ ამბობს, ბარემ მე ვიტყვი ამ არაპოპულარულ აზრს.

ევროპული მომავლის მხარდასაჭერ აქციაზე მოსული ხალხს აერთიანებს პროდასავლური ორიენტაცია და ყველა მათგანი ცხადია უკმაყოფილოა ხელისუფლების პოლიტიკით, რის გამოც ვერ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მაგრამ ამ ზოგადი უკმაყოფილების გადატანა ერთ რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში არის პრინციპულად შეუძლებელი, რადგან იქ მოსულ ხალხს ამოძრავებს სრულიად განსხვავებული მიზნები:

ვიღაცას უნდა ნაცების ეპოქის დაბრუნება თავისი ყველაფრით; ვიღაცას ნაცების დაბრუნება უნდა მცირე ან არაცთუ მცირე კორექტირებით;

ვიღაცას კოალიციური ხელისუფლება უნდა, სადაც ნაცები იქნებიან დომინანტები;

ვიღაცას კოალიცია უნდა ნაცების დომინაციის გარეშე;

ვიღაცას კოალიცია ნაცების გარეშე უნდა;

ვიღაცას გახარიას და ბიძინას შერიგება უნდა;

ვიღაცას კობახიძე და ღარიბაშვილი არ მოსწონს, თორემ ვინმე კუჭავას მსგავსს თუ დააყენებს მათ ნაცვლად ბატონი ბიძინა, იმაზეც თანახმაა;

ვიღაცას კი ოღონდ ესენი მოშორდნენ და სულ არ აინტერესებს მერე რა იქნება.

მოკლედ, ასეა თუ ისე, მოტივაცია და მოლოდინები აქციებზე შეკრებილი პროდასავლელი და ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანებისა არის განსხვავებული და არა უბრალოდ, განსხვავებული, არამედ არსებითად და ფუნდამენტურად.

ამიტომაც შეუძლებელია, რომ ეს განსხვავებული განწყობები და მოლოდინები შეჯერდეს ზემორე ჩამონათვალის ბოლო პუნქტზე, ანუ "ოღონდ კი ბიძინა მოშორდეს და ამას რა მოჰყვება, მერე ვიფიქროთ" განწყობაზე.

არ აგორდება ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა.

არადა, სხვა დღის წესრიგი არც არის, თუ არ ჩავთვლით რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, მაგრამ აქაც ხელისუფლების ნებაა საჭირო, რომელიც არ არსებობს და, გარდა ამისა, ზემოთ ჩამოთვლილი ჭრელი ელექტორატიდან რიგგარეშე არჩევნების სურვილი ბევრს შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს იმ პირობებში, როცა პოლარიზაცია ასე გამწვავებულია და საარჩევნო პროცესი კვლავ მიშა vs ბიძინა ნიშნით წარიმართება. აქედან გამომდინარე, ვერც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა შეკრებს საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერს და რაც მთავარია, ამ მოთხოვნას ამერიკა და ევროკავშირი ან დაუჭერს მხარს, ან არა. უფრო სწორად, მე პირადად კი დარწმუნებული ვარ, რომ არ დაუჭერს, მაგრამ გეკითხათ მაინც მათთვის, რამდენად ეთანხმებიან არა მარტო რიგგარეშე არჩევნების იდეას, არამედ ზოგადად "ჯერ ბიძინა გავუშვათ და მერე ვიფიქროთ ევროკომისიის რეკომენდაციებზე" ტიპის მიდგომას. იმაზე, თუ რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი აქტივობის სინქრონიზირებას დასავლეთის მოთხოვნებთან, რათა იქიდანაც განხორციელდეს სათანადო ზეწოლა, სიტყვას აღარ გავაგრძელებ.