მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და­ი­წყო. დღეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დას აბა­რე­ბენ. სულ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 22 სა­გა­მოც­დო ცენ­ტრია გახ­სნი­ლი. გა­მოც­და­ზე რე­გის­ტრა­ცია 08:00 სა­ათ­ზე ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყო.

08:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის #175-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გახ­სნილ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, სო­ფიო გორ­გო­ძე იმ­ყო­ფე­ბა, რო­მე­ლიც სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბას აკ­ვირ­დე­ბა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დის პირ­ველ სე­სი­ა­ზე ორმა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა და­აგ­ვი­ა­ნა.

რო­გორც სოფო გორ­გო­ძე გან­მარ­ტავს, სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად კი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 95% გა­მო­ცხად­და გა­მოც­და­ზე.

"რე­გის­ტრა­ცია ზუს­ტად 8:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო, ზუს­ტად 9:00 სა­ათ­ზე კი გა­მოც­და. ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი­დან გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ჯამ­ში სამი სა­ა­თი აქვთ, რომ ტესტზე მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლონ. ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კით, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 95% გა­მო­ცხად­და. რაც შე­ე­ხე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, დაგ­ვი­ა­ნე­ბის 2 შემ­თხვე­ვა გვაქვს. მინ­და მო­ვუ­წო­დო შუა დღის სე­სი­ის აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ არ და­იგ­ვი­ა­ნონ. დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­გა­მოც­დო პრო­ცესს ეთი­შე­ბით",- აღ­ნიშ­ნავს გორ­გო­ძე.

სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 22 ივ­ლისს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გა­მოც­დით დას­რულ­დე­ბა.

2022 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის და­წყე­ბის პირ­ველ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა თბი­ლი­სის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა.

"დღეს და­ი­წყო ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი მა­ღალ დო­ნე­ზეა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. წელს სი­ახ­ლე გახ­ლავთ ის, რომ ჩვენ გავ­ზარ­დეთ მე­სა­მე არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის სია და, შე­სა­ბა­მი­სად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, წარ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა.

მინ­და, ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბა ვუ­სურ­ვო!“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, წელს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის 41 000-ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­რე­გის­ტრირ­და. სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი­სათ­ვის 2 500-ზე მეტი სტუ­დენ­ტი. სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის 9 500-ზე მეტი მა­გის­ტრან­ტო­ბის მსურ­ვე­ლი და­რე­გის­ტრირ­და. მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად კი სულ 34 500-ზე მეტი მსურ­ვე­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

აბა ჰე ერთ პატიოსან ადამიანზე ერთი დიპლომი და ცარიელი თავი 😎😁

სანდრო
0

საგამოცდო ცენტერების რაოდენობა გასაზრდელია თბილისში განსაკუთრებით ცენტრალურ რაიონებში სადაც საერთოდ არ ტარდება რატომღაც გამოცდები და მთელი ქალაქი ვარკეთილში, გლდანსა და მუხიანშია გადანაწილებული.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.

08:00 საათზე, თბილისის #175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე იმყოფება, რომელიც საგამოცდო პროცესის მსვლელობას აკვირდება.

მისი ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე ორმა აბიტურიენტმა დააგვიანა.

როგორც სოფო გორგოძე განმარტავს, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკის თანახმად კი რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცხადდა გამოცდაზე.

"რეგისტრაცია ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო, ზუსტად 9:00 საათზე კი გამოცდა. ყველა საგამოცდო ცენტრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აბიტურიენტებს ჯამში სამი საათი აქვთ, რომ ტესტზე მუშაობა დაასრულონ. ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკით, რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 95% გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებას, სამწუხაროდ, დაგვიანების 2 შემთხვევა გვაქვს. მინდა მოვუწოდო შუა დღის სესიის აბიტურიენტებს, რომ არ დაიგვიანონ. დაგვიანების შემთხვევაში საგამოცდო პროცესს ეთიშებით",- აღნიშნავს გორგოძე.

საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.

"დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ქვეყნის მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. წელს სიახლე გახლავთ ის, რომ ჩვენ გავზარდეთ მესამე არჩევითი საგნების სია და, შესაბამისად, აბიტურიენტებს მეტი საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა.

მინდა, ყველა აბიტურიენტს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება ვუსურვო!“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 2 500-ზე მეტი სტუდენტი. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად კი სულ 34 500-ზე მეტი მსურველია რეგისტრირებული.