პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვინო უნდა იყოს მართალი, სიმშვიდეში დადუღებული'' - პროფესიონალი სამხედროს გზა მეღვინეობამდე და საოჯახო მარანი ზემო იმერეთში
"ღვინო უნდა იყოს მართალი, სიმშვიდეში დადუღებული'' - პროფესიონალი სამხედროს გზა მეღვინეობამდე და საოჯახო მარანი ზემო იმერეთში

უჩა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი 18 წე­ლია, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობს, ახ­ლაც მოქ­მე­დი სამ­ხედ­როა. მის­თვის ეს წლე­ბი დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ამ­ბობს, რომ ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ბევ­რი რამ ის­წავ­ლა. იყო სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო ბრი­გა­და­ში, აქე­დან სამი მი­სია ერა­ყის რეს­პუბ­ლი­კა­ში ჰქონ­და, 4 მი­სია - ავ­ღა­ნეთ­ში.

"იყო სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ვა, ვიმ­სა­ხუ­რე სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სარ­დლო­ბა­ში. ახლა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­ნათ­ლე­ბის სარ­დლო­ბა­ში ვარ, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ჩხე­რის სამ­თო ბა­ზა­ზე და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მაქვს მა­რა­ნი, სა­დაც ვა­წარ­მო­ებ იმე­რულ, კარგ ქვევ­რის ბი­ოღ­ვი­ნო­ებს. სა­ქარ­თვე­ლო არის ვა­ზის ქვე­ყა­ნა, ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის 8000-წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, ეს ტრა­დი­ცია მეც გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

აქ მო­სუ­ლი ტუ­რის­ტი გარ­და იმი­სა, რომ ჩემს ღვი­ნო­ებს აგე­მოვ­ნებს, სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც იძენს ღვი­ნის და ჩვე­ნი კუ­თხის შე­სა­ხებ,“ - გე­უბ­ნე­ბა უჩა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.

- მოკ­ლედ, 2018 წლი­დან მო­ვინ­დო­მე და შრო­მა ნელ-ნელა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და­ვი­წყე, რა­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ვე­ნა­ხი და მა­რა­ნი სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ხა­თა­ურ­ში მაქვს. ჩვე­ნი სო­ფე­ლი ზღვის დო­ნი­დან 750 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ვუვ­ლი კი­დეც ვე­ნახს, ვაზს და უნი­კა­ლურ ჯი­შებს (თეთ­რი და ვარ­დის­ფე­რი რკო), რომ­ლე­ბიც გა­და­შე­ნე­ბის პი­რას იყო და თან­და­თან ვა­შე­ნებ.

გარ­და ამი­სა, მაქვს ცო­ლი­კო­უ­რი, ძელ­შა­ვი, სა­ი­და­ნაც ვა­კე­თებ სე­პა­ჟებს, კუ­პა­ჟებს, ცქრი­ა­ლა ღვი­ნოს... ამ ეტა­პის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით ორ ტონა წვენს ვა­წარ­მო­ებ. 350 ბოთ­ლით და­ვი­წყე და უკვე 2500 ბოთ­ლამ­დე ვა­წარ­მო­ებ.

- რო­გორც ჩანს, თქვენს ოჯახს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და...

- კი, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას ბე­ბია-ბა­ბუა მის­დევ­და, მერე - მშობ­ლე­ბი. მუდ­მი­ვად გვქონ­და ვაზ­თან შე­ხე­ბა და სი­ახ­ლო­ვე. ამი­ტომ, ეს საქ­მე უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ და­ვი­წყე, არ გამ­ჭირ­ვე­ბია. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მოჰ­ყვა, - ეს იყო - შრო­მა, დიდი ყუ­რა­დღე­ბა, ხა­რისხზე ზრუნ­ვა. უკვე გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მაქვს და იმე­დიც, რომ მო­მა­ვალ­ში კი­დევ მეტს მი­ვაღ­წევ. გარ­და იმი­სა, რომ ვა­ყე­ნებ ქვევ­რის ღვი­ნოს, იმე­რუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით, ასე­ვე კას­რის ღვი­ნოს ევ­რო­პუ­ლი მე­თო­დით.

- ღვი­ნოს თქვე­ნი სა­ხე­ლი და­არ­ქვით. რა­ტომ?

- ეს ჩემი შრო­მა-წვა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თან, ჩავ­თვა­ლე, რომ პო­პუ­ლა­რო­ბას ასე მე­ტად მო­ი­პო­ვებ­და და და­ინ­ტე­რე­სე­ბა­საც გა­მო­იწ­ვევ­და. მერე შვი­ლე­ბიც რომ ნა­ხა­ვენ (სამი შვი­ლი მყავს), მამა წარ­მა­ტე­ბუ­ლია, სა­ხე­ლო­ბი­თი ღვი­ნო აქვს, შრო­მას მე­ტად მო­ინ­დო­მე­ბენ. შე­საძ­ლოა, ღვი­ნის ბოთ­ლებ­ზე მათი სა­ხე­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნდეს. ამ ეტაპ­ზე, რაც შე­უძ­ლი­ათ, მეხ­მა­რე­ბი­ან.

- რა უფრო ად­ვი­ლია, ვე­ნა­ხის მოვ­ლა, ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა თუ სამ­შობ­ლოს დაც­ვა?

- მარ­ტი­ვი არც ერთი არ არის, სა­მი­ვე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა, შრო­მა და თავ­და­დე­ბა უნდა ყვე­ლა­ფერს... მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დი, მის­თვის მემ­სა­ხუ­რა. მა­საც ბევ­რი რამ აქვს ჩემ­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი. ვა­მა­ყობ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ. ამას­თან, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, სა­ნამ­დეც შევ­ძლებ, ქვე­ყა­ნას თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში ვემ­სა­ხუ­რო!აქ მო­სულ სტუმ­რებს კი ჩემი ქვეყ­ნის ის­ტო­რია და ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­ვაც­ნო. შე­ვაყ­ვა­რო ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და შე­ვაგ­რძნო­ბი­ნო ის, რომ ისი­ნი მოხ­ვდნენ ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც პა­ტა­რა სა­მო­თხეა...

- მა­რან­ში ძვე­ლი ქვევ­რე­ბი გქო­ნი­ათ...

- კი, ქვევ­რე­ბი სა­უ­კუ­ნის და სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის არის, ძვე­ლი ჩაყ­რი­ლია. მა­რა­ნიც ძვე­ლი იყო, ასე რომ, მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქვევ­რე­ბი და მა­რა­ნიც გან­ვა­ახ­ლე. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რიგ­და და და­მა­ტე­ბით, ღვი­ნის სარ­და­ფიც ავა­შე­ნე. ღვი­ნო ჯერ მა­რან­ში გა­დის სა­წყის ეტაპს - საწ­ნა­ხელ­ში იწუ­რე­ბა, შემ­დეგ - ქვევრში და ვარ­გდე­ბა. მა­ნამ­დე, რა თქმა უნდა, ქვევ­რე­ბი სა­გან­გე­ბოდ ირე­ცხე­ბა, სუფ­თავ­დე­ბა, დე­ზინ­ფექ­ცია კეთ­დე­ბა... 6-7 თვემ­დე მა­რან­შია და შემ­დეგ სარ­დაფ­ში გა­და­დის, სა­დაც უჟან­გავ კას­რებ­ში თავ­სდე­ბა. ივ­ნი­სის ბო­ლო­დან კი ბოთ­ლებ­ში ის­ხმე­ბა. გა­დის ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას და ეტი­კე­ტირ­დე­ბა. სარ­და­ფი მი­წა­შია, ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ცუ­ლია, სა­დაც ღვი­ნო თავს კარ­გად ინა­ხავს. სარ­და­ფის თავ­ზე ტე­რა­საა აშე­ნე­ბუ­ლი, იქი­დან სა­ჩხე­რის იდე­ა­ლუ­რი ხედი ჩანს. სტუმ­რებს ტე­რა­სა­ზე ას­ვლა უყ­ვართ. ხში­რად ვმას­პინ­ძლობთ უცხო­ელ ტუ­რის­ტებს. ახ­ლაც გვსტუმ­რობ­დნენ ბრი­ტა­ნე­ლე­ბის და გერ­მა­ნე­ლე­ბის დიდი ჯგუ­ფე­ბი. ვა­ტა­რებთ დე­გუს­ტა­ცი­ას, მას­ტერკლა­სებს, ვუ­წყობთ სა­დილს... ჩემი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა და ჩვენ­თან სტუმ­რო­ბა უყ­ვართ. ვინც ნამ­ყო­ფია აქ, მოს­ვლის სურ­ვი­ლი ისევ უჩ­ნდე­ბა. ტუ­რისტს მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა დახ­ვდე, უნდა გა­აც­ნო თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი, - სად და­იკ­რი­ფა ესა თუ ის ყუ­რძე­ნი, რა­ტომ, რო­დის, რო­გორ და­იკ­რი­ფა და რა ამინ­დში. ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ა­წო­დო და თა­ვა­დაც წა­რუდ­გე...

- საქ­მე იცო­დით, მშრო­მე­ლი ხართ, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი და სურ­ვი­ლიც გქონ­დათ, მაგ­რამ მა­ინც რის­კი არ იყო ამ საქ­მის წა­მო­წყე­ბა?

- დღე-ღა­მე­ში ძა­ლი­ან ცოტა მძი­ნავს, ძი­რი­თა­დად სულ ვმუ­შა­ობ. ჩვენს საქ­მე­ში თი­თო­ე­ულ დე­ტალს თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მეღ­ვი­ნე­ო­ბა ისე­თი დარ­გია, სი­ზუს­ტით და წე­სე­ბის დაც­ვით უნდა იმოქ­მე­დო. ჩემი თი­თო­ე­უ­ლი ღვი­ნო შვი­ლი­ვით "მყავს“. ასე რომ, სამ რა­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი - მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას, მეღ­ვი­ნე­ო­ბას და ტუ­რიზმს.

ჩვე­ნი სო­ფე­ლი ესა­ზღვრე­ბა ცნო­ბილ სოფ­ლებს სა­ვა­ნეს და არ­გვეთს. ამ სოფ­ლებს და მხა­რეს ჩვე­ნი არა­ერ­თი სა­ა­მა­ყო პო­ე­ტის ბი­ოგ­რა­ფია უკავ­შირ­დე­ბა, - მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის, აკა­კი წე­რეთ­ლის. გვაქვს ასე­ვე მე-10 სა­უ­კუ­ნის ტა­ძა­რი.

- ღვი­ნოს სად ყი­დით?

- თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში. ახლა ამე­რი­კის ბა­ზარს ვე­ლო­დე­ბი. ექ­სპორ­ტი მქონ­და ჰონ­კონ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ცოტ-ცოტა რა­ო­დე­ნო­ბა ევ­რო­პა­ში. ასე­ვე ია­პო­ნი­ის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ღაც ნა­წილს წა­ი­ღე­ბენ. ხა­რისხზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ბი­ოღ­ვი­ნოს ბევ­რს ვერც და­ა­ყე­ნებ.

- ვე­ნახ­სა და მა­რან­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი, ან რა­ი­მე რი­ტუ­ა­ლი ხომ არ გაქვთ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი?

- რთვლის პე­რი­ოდ­ში, მა­რან­ში რომ ვმუ­შა­ობ, სა­გა­ლობ­ლებს ვრთავთ, სან­თელს ვან­თებთ და ყუ­რძენს ისე ვწუ­რავთ. მა­რა­ნი ხომ ოჯა­ხის სიწ­მინ­დეა. რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ნახს, სუ­ლი­ე­რია, რო­გორც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ფიქ­რი და სა­უ­ბა­რი ასე­ვეა ისიც. კი, თა­ვის ქმე­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გე­სა­უბ­რე­ბა. ნე­ბის­მი­ერ პრო­ცე­დუ­რას თა­ვად გკარ­ნა­ხობს - რაში უნდა შვე­ლა და დახ­მა­რე­ბა. დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ მთვა­რის ცვლი­ლე­ბას, - გას­ხვლა, დაკ­რე­ფა და­წურ­ვა ამის მი­ხედ­ვით ხდე­ბა. ღვი­ნო­ში არ ვე­რე­ვი. არც არა­ფერს ვა­მა­ტებ და არც ვაკ­ლებ. ბუ­ნებ­რი­ვად დგე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც არის, თა­ვი­სით ღვინ­დე­ბა.

- თავს რას უწო­დებთ - მეღ­ვი­ნეს თუ მე­ვე­ნა­ხეს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მაქვს ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია, ჩემს ღვი­ნოს ბევ­რი მო­წო­ნე­ბა და­უმ­სა­ხუ­რე­ბია, ჯერ­ჯე­რო­ბით დამ­წყე­ბი მეღ­ვი­ნე ვარ, არ ვარ სრულ­ყო­ფი­ლად შემ­დგა­რი ამ საქ­მე­ში. ამ ყვე­ლა­ფერს დრო და სტა­ჟი სჭირ­დე­ბა.

- მეღ­ვი­ნე­ო­ბა, თუნ­დაც დამ­წყე­ბი მეღ­ვი­ნის­გან რას ითხოვს?

- პირ­ველ რიგ­ში ღვი­ნო უნდა იყოს მარ­თა­ლი, სუფ­თად დამ­ზა­დე­ბუ­ლი, სიმ­შვი­დე­ში და­დუ­ღე­ბუ­ლი და და­ვარ­გე­ბუ­ლი. მარ­თალს რომ ვამ­ბობ, ამა­ში იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ მეღ­ვი­ნემ ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბი­სას არ უნდა მოგ­ვა­ტყუ­ოს. მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, ერთი ელე­მენ­ტა­რუ­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ა­ფუ­ჭებ, წყალ­ში ჩაყ­რი. სა­ერ­თოდ, ყუ­რძე­ნი, სა­დაც არ უნდა იყოს, ფა­ქიზ მო­პყრო­ბას ითხოვს და იმ­სა­ხუ­რებს. მას სწო­რად თუ არ მო­უ­ა­რე, კარგ ღვი­ნოს არ მოგ­ცემს. ცუდი ვა­ზის­გან კარგ ღვი­ნოს ვერ მი­ვი­ღებთ. ვაზს რო­გორც მო­ვუვ­ლით, და­ვა­ფა­სებთ, მო­ვუფრ­თხილ­დე­ბით, ისეთ ღვი­ნოს მოგ­ვცემს. ცუდი ვაზი გქონ­დეს და კარ­გი ღვი­ნო მი­ი­ღო, ასე არ გა­მო­ვა. მაგ­რამ თუ კარ­გი ვა­ზის­გან ღვი­ნოს გა­ვა­ფუ­ჭებთ, ეს უკვე ჩვე­ნი ბრა­ლი იქ­ნე­ბა და ჩვენ ვიქ­ნე­ბით დამ­ნა­შა­ვე. ისევ იმას ვი­ტყვი, რომ ხა­რის­ხის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ. მქონ­დეს 10.000 ბოთ­ლი და უხა­რის­ხო, რო­მელ­საც ვერ გავ­ყი­დი, რად­გან არა­ვის უნდა. ამას მირ­ჩევ­ნია, 300 ბოთ­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი... ჩემი ღვი­ნო სწო­რა­დაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, თა­ვი­სი ჯი­შუ­რი ტო­ნე­ბი აქვს და "მარ­თა­ლი“ ღვი­ნოა.

თედო
0

მაგარი კაცი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ღვინო უნდა იყოს მართალი, სიმშვიდეში დადუღებული'' - პროფესიონალი სამხედროს გზა მეღვინეობამდე და საოჯახო მარანი ზემო იმერეთში

"ღვინო უნდა იყოს მართალი, სიმშვიდეში დადუღებული'' - პროფესიონალი სამხედროს გზა მეღვინეობამდე და საოჯახო მარანი ზემო იმერეთში

უჩა მაჭარაშვილი 18 წელია, თავდაცვის ძალებში მსახურობს, ახლაც მოქმედი სამხედროა. მისთვის ეს წლები დიდი გამოცდილებაა. ამბობს, რომ ამ პერიოდის მანძილზე ბევრი რამ ისწავლა. იყო სხვადასხვა სამხედრო ბრიგადაში, აქედან სამი მისია ერაყის რესპუბლიკაში ჰქონდა, 4 მისია - ავღანეთში.

"იყო სხვადასხვა გამოწვევა, ვიმსახურე საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობაში. ახლა თავდაცვის სამინისტროს განათლების სარდლობაში ვარ, კონკრეტულად საჩხერის სამთო ბაზაზე და ამის პარალელურად მაქვს მარანი, სადაც ვაწარმოებ იმერულ, კარგ ქვევრის ბიოღვინოებს. საქართველო არის ვაზის ქვეყანა, ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია აქვს. ამიტომ, გადავწყვიტე, ეს ტრადიცია მეც გამეგრძელებინა.

აქ მოსული ტურისტი გარდა იმისა, რომ ჩემს ღვინოებს აგემოვნებს, საინტერესო ინფორმაციასაც იძენს ღვინის და ჩვენი კუთხის შესახებ,“ - გეუბნება უჩა მაჭარაშვილი.

- მოკლედ, 2018 წლიდან მოვინდომე და შრომა ნელ-ნელა ამ მიმართულებითაც დავიწყე, რამაც შედეგი გამოიღო. ვენახი და მარანი საჩხერის რაიონის სოფელ მახათაურში მაქვს. ჩვენი სოფელი ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს, სადაც ვუვლი კიდეც ვენახს, ვაზს და უნიკალურ ჯიშებს (თეთრი და ვარდისფერი რკო), რომლებიც გადაშენების პირას იყო და თანდათან ვაშენებ.

გარდა ამისა, მაქვს ცოლიკოური, ძელშავი, საიდანაც ვაკეთებ სეპაჟებს, კუპაჟებს, ცქრიალა ღვინოს... ამ ეტაპისთვის დაახლოებით ორ ტონა წვენს ვაწარმოებ. 350 ბოთლით დავიწყე და უკვე 2500 ბოთლამდე ვაწარმოებ.

- როგორც ჩანს, თქვენს ოჯახს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება ჰქონდა...

- კი, მევენახეობას ბებია-ბაბუა მისდევდა, მერე - მშობლები. მუდმივად გვქონდა ვაზთან შეხება და სიახლოვე. ამიტომ, ეს საქმე უკვე დამოუკიდებლად რომ დავიწყე, არ გამჭირვებია. თუმცა ამ ყველაფერს დიდი გამოწვევები მოჰყვა, - ეს იყო - შრომა, დიდი ყურადღება, ხარისხზე ზრუნვა. უკვე გარკვეული წარმატებები მაქვს და იმედიც, რომ მომავალში კიდევ მეტს მივაღწევ. გარდა იმისა, რომ ვაყენებ ქვევრის ღვინოს, იმერული, ტრადიციული მეთოდით, ასევე კასრის ღვინოს ევროპული მეთოდით.

- ღვინოს თქვენი სახელი დაარქვით. რატომ?

- ეს ჩემი შრომა-წვალებიდან გამომდინარე, თან, ჩავთვალე, რომ პოპულარობას ასე მეტად მოიპოვებდა და დაინტერესებასაც გამოიწვევდა. მერე შვილებიც რომ ნახავენ (სამი შვილი მყავს), მამა წარმატებულია, სახელობითი ღვინო აქვს, შრომას მეტად მოინდომებენ. შესაძლოა, ღვინის ბოთლებზე მათი სახელებიც აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე, რაც შეუძლიათ, მეხმარებიან.

- რა უფრო ადვილია, ვენახის მოვლა, ღვინის დაყენება თუ სამშობლოს დაცვა?

- მარტივი არც ერთი არ არის, სამივე საპასუხისმგებლო საქმეა, შრომა და თავდადება უნდა ყველაფერს... მიყვარს ჩემი ქვეყანა, შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ვცდილობდი, მისთვის მემსახურა. მასაც ბევრი რამ აქვს ჩემთვის გაკეთებული. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ამასთან, ვალდებული ვარ, სანამდეც შევძლებ, ქვეყანას თავდაცვის ძალებში ვემსახურო!აქ მოსულ სტუმრებს კი ჩემი ქვეყნის ისტორია და ტრადიციები გავაცნო. შევაყვარო ჩვენი კულტურა და შევაგრძნობინო ის, რომ ისინი მოხვდნენ ისეთ ადგილას, სადაც პატარა სამოთხეა...

- მარანში ძველი ქვევრები გქონიათ...

- კი, ქვევრები საუკუნის და საუკუნე-ნახევრის არის, ძველი ჩაყრილია. მარანიც ძველი იყო, ასე რომ, მიტოვებული ქვევრები და მარანიც განვაახლე. რა თქმა უნდა, ყველაფერი მოწესრიგდა და დამატებით, ღვინის სარდაფიც ავაშენე. ღვინო ჯერ მარანში გადის საწყის ეტაპს - საწნახელში იწურება, შემდეგ - ქვევრში და ვარგდება. მანამდე, რა თქმა უნდა, ქვევრები საგანგებოდ ირეცხება, სუფთავდება, დეზინფექცია კეთდება... 6-7 თვემდე მარანშია და შემდეგ სარდაფში გადადის, სადაც უჟანგავ კასრებში თავსდება. ივნისის ბოლოდან კი ბოთლებში ისხმება. გადის ასევე ლაბორატორიულ შემოწმებას და ეტიკეტირდება. სარდაფი მიწაშია, ტემპერატურა დაცულია, სადაც ღვინო თავს კარგად ინახავს. სარდაფის თავზე ტერასაა აშენებული, იქიდან საჩხერის იდეალური ხედი ჩანს. სტუმრებს ტერასაზე ასვლა უყვართ. ხშირად ვმასპინძლობთ უცხოელ ტურისტებს. ახლაც გვსტუმრობდნენ ბრიტანელების და გერმანელების დიდი ჯგუფები. ვატარებთ დეგუსტაციას, მასტერკლასებს, ვუწყობთ სადილს... ჩემი ღვინის დაგემოვნება და ჩვენთან სტუმრობა უყვართ. ვინც ნამყოფია აქ, მოსვლის სურვილი ისევ უჩნდება. ტურისტს მომზადებული უნდა დახვდე, უნდა გააცნო თითოეული დეტალი, - სად დაიკრიფა ესა თუ ის ყურძენი, რატომ, როდის, როგორ დაიკრიფა და რა ამინდში. ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდო და თავადაც წარუდგე...

- საქმე იცოდით, მშრომელი ხართ, საკუთარი თავის იმედი და სურვილიც გქონდათ, მაგრამ მაინც რისკი არ იყო ამ საქმის წამოწყება?

- დღე-ღამეში ძალიან ცოტა მძინავს, ძირითადად სულ ვმუშაობ. ჩვენს საქმეში თითოეულ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს. მეღვინეობა ისეთი დარგია, სიზუსტით და წესების დაცვით უნდა იმოქმედო. ჩემი თითოეული ღვინო შვილივით "მყავს“. ასე რომ, სამ რამეს ვემსახურები - მევენახეობას, მეღვინეობას და ტურიზმს.

ჩვენი სოფელი ესაზღვრება ცნობილ სოფლებს სავანეს და არგვეთს. ამ სოფლებს და მხარეს ჩვენი არაერთი საამაყო პოეტის ბიოგრაფია უკავშირდება, - მუხრან მაჭავარიანის, პაოლო იაშვილის, აკაკი წერეთლის. გვაქვს ასევე მე-10 საუკუნის ტაძარი.

- ღვინოს სად ყიდით?

- თბილისსა და ბათუმში. ახლა ამერიკის ბაზარს ველოდები. ექსპორტი მქონდა ჰონკონგის მიმართულებით და ცოტ-ცოტა რაოდენობა ევროპაში. ასევე იაპონიისთვის ვემზადებით, სავარაუდოდ, რაღაც ნაწილს წაიღებენ. ხარისხზე ვარ ორიენტირებული, ბიოღვინოს ბევრს ვერც დააყენებ.

- ვენახსა და მარანში განსაკუთრებული წესები, ან რაიმე რიტუალი ხომ არ გაქვთ დამკვიდრებული?

- რთვლის პერიოდში, მარანში რომ ვმუშაობ, საგალობლებს ვრთავთ, სანთელს ვანთებთ და ყურძენს ისე ვწურავთ. მარანი ხომ ოჯახის სიწმინდეა. რაც შეეხება ვენახს, სულიერია, როგორც ადამიანს შეუძლია ფიქრი და საუბარი ასევეა ისიც. კი, თავის ქმედებიდან გამომდინარე გესაუბრება. ნებისმიერ პროცედურას თავად გკარნახობს - რაში უნდა შველა და დახმარება. დიდ ყურადღებას ვაქცევ მთვარის ცვლილებას, - გასხვლა, დაკრეფა დაწურვა ამის მიხედვით ხდება. ღვინოში არ ვერევი. არც არაფერს ვამატებ და არც ვაკლებ. ბუნებრივად დგება ისეთი, როგორიც არის, თავისით ღვინდება.

- თავს რას უწოდებთ - მეღვინეს თუ მევენახეს?

- მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ხარისხიანი პროდუქცია, ჩემს ღვინოს ბევრი მოწონება დაუმსახურებია, ჯერჯერობით დამწყები მეღვინე ვარ, არ ვარ სრულყოფილად შემდგარი ამ საქმეში. ამ ყველაფერს დრო და სტაჟი სჭირდება.

- მეღვინეობა, თუნდაც დამწყები მეღვინისგან რას ითხოვს?

- პირველ რიგში ღვინო უნდა იყოს მართალი, სუფთად დამზადებული, სიმშვიდეში დადუღებული და დავარგებული. მართალს რომ ვამბობ, ამაში იმას ვგულისხმობ, რომ მეღვინემ ღვინის დამზადებისას არ უნდა მოგვატყუოს. მევენახეობას დიდი ყურადღება სჭირდება, ერთი ელემენტარული უყურადღებობა და ყველაფერს გააფუჭებ, წყალში ჩაყრი. საერთოდ, ყურძენი, სადაც არ უნდა იყოს, ფაქიზ მოპყრობას ითხოვს და იმსახურებს. მას სწორად თუ არ მოუარე, კარგ ღვინოს არ მოგცემს. ცუდი ვაზისგან კარგ ღვინოს ვერ მივიღებთ. ვაზს როგორც მოვუვლით, დავაფასებთ, მოვუფრთხილდებით, ისეთ ღვინოს მოგვცემს. ცუდი ვაზი გქონდეს და კარგი ღვინო მიიღო, ასე არ გამოვა. მაგრამ თუ კარგი ვაზისგან ღვინოს გავაფუჭებთ, ეს უკვე ჩვენი ბრალი იქნება და ჩვენ ვიქნებით დამნაშავე. ისევ იმას ვიტყვი, რომ ხარისხისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მქონდეს 10.000 ბოთლი და უხარისხო, რომელსაც ვერ გავყიდი, რადგან არავის უნდა. ამას მირჩევნია, 300 ბოთლი და ხარისხიანი... ჩემი ღვინო სწორადაა დამზადებული, თავისი ჯიშური ტონები აქვს და "მართალი“ ღვინოა.