პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილი, სადაც პუტინი "კრემლის სტრესს" გაურბის" - მდიდრული აგარაკი, საკუთარი ლუდსახარშით - პუტინთან დაკავშირებული 4-მილიონიანი "მეთევზის სახლის" ფოტოები
ადგილი, სადაც პუტინი "კრემლის სტრესს" გაურბის" - მდიდრული აგარაკი, საკუთარი ლუდსახარშით - პუტინთან დაკავშირებული 4-მილიონიანი "მეთევზის სახლის" ფოტოები

ექ­ვსი წლის წინ, რუ­სულ­მა ტე­ლე­არ­ხმა "დოჟდ­მა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუ­სე­თის კა­რე­ლი­ის რე­გი­ო­ნის ტყე­ებ­ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბა, რო­მელ­საც არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი "მე­თევ­ზის ქოხს“ უწო­დებ­დნენ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სა­კუთ­რე­ბა იყო.

თა­ვად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იქ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის კომ­პლექსს "პუ­ტი­ნის აგა­რა­კად" მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ და სხვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ფლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა პა­ტა­რა ბინა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, 1950-იანი წლე­ბის საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ორი მან­ქა­ნა, ტრა­ი­ლე­რი და პა­ტა­რა ავ­ტო­ფა­რე­ხი.

რო­გორც მა­შინ "დოჟ­დი" იტყო­ბი­ნე­ბო­და, სწო­რედ ამ აგა­რაკ­ზე ახერ­ხებს პუ­ტი­ნი "კრემ­ლის სტრე­სის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას."

"მე­თევ­ზის ქოხი"

პუ­ტი­ნის "მე­თევ­ზის ქოხი" ახალ ამ­ბებ­ში კვლავ ამო­ტივ­ტივ­და და ამის მი­ზე­ზი ორი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ი­დან ათა­სო­ბით ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლის გა­ჟონ­ვა გახ­და. ამ წე­რი­ლე­ბი­დან კი გა­ირ­კვა, რომ "მე­თევ­ზის ქო­ხის" გარ­და, აქ კი­დევ ერთი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბაა, ე.წ. ბა­ღის სახ­ლი, რო­მე­ლიც რე­ესტრში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია, რო­გორც "ბე­ღე­ლი".

"ბეღ­ლის" სა­ხუ­რა­ვი მთლი­ა­ნად მწვა­ნე ბა­ლა­ხი­თაა და­ფა­რუ­ლი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს იმი­ტომ გა­კეთ­და, რომ ამ შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი და­სავ­ლელ ჯა­შუ­შებს თვალ­ში არ მოხ­ვედ­რო­დათ.

გა­ჟო­ნი­ლი ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლე­ბით ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ პუ­ტი­ნის აგა­რა­კი IKEA-ს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ავე­ჯით არაა გა­წყო­ბი­ლი, რო­გორც აქამ­დე იყო ცნო­ბი­ლი.

ია­ტა­კის გეგ­მე­ბი და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის სქე­მე­ბი ცხად­ყოფს, რომ ექ­ვსო­თა­ხი­ა­ნი "ბა­ღის სახ­ლის" მშე­ნებ­ლო­ბა 2021 წელს და­ი­წყო და მისი ია­ტა­კი ნა­ხევ­რა­დძ­ვირ­ფა­სი ქვე­ბით - ლა­პის ლა­ზუ­ლი­თა და ლაბ­რა­დო­რი­ტი­თაა გა­წყო­ბი­ლი. პირ­ველ ქვას სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს, მე­ო­რე კი სტრე­სის და შფოთვის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

"ბა­ღის სახ­ლი", იგი­ვე "ბე­ღე­ლი".

ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის წე­რი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, პუ­ტი­ნის აგა­რა­კის პრო­ექ­ტზე ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის წამ­ყვა­ნი რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო, FullHouseDesign მუ­შა­ობ­და.

"ბე­ღე­ლი" თა­ნა­მედ­რო­ვე ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბაა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, გა­სარ­თო­ბი სივ­რცის ფუნ­ქცი­ა­საც ითავ­სებს. მას 200კვ. მეტრზე მეტი სივ­რცის ფარ­თი აქვს ღია სა­სა­დი­ლოს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი. სა­სა­დი­ლო დარ­ბაზს სამ­ზა­რე­უ­ლოს­გან შუ­შის კე­დე­ლი ჰყოფს. სამ­ზა­რე­უ­ლო აღ­ჭურ­ვი­ლია ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით. აქ­ვეა კერ­ძო, 345 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­სტრი­უ­ლი ლუ­დის სა­ხარ­ში, რო­მელ­საც დღე­ში 47 ლიტ­რი ლუ­დის დამ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლია.

მე­ო­რე სარ­თულ­ზე ჩაის ოთა­ხია, რო­მე­ლიც ლა­დო­გას ტბას გა­დაჰ­ყუ­რებს. "ბე­ღელს" ორი პა­ტა­რა სა­ცუ­რაო აუ­ზიც აქვს.

"ბა­ღის სახ­ლის" მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხი

სა­ერ­თო სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ერთ-ერთ დო­კუ­მენ­ტში, 187 მი­ლი­ონ რუბ­ლად (3.5 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე) არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. "როცა კომ­პლექ­სი ცა­რი­ე­ლია, მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მსა­ხუ­რო­ბენ მცვე­ლე­ბად, ხოლო როცა მა­ღა­ლი წრის სა­ზო­გა­დო­ე­ბა სტუმ­რობს, მა­შინ მათ დაც­ვის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ანაც­ვლე­ბენ",- ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

"ბა­ღის სახ­ლის" არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მო­ნა­ხა­ზი

Guardian-ი პუ­ტი­ნის ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბით კრემ­ლის სპი­კერს და­უ­კავ­შირ­და, მაგ­რამ მათ ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი უარ­ყვეს: ”რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თქვენს მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ ობი­ექ­ტებ­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან”, -ასე­თი იყო კრემ­ლის პა­სუ­ხი.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აფრიკა
0

მეთევზის ქოხი გქონია, გასულიყავი პენსიაში და ოქროს თევზიც გეძებნა. რა სიკვდილი გინდოდა უკრაინაში, რამდენი უდანაშაულო ანგელოზი ბავშვის ცოდვა აიკიდე შე ეშმაკის მოციქულო.

უცნობი
4

რამდენ სასახლესა და აგარაკს მიაწერენ, არადა დიდ პოლიტიკოსებს სახლები და აგარაკები არ აინტერესებთ. მათ მარტო მართვის აზარტი აქვთ.მე ასე ვფიქრობ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ადგილი, სადაც პუტინი "კრემლის სტრესს" გაურბის" - მდიდრული აგარაკი, საკუთარი ლუდსახარშით - პუტინთან დაკავშირებული 4-მილიონიანი "მეთევზის სახლის" ფოტოები

ადგილი, სადაც პუტინი "კრემლის სტრესს" გაურბის" - მდიდრული აგარაკი, საკუთარი ლუდსახარშით - პუტინთან დაკავშირებული 4-მილიონიანი "მეთევზის სახლის" ფოტოები

ექვსი წლის წინ, რუსულმა ტელეარხმა "დოჟდმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის კარელიის რეგიონის ტყეებში მდებარე შენობა, რომელსაც არქიტექტორები "მეთევზის ქოხს“ უწოდებდნენ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საკუთრება იყო.

თავად ადგილობრივები იქ არსებული შენობების კომპლექსს "პუტინის აგარაკად" მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა ძვირადღირებული ქონების ფლობის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტის სახელზე ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე აქტივია დარეგისტრირებული. მათ შორისაა პატარა ბინა სანკტ-პეტერბურგში, 1950-იანი წლების საბჭოთა პერიოდის ორი მანქანა, ტრაილერი და პატარა ავტოფარეხი.

როგორც მაშინ "დოჟდი" იტყობინებოდა, სწორედ ამ აგარაკზე ახერხებს პუტინი "კრემლის სტრესისგან თავის დაღწევას."

"მეთევზის ქოხი"

პუტინის "მეთევზის ქოხი" ახალ ამბებში კვლავ ამოტივტივდა და ამის მიზეზი ორი სამშენებლო კომპანიიდან ათასობით ელექტრონული წერილის გაჟონვა გახდა. ამ წერილებიდან კი გაირკვა, რომ "მეთევზის ქოხის" გარდა, აქ კიდევ ერთი ორსართულიანი შენობაა, ე.წ. ბაღის სახლი, რომელიც რეესტრში დარეგისტრირებულია, როგორც "ბეღელი".

"ბეღლის" სახურავი მთლიანად მწვანე ბალახითაა დაფარული. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ამ შენობის სახურავი დასავლელ ჯაშუშებს თვალში არ მოხვედროდათ.

გაჟონილი ელექტრონული წერილებით ასევე ირკვევა, რომ პუტინის აგარაკი IKEA-ს მოკრძალებული ავეჯით არაა გაწყობილი, როგორც აქამდე იყო ცნობილი.

იატაკის გეგმები და ინტერიერის დიზაინის სქემები ცხადყოფს, რომ ექვსოთახიანი "ბაღის სახლის" მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და მისი იატაკი ნახევრადძვირფასი ქვებით - ლაპის ლაზულითა და ლაბრადორიტითაა გაწყობილი. პირველ ქვას სამკურნალო თვისებები აქვს, მეორე კი სტრესის და შფოთვის შესამსუბუქებლად გამოიყენება.

"ბაღის სახლი", იგივე "ბეღელი".

ელექტრონული ფოსტის წერილების მიხედვით, პუტინის აგარაკის პროექტზე ინტერიერის დიზაინის წამყვანი რუსული სააგენტო, FullHouseDesign მუშაობდა.

"ბეღელი" თანამედროვე ორსართულიანი შენობაა, რომელიც, როგორც ჩანს, გასართობი სივრცის ფუნქციასაც ითავსებს. მას 200კვ. მეტრზე მეტი სივრცის ფართი აქვს ღია სასადილოსთვის გამოყოფილი. სასადილო დარბაზს სამზარეულოსგან შუშის კედელი ჰყოფს. სამზარეულო აღჭურვილია ძვირადღირებული ტექნიკით. აქვეა კერძო, 345 000 ევროს ღირებულების ავსტრიული ლუდის სახარში, რომელსაც დღეში 47 ლიტრი ლუდის დამზადება შეუძლია.

მეორე სართულზე ჩაის ოთახია, რომელიც ლადოგას ტბას გადაჰყურებს. "ბეღელს" ორი პატარა საცურაო აუზიც აქვს.

"ბაღის სახლის" მოსასვენებელი ოთახი

საერთო სამშენებლო სამუშაოები, ერთ-ერთ დოკუმენტში, 187 მილიონ რუბლად (3.5 მილიონ დოლარამდე) არის შეფასებული. "როცა კომპლექსი ცარიელია, მაშინ ადგილობრივები მსახურობენ მცველებად, ხოლო როცა მაღალი წრის საზოგადოება სტუმრობს, მაშინ მათ დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ანაცვლებენ",- ამბობს ადგილობრივი.

"ბაღის სახლის" არქიტექტურული მონახაზი

Guardian-ი პუტინის ქონებასთან დაკავშირებული კითხვებით კრემლის სპიკერს დაუკავშირდა, მაგრამ მათ ყველანაირი კავშირი უარყვეს: ”რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი არანაირად არ არის დაკავშირებული თქვენს მიერ დასახელებულ ობიექტებთან და ორგანიზაციებთან”, -ასეთი იყო კრემლის პასუხი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა