პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება" - ქართველი დიპლომატები განცხადებას ავრცელებენ
"მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება" - ქართველი დიპლომატები განცხადებას ავრცელებენ

"ევ­რო­კავ­ში­რის გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არის ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის გზა­ზე", - ამის შე­სა­ხებ და­ნი­ის სა­მე­ფო­სა და ის­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩმა, ექ­სპერ­ტმა, გიგი გი­გი­ა­ძემ ქარ­თვე­ლი კა­რი­ე­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • გი­გი­ა­ძემ დიპ­ლო­მა­ტე­ბის სა­ერ­თო მი­მარ­თვა გა­აჟ­ღე­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ე.წ. ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს­გან გან­ცალ­კე­ვე­ბა მოხ­და და სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ე­ყო ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის ლი­დერ­თა ჯგუფს, სა­დაც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენ­და.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ უნი­კა­ლურ და ის­ტო­რი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვდა და ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან უწყვეტ რე­ჟიმ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის ნაც­ვლად ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი რი­ტო­რი­კა კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა.

"სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ სრუ­ლი­ად გა­ი­ზი­ა­რა ევ­რო­კო­მი­ის რე­კო­მენ­და­ცია და ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ა­ნა­სა და მოლ­დო­ვას, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად გა­ნე­სა­ზღვრა კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი. ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­და ე.წ. ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს გან­ცალ­კე­ვე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ე­ყო ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის ლი­დერ­თა ჯგუფს, სა­დაც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენ­და და სა­უ­კე­თე­სო რე­ფორ­მა­ტო­რად მო­ი­აზ­რე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის უმ­თავ­რეს ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფი დაბ­რუ­ნე­ბა ევ­რო­პულ ოჯახ­ში და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში შე­უქ­ცე­ვა­დი ინ­ტეგ­რა­ცია.

უკი­დუ­რე­სად და­სა­ნა­ნია, რომ ამ უნი­კა­ლურ და ის­ტო­რი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვდა და ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან უწყვეტ რე­ჟიმ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის ნაც­ვლად ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი რი­ტო­რი­კა კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა”, - ნათ­ქვა­მია დიპ­ლო­მა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­ნე­იტ­რა­ლა ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია და არ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა დიპ­ლო­მა­ტებს უზ­რუნ­ველ­ყოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მიღ­წე­ვა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­ნე­იტ­რა­ლა ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია და არ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა დიპ­ლო­მა­ტებს უზ­რუნ­ველ­ყოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მიღ­წე­ვა. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ქარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­ას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა მი­ი­ღოს ყვე­ლა ზომა ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ყვე­ლა დიპ­ლო­მატს ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი შე­უძ­ლია შე­უ­ერ­თდეს ამ გან­ცხა­დე­ბას”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
1

პასუხად !!!!!! აბა ჰე ქოც დიპლომატები თუ გყავთ მაგას რა ჯობია!! ისემც თქვენ რა გითხარით თქვენ ქოცებო ძვირფასებო არც დიპლომატები გივარგათ და არც პოლიტიკოსები.. ვინც ყავდა ძლიერი ბატონ ბიძინას სუყველა მიფერთხ მოფერთხა და ალბათ თქვენ უნდა აეყვანეთ დიდ გამჭრიახობას გატყობთ დიპლომატიაში!!! შეთავაზეთ თქვენი თავი სანამ დროა ტორემ მერე ვის ეცლება თქვენტვის და ეგებ თქვენმა დიპლომატობამ გაჭრას.....

i
1

დიპლომატები? თუ ყოფილი/ნაც.სექტანტი დიპლომატები? თუ "ჭურნალისტები"? :))). ვიღაცა იტყვის ყოფილი დიპლომატი არ არსებობსო არსებობს დამერტწმუნეთ, ეხლა ფოტოზე მათ სახეებს ხედავთ. ხალხი რომლებიც მოძალათეთა დაბრუნების საქმეში არიან აქტიურად ჩართულები ყველაფერში ყოფილები არიან, ადამიანობაში, კაცობაში, მეგობრობაში, პატრიოტიზმში და საერთოდ ყველაფერში ყველაფერში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება" - ქართველი დიპლომატები განცხადებას ავრცელებენ

"მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება" - ქართველი დიპლომატები განცხადებას ავრცელებენ

"ევროკავშირის გუშინდელი გადაწყვეტილება ნამდვილად არის ძალიან ნეგატიური დინამიკა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე", - ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩმა, ექსპერტმა, გიგი გიგიაძემ ქართველი კარიერული დიპლომატების შეხვედრაზე განაცხადა.

  • გიგიაძემ დიპლომატების საერთო მიმართვა გააჟღერა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის გადაწყვეტილებით ე.წ. ასოცირებული ტრიოსგან განცალკევება მოხდა და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის ნაცვლად ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა.

"სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის საბჭომ სრულიად გაიზიარა ევროკომიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაიანასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია.

უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის ნაცვლად ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა”, - ნათქვამია დიპლომატების განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.

"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ყველა დიპლომატს ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი შეუძლია შეუერთდეს ამ განცხადებას”, - ნათქვამია განცხადებაში.