სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანდიდატის სტატუსს მიიღებთ მაშინვე, როცა დასახული პრიორიტეტები შესრულდება" - ევროპელი ლიდერების პირველი განცხადებები და შარლ მიშელის პოსტი ქართულ ენაზე
"კანდიდატის სტატუსს მიიღებთ მაშინვე, როცა დასახული პრიორიტეტები შესრულდება" - ევროპელი ლიდერების პირველი განცხადებები და შარლ მიშელის პოსტი ქართულ ენაზე

ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აღი­ა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს, რო­გორც კი და­სა­ხუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შეს­რულ­დე­ბა. საბ­ჭომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას.

• გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გაჟ­ღე­რე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა უნდა გა­ა­ტა­როს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად.

"ჩემი გზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გახ­ლავთ უზარ­მა­ზა­რი სურ­ვი­ლის ხაზ­გას­მა, რომ თქვენ იყოთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, ეს არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სტი­მუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის მი­მა­ვალ გზა­ზე. სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო პერ­სპექ­ტი­ვა, ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის.

პირ­ვე­ლად ხდე­ბა, რომ მიღ­წე­უ­ლია ეს ეტა­პი. თქვენ ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა გა­გაჩ­ნი­ათ. ძა­ლი­ან დიდი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რე­სი. ამ­ჟა­მად სა­ჭი­როა რამ­დე­ნი­მე რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბის ჩვე­ნე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და მოძ­რა­ო­ბა ამ რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე მიღ­წე­ვა­დია“, - გა­ნა­ცხა­და ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა.

• ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, შარლ მი­შე­ლი კი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­კავ­შირ­შია. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მი­შელ­მა "ტვი­ტერ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ გა­და­წყვი­ტა აღი­ა­როს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა და მზა­დაა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს, რო­გორც კი და­სა­ხუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შეს­რულ­დე­ბა. ვუ­ლო­ცავ ქარ­თველ ხალ­ხს. ეს ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში: სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­კავ­შირ­შია”, - წერს მი­შე­ლი "ტვი­ტერ­ზე."

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი გან­ცხა­დე­ბა ქარ­თულ ენა­ზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი

• "სა­ქარ­თვე­ლომ უზარ­მა­ზარ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია ევ­რო­პულ გზა­ზე, რო­გორც ეს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ დღეს და­ა­დას­ტუ­რა", – ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დის დომ­ბროვ­სკი­სი "ტვი­ტერ­ზე“ წერს.

"ჩვენ სრუ­ლად ვა­ღი­ა­რებთ და მხარს ვუ­ჭერთ მის ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს და მზად ვართ, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გის გზამ­კვლე­ვი ვი­ყოთ, რათა ქვე­ყა­ნა ევ­რო­პულ ოჯახ­თან და­ვა­ახ­ლო­ვოთ“,- წერს ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
2

ევროკავშირის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის დასახული პრიორიტეტების შესრულებაში ძირითადი პრობლემა იქნება დღევანდელი ხელისუფლებისა და რადიკალური ოპოზიციის ლიდერებთან ნორმალური, საქმიანი და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივი ურთიერთობის დალაგება.

დაბრალება გადაბრალებით არაფერი არ გამოვა.

გვეყოფა ამის ჭკუა?

დრო აჩვენებს!!!

ორივე მხარემ, პოზიციამ და ოპოზიციამ უნდა ისწავლოს ერთმანეთთან ნორმალური და ცივილური ურთიერთობა, ლაპარაკი, მსჯელობა, კამათი და სხვადასხვა მოსაზრებების დასაბუთება ქვეყნისათვის სწორი გადაწყვეტილებების მიღების რთულ გზაზე.

gurulo
3

თურქეთი 18 წელია კანდიდატი,ჩრდილო მაკედონია და ალბანეთი 7 თუ 8:)):))კანდიდატობა ბებიაშენს დაპირდი.

ავტორი:

"კანდიდატის სტატუსს მიიღებთ მაშინვე, როცა დასახული პრიორიტეტები შესრულდება" - ევროპელი ლიდერების პირველი განცხადებები და შარლ მიშელის პოსტი ქართულ ენაზე

"კანდიდატის სტატუსს მიიღებთ მაშინვე, როცა დასახული პრიორიტეტები შესრულდება" - ევროპელი ლიდერების პირველი განცხადებები და შარლ მიშელის პოსტი ქართულ ენაზე

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. საბჭომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას.

• გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ პირველი განცხადებები გააკეთეს ევროპელმა ლიდერებმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა უნდა გაატაროს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

"ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ეს არის ძალიან ძლიერი სტიმული ევროკავშირის მიმავალ გზაზე. საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

პირველად ხდება, რომ მიღწეულია ეს ეტაპი. თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაგაჩნიათ. ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი. ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია: პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

• ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კი ამბობს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. შესაბამისი განცხადება მიშელმა "ტვიტერში" გამოაქვეყნა.

"ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, - წერს მიშელი "ტვიტერზე."

აღსანიშნავია, რომ მისი განცხადება ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ვულოცავ ქართველ ხალხს.

ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. pic.twitter.com/MOEU6MyJmN
— Charles Michel (@CharlesMichel) June 23, 2022

• "საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე, როგორც ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა", – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი "ტვიტერზე“ წერს.

"ჩვენ სრულად ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ მის ევროპულ მისწრაფებებს და მზად ვართ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის გზამკვლევი ვიყოთ, რათა ქვეყანა ევროპულ ოჯახთან დავაახლოვოთ“,- წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.