ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაწერა.
“ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, - წერს მიშელი.
მიშელმა კარგად უნდა იცოდეს ოპოზიციის ვირეშმაკული ამბები. ისიც უნდა იცოდეს რა მუხრიჭია ოპოზიცია და როგორ აზარალებს საქართველოს. ისიც იცის როგორი გაბეჯითებულები დარბოდნენ და იხვეწებოდნენ არ მოეცათ საქართველოსთვის კანდიდატობა. ხოდა გაუსწორეს ოპოზიციას. ესენი არ ყოფილან პროფესიონალი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები. ხოდა მათ , ოპოზიციას აუსრულეს მზაკვრული ოცნება და აღარ მინდა , გურულების არ იყოს, "ტყუილი ტყუილი პაპუროსი" ასეა ჩვენი საქმე. ბლეფია ეს ყველაფერი. ჩვენ გვინდა დაწყნარება, არ ვარყიოთ ქვეყანა და მოვრჩეთ ამ ქვეყნის დანგრევაზე ფიქრს და ბოროტების ფრქვევას. ოპოზიცია ცოტა დაყენდეს.
დეტალურად გააცანით ხალხს, თქვენი დასახული პრიორიტეტები. არავითარი ევროკავშირი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. შემდეგ ვისაუბროთ ევროკავშირზე. ეს ხალხის მოთხოვნაა და არა, ქვეყნის გამყიდველების.