Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია... "აიჭრა" - ირაკლი კობახიძე კარლ ბილდტზე
"ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია... "აიჭრა" - ირაკლი კობახიძე კარლ ბილდტზე

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი კა­ცია, რო­მე­ლიც იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი ლო­ბის­ტი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე აკე­თა ფული", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე შვე­დე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, კარლ ბილ­დტის მიერ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე და­წე­რილ "ტვიტს“.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, როცა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი კაცი სა­მარ­ცხვი­ნო რა­ღა­ცებს წერს, პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს.

მი­სი­ვე თქმით, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი სა­ში­შია და კარლ ბილ­დტიც იყო საფრ­თხე ქვეყ­ნის­თვის.

"კარლ ბილ­დტი "აიჭ­რა“, იმი­ტომ რომ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ზუს­ტად მი­ზან­ში მო­არ­ტყა! ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი კაცი, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტუ­რად. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი კა­ცია, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი ლო­ბის­ტი იყო და ქვეყ­ნის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე აკე­თა ფული წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­დე­საც აქ სის­ხლი­ან რე­ჟიმს ამ­ყა­რებ­და და აუ­პა­ტი­უ­რებ­და ადა­მი­ა­ნებს, მა­შინ ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ კარლ ბილ­დტი ლო­ბი­რებ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სის­ხლი­ან რე­ჟიმს“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის რეპ­ლი­კა­ზე, რომ კარლ ბილ­დტი პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან ერ­თად "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რი იყო, რა­საც უვი­ზო მი­მოს­ვლა და ასო­ცი­რე­ბის შე­თან­მე­ბა მოჰ­ყვა, კო­ბა­ხი­ძემ კვლავ უპა­სუ­ხა, რომ კარლ ბილ­დტი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი იყო.

"კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი არის სა­ში­ში და კარლ ბილ­დტიც იყო საფრ­თხე ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ის პირ­და­პირ ლო­ბი­რებ­და "სის­ხლი­ან რე­ჟიმს“ ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ. კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი კაცი, როცა სა­მარ­ცხვი­ნო რა­ღა­ცებს წერს, მას პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს, რომ ის არის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კარლ ბილ­დტს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის დროს ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ლი­ო­ნე­ბი აქვს წა­ღე­ბუ­ლი.

პრე­მი­ე­რის აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას შვე­დე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, კარლ ბილ­დტი "ტვი­ტერ­ზე“ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ბილ­დტ­მა "ტვი­ტერ­ზე“ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­ზი­ა­რა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი ამ­ბობს, რომ "კარლ ბილ­დტის ცო­ლის კომ­პა­ნი­ას მი­ლი­ო­ნე­ბი აქვს წა­ღე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს ბი­უ­ჯე­ტი­დან, დღეს კი გა­მო­დის და გვმო­ძღვრავს“. კარლ ბილ­დტი აცხა­დებს, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "რელ­სე­ბი­დან გა­და­ვი­და".

"ეს ბიჭი - მე ვსა­უბ­რობ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე - რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას ჩემი ცო­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­ლი­ო­ნე­ბის ქურ­დო­ბა­ში აჩ­ვე­ნებს, რომ ის რელ­სე­ბი­დან გა­ვი­და. ის ტრა­გე­დი­აა ძა­ლი­ან კარ­გი ქვეყ­ნის­თვის”,- წერს ბილ­დტი.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეშშე
0

ირაკლი წინ დასცხე მაგ უნამუსოებს.გამოუქვეყნეთ ყველაფერი ენა ჩააგდებიეთ,რას უყურებთ,საქართველო თქვენთანაა

Ლელო
0

Ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის.

 

ავტორი:

"ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია... "აიჭრა" - ირაკლი კობახიძე კარლ ბილდტზე

"ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია... "აიჭრა" - ირაკლი კობახიძე კარლ ბილდტზე

"ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და წლების განმავლობაში ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე დაწერილ "ტვიტს“.

კობახიძის თქმით, როცა კორუმპირებული კაცი სამარცხვინო რაღაცებს წერს, პასუხი უნდა გაეცეს.

მისივე თქმით, კორუმპირებული ხალხი საშიშია და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ქვეყნისთვის.

"კარლ ბილდტი "აიჭრა“, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა! ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად. ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. "ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც აქ სისხლიან რეჟიმს ამყარებდა და აუპატიურებდა ადამიანებს, მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა "ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს“,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ კარლ ბილდტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ავტორი და ინიციატორი იყო, რასაც უვიზო მიმოსვლა და ასოცირების შეთანმება მოჰყვა, კობახიძემ კვლავ უპასუხა, რომ კარლ ბილდტი კორუმპირებული იყო.

"კორუმპირებული ხალხი არის საშიში და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ის პირდაპირ ლობირებდა "სისხლიან რეჟიმს“ ფულის სანაცვლოდ. კორუმპირებული კაცი, როცა სამარცხვინო რაღაცებს წერს, მას პასუხი უნდა გაეცეს, რომ ის არის კორუმპირებული“,- განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარლ ბილდტს "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული.

პრემიერის აღნიშნულ განცხადებას შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი "ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

ბილდტმა "ტვიტერზე“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გააზიარა, სადაც საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ "კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული "ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს“. კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "რელსებიდან გადავიდა".

"ეს ბიჭი - მე ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე - რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”,- წერს ბილდტი.