პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"თურმე "გლახა“ ადგილზე ვცხოვრობთ. თქვენ დალოცვილებო, 30 წელია ვიბრძვით... ახლა გაიგეთ საქართველო სად იმყოფება" - კალაძე ევრომისიის რეკომენდაციებზე

"თურმე "გლახა“ ადგილზე ვცხოვრობთ. თქვენ დალოცვილებო, 30 წელია ვიბრძვით... ახლა გაიგეთ საქართველო სად იმყოფება" - კალაძე ევრომისიის რეკომენდაციებზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, რას გულისხმობდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სიტყვა "დასჯაში“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს იმიტომ არ აძლევენ კანდიდატის სტატუსს, რომ სანქციებსა და ომში არ ჩაერთო.

კახა კალაძის შეფასებით, საქართველო იმსახურებდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, რადგან 3 ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული იყო ყველა ასპექტში.

"დასჯაში“ ვგულისხმობდი იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო. კითხვას გისვამთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს: ჩვენი ქვეყანა კანდიდატობის სტატუსს იმსახურებდა? საქართველოს მოქალაქე ხარ, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, რა რეფორმებიც გატარდა, ხომ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე, გიხარია და გაქვს სურვილი გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს? ახალგაზრდა ადამიანი ბრძანდებით და აზროვნების შესაძლებლობა გაქვთ, საქართველო იმსახურებდა თუ არა ამ სტატუსს? ზუსტად ამას გეუბნებით, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებდა და არ მისცეს. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ვიზალიბერალიზაცია, ევროპაში ქართული პასპორტით, უვიზოდ რომ გადაადგილდებით თავისუფლად, ეს "ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებასთან ერთად გააკეთა. ასევე, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება "ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ გააკეთა და კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სტატუსი მივიღოთ.

საქართველო იმსახურებდა მიეღო კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ 3 ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული იყო ყველა ასპექტში, ყველანაირი რეფორმებით. გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და უკრაინას ვაძლევთ იმიტომ, რომ უკრაინა ომში ჩაერთოო. ჩვენ ხომ ვიცით, არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო სანქციებში და ომში არ ჩაერთო, ამის გამო იყო გადაწყვეტილება მიღებული. მერე გვეუბნებიან,რომ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა არ გვაკმაყოფილებს, თურმე "გლახა“ ადგილზე ვცხოვრობთ. თქვენ დალოცვილებო, 30 წელია ვიბრძვით იმისკენ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ და რაღაც რეფორმები განვახორციელოთ, ახლა გაიგეთ საქართველო სად იმყოფება და სად არის მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა?!“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.