ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ პრობლემები შექმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ასევე მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მცენარეები.
ადგილობრივების თქმით, ქარიშხალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სოფელ ზნაკვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ მუნიციპალიტეტებში არასოდეს უნახავთ.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და ზუსტი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დილით ექნებათ.
იქნება დადგა დრო, რომ ერმაც და ბერმაც ღმერთს პატიება ვთხოვოთ, ჩვენი ცოდვებისათვის, რაც ძალიან ბევრი აღმოგვაცნდა ქართველებს მარტო ხილულად რასაც ვხედავთ და ამიტომაც არ დააყოვნა ზეციდან რისხვამ, როგორც ნინევიელებმა მოინანიეს და გადარჩნენ.