პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის და ვინ გამოიგონა ყავის აპარატი და შეგვიძლია თუ არა სრულყოფილი გემოს მიღება დღეს?
როდის და ვინ გამოიგონა ყავის აპარატი და შეგვიძლია თუ არა სრულყოფილი გემოს მიღება დღეს?

ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში ყა­ვის აპა­რა­ტე­ბი უკვე თა­ვად ფქვა­ვენ მარ­ცვალს და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად გემ­რი­ელ სას­მელს ამ­ზა­დე­ბენ მის­გან. ამას­თან, სრულ­ყო­ფი­ლი კონ­სის­ტენ­ცი­ის მი­საღ­წე­ვად მუდ­მი­ვად იხ­ვე­წე­ბა რძის ამომ­ყვა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აპა­რა­ტე­ბის მსგავ­სად სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია.

მი­უ­ხე­და­ვად დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა, სრულ­ყო­ფი­ლი გე­მოს მქო­ნე ყა­ვის მომ­ზა­დე­ბა მა­ინც გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. ყა­ვით სა­ხელ­გან­თქმულ ქა­ლა­ქებ­შიც კი ცო­ტაა ისე­თი ობი­ექ­ტე­ბი, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ერ­თნა­ი­რად სწო­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით მომ­ზა­დე­ბულ სას­მელს და­ვა­გე­მოვ­ნებთ. მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ახა­ლი აპა­რა­ტე­ბის შე­ძე­ნა ჰო­რე­კა სექ­ტორს ძვი­რი უჯ­დე­ბა, რის გა­მოც ყა­ვის მოძ­ვე­ლე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნე­ბენ, ხოლო ობი­ექ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ბა­რის­ტე­ბი ხში­რად იც­ვლე­ბი­ან და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ვერ ას­წრე­ბენ, რაც თით­ქმის მთე­ლი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­როს პრობ­ლე­მაა. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ყა­ვის ნედ­ლე­უ­ლის გაძ­ვი­რე­ბის გამო, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უხა­რის­ხო მარ­ცვა­ლი შე­მო­დის, რაც სასმლის გე­მო­ზე ყო­ველ­თვის აი­სა­ხე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ კი ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად მომ­ხმა­რე­ბე­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რი გე­მო­სა და და­ბა­ლი ხა­რის­ხის სას­მელს იღებს.

იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად მარ­ტივ და რა­ცი­ო­ნა­ლურ გა­მო­სა­ვალს ეძებს, სა­ბო­ლო­ოდ, ალ­ბათ ყა­ვის მომ­ზა­დე­ბის ხან­გრძლივ პრო­ცესს ჰო­რე­კა სექ­ტორ­ში ჩა­ა­ნაც­ვლებს უფრო სწრა­ფი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სექ­ტორს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბა­რის­ტის გა­რე­შე მი­ი­ღონ სა­სურ­ვე­ლი, სტა­ბი­ლუ­რი გე­მოს მქო­ნე ყა­ვის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის სას­მე­ლი.

რო­გორ შე­იქ­მნა ყა­ვის აპა­რა­ტი და რო­დი­დან და­ი­წყეს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა?

გა­დავ­წყვი­ტეთ, ყა­ვის აპა­რა­ტის შექ­მნის ის­ტო­რი­ი­დან ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი გი­ამ­ბოთ:

● 1818 წელს თურ­ქებ­მა ყა­ვის პერ­კო­ლა­ტო­რის პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში შექ­მნეს;

თა­ნა­მედ­რო­ვე ფილტრი­ა­ნი აპა­რა­ტის შექ­მნა კი უკავ­შირ­დე­ბა გერ­მა­ნელ ანტრეპ­რე­ნერ მე­ლი­ტა ბენცს, რო­მელ­მაც 1908 წელს პირ­ვე­ლად ქა­ღალ­დის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფილტრით ჩა­მო­წუ­რა სას­მე­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ქა­ნიზ­მის აპა­რა­ტე­ბის სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა მე-20 სა­უ­კუ­ნი­დან იღებს სა­თა­ვეს.

● 70-იან წლებ­ში ელექტრო აპა­რა­ტე­ბი სწრა­ფად გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი აშშ-შიც, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი პერ­კო­ლა­ტო­რე­ბი თით­ქმის სრუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლა ყა­ვის აპა­რა­ტებ­მა, რო­გორც სახ­ლებ­ში, ისე კო­მერ­ცი­ულ ობი­ექ­ტებ­ში.

● ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა ევ­რო­პა­ში ყა­ვის კაფ­სუ­ლის და შე­სა­ბა­მი­სად მისი აპა­რა­ტის შექ­მნის იდეა, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ელ ინ­ჟი­ნერ­სა და გა­მომ­გო­ნე­ბელს ერიკ ფავრს ეკუთ­ვნის. ამ აპა­რა­ტით და­ი­წყეს ესპრე­სოს მომ­ზა­დე­ბა და მან მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვი­საც სახ­ლში კარ­გი, არო­მა­ტუ­ლი ყა­ვის მირ­თმე­ვა უყ­ვარ­და.

თუ ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ და ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბას აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებთ თვალ­ყურს, მა­შინ გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მარ­ტი­ვე­ბა და დახ­ვე­წა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა სი­ახ­ლე­ე­ბი გვე­ლის მო­მა­ვალ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჰო­რე­კა სექ­ტორ­ში, სა­დაც ხა­რის­ხი­ა­ნი და გემ­რი­ე­ლი ყა­ვის და­ლე­ვა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და­ნად­გა­რე­ბის გამო სულ უფრო და უფრო იშ­ვი­ა­თი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

ყავა
0

ყველაზე კარგი აპარატი რომელია?

ავტორი:

როდის და ვინ გამოიგონა ყავის აპარატი და შეგვიძლია თუ არა სრულყოფილი გემოს მიღება დღეს?

როდის და ვინ გამოიგონა ყავის აპარატი და შეგვიძლია თუ არა სრულყოფილი გემოს მიღება დღეს?

ჩვენს თანამედროვეობაში ყავის აპარატები უკვე თავად ფქვავენ მარცვალს და რამდენიმე წუთში წარმოუდგენლად გემრიელ სასმელს ამზადებენ მისგან. ამასთან, სრულყოფილი კონსისტენციის მისაღწევად მუდმივად იხვეწება რძის ამომყვანები, რომლებიც აპარატების მსგავსად სხვადასხვაგვარია.

მიუხედავად დახვეწილი ტექნოლოგიებისა, სრულყოფილი გემოს მქონე ყავის მომზადება მაინც გამოწვევად რჩება. ყავით სახელგანთქმულ ქალაქებშიც კი ცოტაა ისეთი ობიექტები, სადაც ყოველდღიურად ერთნაირად სწორი ტექნოლოგიით მომზადებულ სასმელს დავაგემოვნებთ. მიზეზი კი ის არის, რომ ახალი აპარატების შეძენა ჰორეკა სექტორს ძვირი უჯდება, რის გამოც ყავის მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებენ, ხოლო ობიექტების უმეტესობაში ბარისტები ხშირად იცვლებიან და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას ვერ ასწრებენ, რაც თითქმის მთელი განვითარებული სამყაროს პრობლემაა. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყავის ნედლეულის გაძვირების გამო, ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით უხარისხო მარცვალი შემოდის, რაც სასმლის გემოზე ყოველთვის აისახება. საბოლოოდ კი ამ ყველაფრის შედეგად მომხმარებელი არასტაბილური გემოსა და დაბალი ხარისხის სასმელს იღებს.

იმის გამო, რომ ადამიანი მუდმივად მარტივ და რაციონალურ გამოსავალს ეძებს, საბოლოოდ, ალბათ ყავის მომზადების ხანგრძლივ პროცესს ჰორეკა სექტორში ჩაანაცვლებს უფრო სწრაფი, თანამედროვე ტექნიკა, რომელიც საშუალებას მისცემს სექტორს პროფესიონალი ბარისტის გარეშე მიიღონ სასურველი, სტაბილური გემოს მქონე ყავის სხვადასხვა სახეობის სასმელი.

როგორ შეიქმნა ყავის აპარატი და როდიდან დაიწყეს მისი გამოყენება?

გადავწყვიტეთ, ყავის აპარატის შექმნის ისტორიიდან ყველაზე საინტერესო ფაქტები გიამბოთ:

● 1818 წელს თურქებმა ყავის პერკოლატორის პირველი ნიმუში შექმნეს;

თანამედროვე ფილტრიანი აპარატის შექმნა კი უკავშირდება გერმანელ ანტრეპრენერ მელიტა ბენცს, რომელმაც 1908 წელს პირველად ქაღალდისგან დამზადებული ფილტრით ჩამოწურა სასმელი. თანამედროვე მექანიზმის აპარატების სერიული წარმოება მე-20 საუკუნიდან იღებს სათავეს.

● 70-იან წლებში ელექტრო აპარატები სწრაფად გახდა პოპულარული აშშ-შიც, სადაც არსებული პერკოლატორები თითქმის სრულად ჩაანაცვლა ყავის აპარატებმა, როგორც სახლებში, ისე კომერციულ ობიექტებში.

● ამავე პერიოდში გაჩნდა ევროპაში ყავის კაფსულის და შესაბამისად მისი აპარატის შექმნის იდეა, რომელიც შვეიცარიელ ინჟინერსა და გამომგონებელს ერიკ ფავრს ეკუთვნის. ამ აპარატით დაიწყეს ესპრესოს მომზადება და მან მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა იმ ადამიანებში, ვისაც სახლში კარგი, არომატული ყავის მირთმევა უყვარდა.

თუ ყავის მოყვარული ხართ და ინდუსტრიის განვითარებას აქტიურად ადევნებთ თვალყურს, მაშინ გეცოდინებათ, რომ ტექნოლოგიის გამარტივება და დახვეწა დღესაც აქტუალურია. საინტერესოა, რა სიახლეები გველის მომავალში, განსაკუთრებით კი ჰორეკა სექტორში, სადაც ხარისხიანი და გემრიელი ყავის დალევა მოძველებული დანადგარების გამო სულ უფრო და უფრო იშვიათი სიამოვნებაა.