პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სათავეში იქნებით თქვენ, ხალხი" - იქმნება ახალი სახალხო მოძრაობა, რომელსაც 24 ივნისს წადარგენენ
"სათავეში იქნებით თქვენ, ხალხი" - იქმნება ახალი სახალხო მოძრაობა, რომელსაც 24 ივნისს წადარგენენ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ახა­ლი სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბის შექ­მნა და­ა­ნონსდა.

რო­გორც მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას“ აქ­ტი­ვის­ტმა, შოთა დიღ­მე­ლაშ­ვილ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აღ­ნიშ­ნა, ახა­ლი სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა "სამ­შობ­ლოს შინ ევ­რო­პა­ში და­აბ­რუ­ნებს“.

"აქ შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რა, რომ მტრის წი­ნა­აღ­მდეგ ძალა ერ­თო­ბა­შია. ვერ­თი­ან­დე­ბით ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის იდე­ით და ვი­წყებთ ახალ სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბას, რო­მე­ლიც და­აბ­რუ­ნებს ჩვენს სამ­შობ­ლოს შინ ევ­რო­პა­ში. თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, ვინც არ უნდა იყოს ის, ხე­ლო­ვა­ნი, მეც­ნი­ე­რი, ჯა­რის­კა­ცი, პე­და­გო­გი, პო­ლი­ცი­ე­ლი, ინ­ჟი­ნე­რი, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, ყვე­ლა ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ო­ბა­თა მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის გა­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პლი, გა­ვერ­თი­ან­დით ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნით - სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში!“, - აღ­ნიშ­ნავს შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი.

ამას­თან, მისი თქმით, ახა­ლი მოძ­რა­ო­ბის წარ­დგე­ნა 24 ივ­ნისს, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი მოძ­რა­ო­ბის სა­თა­ვე­ში ხალ­ხი იქ­ნე­ბა.

"2022 წლის 24 ივ­ნისს ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გვამ­ცნობს და ჩვენ ისევ აქ შე­ვიკ­რი­ბე­ბით. ეს შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ევ­რო­პუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­კენ მივ­მარ­თოთ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, არა­მედ იმის­თვის, რომ ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­კენ მივ­მარ­თოთ ჩვე­ნი რის­ხვა. ამი­ტომ, 24 ივ­ნისს თქვენს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა ახა­ლი მოძ­რა­ო­ბა, რომ­ლის სა­თა­ვე­ში იქ­ნე­ბით თქვენ, ხალ­ხი. ჩვე­ნი მო­წო­დე­ბაა, შევ­ქმნათ სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო თა­ნა­ბა­რი, ერ­თხმი­ა­ნი პა­რი­ტე­ტით, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით, რო­მე­ლიც ყვე­ლას გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს, სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბებ­სა და ჯგუ­ფებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ჟურ­ნა­ლის­ტთა და მე­დია გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, სტუ­დენ­ტურ, კულ­ტუ­რულ და პრო­ფე­სი­ულ კავ­ში­რებს. მას­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა ჯგუ­ფის კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე ახა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა წა­მო­ა­ყე­ნებს მო­თხოვ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს მა­სობ­რივ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას, ფეხ­ზე დად­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი და ქა­ლა­ქი, რათა არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ტალ­ღამ წა­ლე­კოს ყვე­ლა, ვინც შინ ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გა­დაგ­ვე­ღო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დიღ­მე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
0

აშკარად, კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული აქცია იყო, მაგრამ რა ვქნათ თუ ის მუხტი, ეროვნული სულისკვეთეა, იდეა არა და ვერ მოდიოდა. ამ ქადაგიძემ, ე.წ. "ჩვენმა"ევროპარლამენტარებმა და ბევრმა მათნაირმა, ხომ მთლად ცივი წყალი გადაგვასხეს. არ არის მიძინებული, არც მიყუჩებული, ერთი პატარა "ფხიკი" უნდა და ნახავს ყველა სად არის ნამდვილი საქართველო.

ნია
0

ე.ი. სირცხვილიას უცვლიან სახელს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სათავეში იქნებით თქვენ, ხალხი" - იქმნება ახალი სახალხო მოძრაობა, რომელსაც 24 ივნისს წადარგენენ

"სათავეში იქნებით თქვენ, ხალხი" - იქმნება ახალი სახალხო მოძრაობა, რომელსაც 24 ივნისს წადარგენენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსდა.

როგორც მოძრაობა "სირცხვილიას“ აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ახალი სახალხო მოძრაობა "სამშობლოს შინ ევროპაში დააბრუნებს“.

"აქ შეკრებილი მოქალაქეები ვაცნობიერებთ, რა, რომ მტრის წინააღმდეგ ძალა ერთობაშია. ვერთიანდებით ევროპული მომავლის იდეით და ვიწყებთ ახალ სახალხო მოძრაობას, რომელიც დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინ ევროპაში. თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, ხელოვანი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი, საჯარო მოხელე, ყველა ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა მიერ დამოუკიდებლობისთვის გაღებული მსხვერპლი, გავერთიანდით ეროვნული მიზნით - საქართველო ევროკავშირში!“, - აღნიშნავს შოთა დიღმელაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, ახალი მოძრაობის წარდგენა 24 ივნისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, ახალი მოძრაობის სათავეში ხალხი იქნება.

"2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა. ამიტომ, 24 ივნისს თქვენს წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იქნებით თქვენ, ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც ყველას გაგვაერთიანებს, სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე ახალი სამოქალაქო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობა“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.