დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარასკევს, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჯონსონი კიევში ჩავიდა. სახელმწიფოს მეთაურმა Telegram-ზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა.
"ამ ომის მრავალმა დღემ დაამტკიცა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე და გადამწყვეტია. მოხარული ვარ, რომ ბორის ჯონსონი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, კვლავ კიევში ვიხილე", - წერს ზელენსკიმ.
მან შეხვედრიდან ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ქუდი მაინც დაიხურე ბორკა თუ თმის დავარცხნა არ გინდა. უკრაინელებს ძალიან კოლორიტული ფაფახები აქვთ, დაგხატავს)))
კიევამდე საპარიკმახეროში რო შეევლო, არა??))