საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალადობის დიდოსტატია თსუ-ს რექტორი... როცა ის აკადემიურ დანაშაულში ვამხილე გადაწყვიტა, შური ეძია" - რას წერს კაჭკაჭიშვილი შარვაშიძესა და თსუ-ს მოვლენებზე?
"ძალადობის დიდოსტატია თსუ-ს რექტორი... როცა ის აკადემიურ დანაშაულში ვამხილე გადაწყვიტა, შური ეძია" - რას წერს კაჭკაჭიშვილი შარვაშიძესა და თსუ-ს მოვლენებზე?

სო­ცი­ო­ლო­გი იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი თსუ-ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. ის მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძეს და რამ­დე­ნი­მე წლის წინ მომ­ხდარ ფაქტს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც რექ­ტო­რი პლა­გი­ატ­ში ამ­ხი­ლეს:

"ძა­ლა­დო­ბა ცუდი ყო­ფი­ლა თურ­მე. და პა­ტივ­ცე­მუ­ლე­ბო, ძა­ლა­დო­ბა თქვენ მარ­ტო ფი­ზი­კუ­რი ცემა-ტყე­პა გგო­ნი­ათ? რა­ფი­ნი­რე­ბულ, "და­ვარ­ცხნილ“, კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი მე­თო­დე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე რას იტყვით? კარ­გია? მო­სუ­ლა? თსუ რექ­ტო­რი სწო­რედ ასე­თი რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის დი­დოს­ტა­ტია. ვი­საც და­გა­ვი­წყდათ, გა­გახ­სე­ნებთ!

2019 წელს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა რექ­ტო­რი პლა­გი­ატ­ში ამ­ხი­ლეს. ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტით და­ა­დას­ტუ­რა იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, სა­დაც შარ­ვა­ში­ძემ 2005 წელს დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა - ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტში შა­ვით თეთრზე წე­რია, რომ დი­სერ­ტა­ცი­ის 34% (!) მძი­მის გა­მო­ტო­ვე­ბის გა­რე­შე გა­და­წე­რი­ლია კვლე­ვის ან­გა­რი­ში­დან, რომ­ლის და­წე­რა­ში შარ­ვა­ში­ძეს არა­ვი­თა­რი წვლი­ლი არ მი­უ­ძღვის (ეს თა­ვა­დაც აღი­ა­რა).

მე, რო­გორც ამ კვლე­ვის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, სა­ჯა­როდ გა­ვაპ­რო­ტეს­ტე ეს აშ­კა­რა აკა­დე­მი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლი. რო­გორ მო­იქ­ცა რექ­ტო­რი? იმის ნაც­ვლად, რომ შეც­დო­მა ეღი­ა­რე­ბი­ნა, აკა­დე­მი­ურ სივ­რცეს გაც­ლო­და და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ღვი­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის უფრო მე­ტად მი­ე­ხე­და, რექ­ტორ­მა: - მი­სი­ვე ბრძა­ნე­ბით შექ­მნა კო­მი­სია, რო­მელ­საც და­ა­წე­რი­ნა ტყუ­ი­ლი, რომ შარ­ვა­ში­ძის დი­სერ­ტა­ცია პლა­გი­ატს არ შე­ი­ცავს;- გა­და­წყვი­ტა, რომ შური ეძია ჩემ­ზე და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­ვეგ­დე.

ამი­სათ­ვის ბევ­რი ეძე­ბა და რის ვაი-ვაგ­ლა­ხით გა­მო­ძებ­ნა მისი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­თან სა­თო­ფე­ზე არ­გა­კა­რე­ბუ­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ფა­ნი ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­საც და­ა­წე­რი­ნა სა­ჩი­ვა­რი, რომ ჩემი სა­დოქ­ტო­რი დი­სერ­ტა­ცია არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რია და ჩა­ვი­დი­ნე ავ­ტოპ­ლა­გი­ა­ტი, რო­დე­საც ჩე­მი­ვე დი­სერ­ტა­ცია წიგ­ნად გა­მო­ვე­ცი;

- სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნა ეთი­კის კო­მი­სია, რო­მე­ლიც ჩემს დი­სერ­ტა­ცი­ას 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და და წვა­ლობ­და. კო­მი­სია ბო­ლომ­დე უსინ­დი­სო არ აღ­მოჩ­ნდა და დიდი ზე­წო­ლის ქვეშ ორ სკამ­ზე ჯდო­მა არ­ჩია - და­წე­რა კონ­ფორ­მის­ტუ­ლი დას­კვნა, აბ­სურ­დუ­ლი ში­ნა­არ­სით, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით ის წე­რია, რომ მე არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, მაგ­რამ მა­ინც დამ­ნა­შა­ვე ვარ და „მი­ფიქ­სირ­დე­ბა აკა­დე­მი­უ­რი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა“.

- მო­ინ­დო­მა ამ დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს­თვის ჩემი თსუ-დან გაშ­ვე­ბა და­ე­ძა­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ამა­ში ხელი შე­უ­შა­ლა უპ­რე­ცე­დენ­ტო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ - ჩემს და­სა­ცა­ვად პე­ტი­ცი­ას ათას­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა (მათ შო­რის, თსუ წამ­ყვან­მა პრო­ფე­სო­რებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბილ­მა პი­რებ­მა) მო­ა­წე­რა ხელი. სტუ­დენ­ტებ­მა და­წე­რეს მხარ­დამ­ჭე­რი წე­რი­ლე­ბი და ა.შ. რექ­ტო­რი შე­შინ­და და გა­ჩერ­და.

- ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ჩარ­თო მე­დია - ტე­ლე­ი­მე­დი, ვებ­გა­მო­ცე­მა edu.aris.ge და სხვ. და გა­უ­გო­ნა­რი ტყუ­ი­ლე­ბი ალა­პა­რა­კა და ილა­პა­რა­კა;- ამიკ­რძა­ლა ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მელ­საც მი­სი­ვე ოფი­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბით, წლე­ბის მან­ძილ­ზე ვე­წე­ო­დი (ამას­თან, თსუ კან­ცე­ლა­რი­ი­დან გა­აქ­რო მი­სი­ვე ხელ­მო­წე­რი­ლი თან­ხმო­ბა).

პა­რა­ლე­ლუ­რად, თსუ რექ­ტორ­მა მო­ინ­დო­მა შე­ლა­ხუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის კომ­პენ­სი­რე­ბა:

ა) თსუ-ს გა­და­ა­ღე­ბი­ნა 1 სა­ა­თი­ა­ნი (!) ფილ­მი/პა­ნე­გი­რი­კი მას­ზე, სა­დაც ის გა­მოყ­ვა­ნი­ლია გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთ აქ­ტი­ურ და რეპ­რე­სი­რე­ბულ წევ­რად;

ბ) მისი მი­თი­თე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ და მის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს მე­ო­რე ვა­დით აარ­ჩე­ვი­ნა თავი; გ) მი­სი­ვე ბრძა­ნე­ბით შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ ის ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფეს­ო­რად აირ­ჩია გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე (პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლო­ვა­ნი აკა­დე­მი­უ­რი/სა­მეც­ნი­ე­რო ფო­ნის მი­უ­ხე­და­ვად) და ა.შ.ჰოდა, ახლა გე­კი­თხე­ბით ყვე­ლას - ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტე­ბი ძა­ლა­დო­ბა არ არის? ვიცი, რი­ტო­რი­კუ­ლი შე­კი­თხვაა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ თურ­მე ასეთ შე­კი­თხვებ­საც სჭირ­დე­ბა დას­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

ეგ თსუ-ს შენობა მხოლოდ კულტურ.მემკვიდრეობის ძეგლად თუ ივარგებს,თორემ ყოველგვარ ლექტორებსა თუ რექტორებს უკვე დიდი ხანია ხავსი აქვთ მოდებული,თან ყოველი პირველი თუ არა და მეორე პოლიტიკოსი ვითომ ე.წ.ლექციებსაც რომ კითხულობს,ესაა საფიქრალი და სასაცილოც..🤦‍♀️😃გადავხედოთ გარემოს,ერთი და იგივე სახეები და თანაც თსუ-ს კურსდამთავრებულების გარდა ყველას უცხოეთში აქვს მიღებული განათლება,მაგრამ არაა ჩვენი საშველი და აღარც იქნება მომავალში მგონი...🤔🤷‍♀️

ნატალი
0

საერთოდ არ ვიცი ეს შერვაშიძე და ვერაფერს დავწერ მასზე, მაგრამ დისერტაციებს რომ წერთ და ლექციებს კითხულობთ, საკუთარ ენაში " მის " და " თავის" ნაცვალსახელების ხმარება არ იცით სწორად, რა ლექტორები ხართ თქვენ? 😏 გგონიათ, მარტო ფილოლოგი უნდა მეტყველებდეს გა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ძალადობის დიდოსტატია თსუ-ს რექტორი... როცა ის აკადემიურ დანაშაულში ვამხილე გადაწყვიტა, შური ეძია" - რას წერს კაჭკაჭიშვილი შარვაშიძესა და თსუ-ს მოვლენებზე?

"ძალადობის დიდოსტატია თსუ-ს რექტორი... როცა ის აკადემიურ დანაშაულში ვამხილე გადაწყვიტა, შური ეძია" - რას წერს კაჭკაჭიშვილი შარვაშიძესა და თსუ-ს მოვლენებზე?

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის მწვავედ აკრიტიკებს უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შერვაშიძეს და რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, როდესაც რექტორი პლაგიატში ამხილეს:

"ძალადობა ცუდი ყოფილა თურმე. და პატივცემულებო, ძალადობა თქვენ მარტო ფიზიკური ცემა-ტყეპა გგონიათ? რაფინირებულ, "დავარცხნილ“, კაგებეშნიკური მეთოდებით განხორციელებულ ძალადობაზე რას იტყვით? კარგია? მოსულა? თსუ რექტორი სწორედ ასეთი რაფინირებული ძალადობის დიდოსტატია. ვისაც დაგავიწყდათ, გაგახსენებთ!

2019 წელს საგამოძიებო ჟურნალისტებმა რექტორი პლაგიატში ამხილეს. ეს ოფიციალური დოკუმენტით დაადასტურა იმ უნივერსიტეტმა, სადაც შარვაშიძემ 2005 წელს დისერტაცია დაიცვა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ დისერტაციის 34% (!) მძიმის გამოტოვების გარეშე გადაწერილია კვლევის ანგარიშიდან, რომლის დაწერაში შარვაშიძეს არავითარი წვლილი არ მიუძღვის (ეს თავადაც აღიარა).

მე, როგორც ამ კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, საჯაროდ გავაპროტესტე ეს აშკარა აკადემიური დანაშაული. როგორ მოიქცა რექტორი? იმის ნაცვლად, რომ შეცდომა ეღიარებინა, აკადემიურ სივრცეს გაცლოდა და, როგორც ამბობენ, ღვინის წარმატებული ბიზნესისთვის უფრო მეტად მიეხედა, რექტორმა: - მისივე ბრძანებით შექმნა კომისია, რომელსაც დააწერინა ტყუილი, რომ შარვაშიძის დისერტაცია პლაგიატს არ შეიცავს;- გადაწყვიტა, რომ შური ეძია ჩემზე და უნივერსიტეტიდან გავეგდე.

ამისათვის ბევრი ეძება და რის ვაი-ვაგლახით გამოძებნა მისი ოჯახის ახლობელი ადამიანი, სოციალურ მეცნიერებებთან სათოფეზე არგაკარებული და ამ მიმართულებით პროფანი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დააწერინა საჩივარი, რომ ჩემი სადოქტორი დისერტაცია არაკვალიფიციურია და ჩავიდინე ავტოპლაგიატი, როდესაც ჩემივე დისერტაცია წიგნად გამოვეცი;

- საჩივრის საფუძველზე შექმნა ეთიკის კომისია, რომელიც ჩემს დისერტაციას 4 თვის განმავლობაში სწავლობდა და წვალობდა. კომისია ბოლომდე უსინდისო არ აღმოჩნდა და დიდი ზეწოლის ქვეშ ორ სკამზე ჯდომა არჩია - დაწერა კონფორმისტული დასკვნა, აბსურდული შინაარსით, სადაც დაახლოებით ის წერია, რომ მე არაფერი დამიშავებია, მაგრამ მაინც დამნაშავე ვარ და „მიფიქსირდება აკადემიური არაკეთილსინდისიერება“.

- მოინდომა ამ დასკვნის საფუძველზე აკადემიური საბჭოსთვის ჩემი თსუ-დან გაშვება დაეძალებინა, მაგრამ ამაში ხელი შეუშალა უპრეცედენტო წინააღმდეგობამ - ჩემს დასაცავად პეტიციას ათასზე მეტმა ადამიანმა (მათ შორის, თსუ წამყვანმა პროფესორებმა და საზოგადოებაში ცნობილმა პირებმა) მოაწერა ხელი. სტუდენტებმა დაწერეს მხარდამჭერი წერილები და ა.შ. რექტორი შეშინდა და გაჩერდა.

- ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართო მედია - ტელეიმედი, ვებგამოცემა edu.aris.ge და სხვ. და გაუგონარი ტყუილები ალაპარაკა და ილაპარაკა;- ამიკრძალა ლექციების წაკითხვა ბათუმის უნივერსიტეტში, რომელსაც მისივე ოფიციალური თანხმობით, წლების მანძილზე ვეწეოდი (ამასთან, თსუ კანცელარიიდან გააქრო მისივე ხელმოწერილი თანხმობა).

პარალელურად, თსუ რექტორმა მოინდომა შელახული რეპუტაციის კომპენსირება:

ა) თსუ-ს გადააღებინა 1 საათიანი (!) ფილმი/პანეგირიკი მასზე, სადაც ის გამოყვანილია გასული საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ აქტიურ და რეპრესირებულ წევრად;

ბ) მისი მითითებით დაკომპლექტებულ და მის მიმართ ლოიალურად განწყობილ აკადემიურ საბჭოს მეორე ვადით აარჩევინა თავი; გ) მისივე ბრძანებით შექმნილმა კომისიამ ის ასოცირებულ პროფესორად აირჩია განათლების ფაკულტეტზე (პრაქტიკულად ნულოვანი აკადემიური/სამეცნიერო ფონის მიუხედავად) და ა.შ.ჰოდა, ახლა გეკითხებით ყველას - ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ძალადობა არ არის? ვიცი, რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ ზოგჯერ თურმე ასეთ შეკითხვებსაც სჭირდება დასმა.