მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!" - ხუნდაძე
"თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!" - ხუნდაძე

თუკი სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ისე­თი­ვე უსა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით მი­ი­ღებს, რო­გო­რი უსა­მარ­თლო ბრალ­დე­ბე­ბიც რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში იყო ასა­ხუ­ლი, მა­შინ ქვე­ყა­ნამ სა­პა­სუ­ხოდ სა­მარ­თლი­ა­ნი უარი უნდა თქვას, - ასე­თია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის პო­ზი­ცია. რო­გორც ხუნ­და­ძე აცხა­დებს, გუ­შინ­დე­ლი დღე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო და ასე­თი უსა­მარ­თლო ევ­რო­პა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ჯერ არ უნა­ხავს.

დე­პუ­ტა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ "არა­ნა­ი­რი სტა­ტუ­სის ფა­სად არ ღირს ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის დათ­მო­ბა".

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ცო­დით ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პა­ში, გუ­შინ­დელ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ამ ყვე­ლა ზღვარს გა­და­ა­ბი­ჯა. ეს იყო ღია შე­უ­რა­ცხყო­ფა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის. უფრო მე­ტიც, ასე­თი უსა­მარ­თლო ევ­რო­პა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ჯერ არ გვი­ნა­ხავს. სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად ღირ­სე­ბას ვერ დავ­თმობთ!

ევ­რო­კავ­ში­რის შექ­მნამ­დე, ევ­რო­პის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი. დღეს, სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერთ-ერთ შემ­ქმნელ სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა და­მამ­ცი­რებ­ლად გვექ­ცე­ვა. ევ­რო­კავ­ში­რის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გარ­კვე­ვით წე­რია, რომ ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ციპს. და რა ვნა­ხეთ გუ­შინ? ვნა­ხეთ ქედ­მაღ­ლუ­რად დამ­ყუ­რე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოს. ჩვენ ამის­თვის არ გვიშ­რო­მია არც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში და არ გვიბ­რძო­ლია არც ბოლო ათე­უ­ლი წლე­ბი. გუ­შინ­დელ დღე­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გან­რის­ხე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­აა. გუ­შინ­დე­ლი დღე არ იყო დე­მოკ­რა­ტი­ის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა.

პი­რი­ქით, გვქონ­და გან­ცდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კვლავ საფრ­თხის ქვეშ დად­გა. რა გან­სხვა­ვე­ბაა ჩვენ­თვის, ვინ იქ­ნე­ბა მბრძა­ნე­ბე­ლი, თუკი კვლავ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა მოგ­ვი­წევს?! დიახ, სა­ხელ­მწი­ფოს შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა და მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის არ­ჩე­ვა­ნის უარ­ყო­ფა, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფის მცდე­ლო­ბაა. ვერც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და ვერც ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს სან­ქცი­ე­ბის მუ­ქა­რით ვე­რა­ვინ შე­ა­ში­ნებს. პი­რი­ქით, გუ­შინ­დელ­მა დღემ ლა­მის და­ან­გრია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. ეს სა­ხი­ფა­თო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შია.

დღე­ვან­დელ­მა გლო­ბა­ლურ­მა პრო­ცე­სებ­მა კი­დევ უფრო ნა­თე­ლი გა­ხა­და ის ფაქ­ტი, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა, ეს თა­ვად ევ­რო­პის პერ­სპექ­ტი­ვაც არის. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მო­ახ­ლო­ე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუკი სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ისე­თი­ვე უსა­მარ­თლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით მი­ი­ღებს, რო­გო­რი უსა­მარ­თლო ბრალ­დე­ბე­ბიც რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში იყო ასა­ხუ­ლი, მა­შინ ქვე­ყა­ნამ სა­პა­სუ­ხოდ სა­მარ­თლი­ა­ნი უარი უნდა თქვას", - აცხა­დებს დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე.

მკითხველის კომენტარები / 140 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

ვეთანხმები დ. ხუნდაძეს!!!

გოᲩა
0

ნაᲦდად არ მომეწონა რეზოლუცია ევროპარლამენტის,არც სანქცირება ივანიᲨვილის განსახილველიც არ არის მაგრამ ეს კაცი ნამდვილი ინფუზორიაა,ეს ვინ ყოფილა,არ ვუᲭერ მხარს ნაცმოᲫრაობას საერᲗოდ მიმაᲩნია სააკაᲨვილი და გვარამია სწორად იხდიან სასჯელს,მაგრამ ბატონო დიმიტრი სასამარᲗლო სისტემაᲨი,რომ პრობლემებია ეკონომიკურად,რომ ხალხს უᲭირს,კორუფცია,რომ მეფობს ნაცების დროს იყო ელიტური კორუფცია ახლა ქვედა ეᲨელონებიც კორუფციაᲨი არიან ᲩარᲗული,როგორი ლექსიკონიᲗ საუბრობენ პოლიტიკოსები,Შენც კორუფციონერი ხარ გაზულუქებული და ამას აკეᲗებ ამ განცხადებებს Შეგნებულად გაᲗვლილად სარგებელი,რომ ნახო Თორემ Შენ Შენი Თავის გარდა არავინ გაინტერესებს არც ბიᲫინა არც მიᲨა და არც ქვეყანა,აი ასეᲗები,რომ Შემოიკრიბე გვერდᲨი იმიტომ გაქვს მასე საქმე ბატონო ბიᲫინა

ავტორი:

"თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!" - ხუნდაძე

"თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!" - ხუნდაძე

თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას, - ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის პოზიცია. როგორც ხუნდაძე აცხადებს, გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ "არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა".

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ქართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მუშაობის შესახებ ევროპაში, გუშინდელმა ევროპარლამენტის რეზოლუციამ ყველა ზღვარს გადააბიჯა. ეს იყო ღია შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. უფრო მეტიც, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!

ევროკავშირის შექმნამდე, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა. ევროკავშირის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ეს გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. და რა ვნახეთ გუშინ? ვნახეთ ქედმაღლურად დამყურე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროპული ოჯახის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზებულ სახელმწიფოს. ჩვენ ამისთვის არ გვიშრომია არც მე-19 საუკუნეში და არ გვიბრძოლია არც ბოლო ათეული წლები. გუშინდელ დღეზე ქართველი ხალხის განრისხება სამართლიანია. საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა. გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება.

პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა. ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს. პირიქით, გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია.

დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის. რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.