პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ომის 100 დღე ფოტოებში
ომის 100 დღე ფოტოებში
  • გთა­ვა­ზობთ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს. წყა­რო Reuters-ი.

3 ივ­ნისს, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­დან 100 დღე გა­ვი­და. ოკუ­პან­ტმა თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ჰა­ე­რო და სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვე­ბი თით­ქმის ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ი­ტა­ნა, ბომ­ბე­ბი ცვი­ო­და არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში, არა­მედ კი­ევ­ში, ლვოვ­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­ში. სახ­მე­ლე­თო შეჭ­რა კი სამი მხრი­დან მოხ­და. მტე­რი ცდი­ლობ­და დე­და­ქა­ლა­ქის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვას, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მათ კი­ე­ვის მი­სად­გო­მე­ბი­დან უკან და­ხე­ვა მო­უ­წი­ათ, თუმ­ცა სა­კუ­თარ გზა­ზე და­ტო­ვეს უამ­რა­ვი ომის და­ნა­შა­უ­ლი, სიკ­ვდი­ლი და ნგრე­ვა. დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბით, ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლად რჩე­ბა ლუ­განსკის ოლ­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი - ქა­ლა­ქი სე­ვე­რო­დო­ნეც­კი და მისი შე­მო­გა­რე­ნი.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა სე­ვე­რო­დო­ნეც­კის ცენ­ტრში. გენშტა­ბის ცნო­ბით­ვე, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე შე­ტე­ვებს გა­ნაგ­რძო­ბენ არა მხო­ლოდ სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ში, არა­მედ მის გარ­შე­მო მდე­ბა­რე ლი­სი­ჩანსკში, უს­ტი­ნოვ­კა­სა და ბო­როვ­სკო­ე­ში. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს უკან და­ა­ხე­ვი­ნა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­თან, მე­ტელ­კი­ნო­სა და ბე­ლო­გო­როვ­კას­თან.

ომის და­წყე­ბი­დან მე-100 დღეს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ფა­სე­ბით, თავ­და­პირ­ველ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ვერ მი­აღ­წია ვერ­ცერთ სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს, რა­საც სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნახ­მად, და­გეგ­მვი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის და ტაქ­ტი­კუ­რად ცუ­დად შეს­რუ­ლე­ბის გამო თავ­და­პირ­ვე­ლი გეგ­მის ჩაშ­ლის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა ოპე­რა­ცი­ის კონ­ცეფ­ცია შეც­ვა­ლა და მთე­ლი ძა­ლე­ბი დონ­ბა­სის­კენ მი­მარ­თა.

ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის თქმით, ამ ეტაპ­ზე რუ­სეთს დონ­ბას­ში აქვს ტაქ­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბა და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი შე­ტე­ვე­ბის დროს ტემპს და ინი­ცი­ა­ტი­ვას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. ამ დრო­ის­თვის რუ­სე­თი აკონ­ტრო­ლებს ლუ­განსკის ოლ­ქის 90%-ზე მეტს და უახ­ლო­ეს ორ კვი­რა­ში, შე­საძ­ლოა, სრუ­ლი კონ­ტრო­ლიც მო­ი­პო­ვოს, თუმ­ცა, დიდი რე­სურ­სის და­ხარ­ჯვი­თა და ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ერთ პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ზე კონ­ცენ­ტრა­ცი­ით.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ფა­სე­ბით­ვე, ფრონ­ტის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რუ­სე­თის ძა­ლებ­მა ვე­რა­ფე­რი შეძ­ლეს და თავ­დაც­ვის რე­ე­ჟიმ­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდო
54

სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს რომ რუსეთმა ამ 100 დღეში ვერაფერ სტრატეგიულ უპირატესობას ვერ მიაღწია რაც ქონდა ჩაფიქრებული ის გააკეთა აკეთებს და ხელს ვერავინ უშლის და რა აქ ბრიტანეტს საამაყო არ ვიცი 

ავტორი:

ომის 100 დღე ფოტოებში

ომის 100 დღე ფოტოებში
  • გთავაზობთ რუსეთ-უკრაინის ომის ამსახველ ფოტოებს. წყარო Reuters-ი.

3 ივნისს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 100 დღე გავიდა. ოკუპანტმა თავდაპირველად საჰაერო და სარაკეტო შეტევები თითქმის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიიტანა, ბომბები ცვიოდა არა მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ დასახლებულ პუნქტებში, არამედ კიევში, ლვოვში და სხვა ქალაქებში. სახმელეთო შეჭრა კი სამი მხრიდან მოხდა. მტერი ცდილობდა დედაქალაქის ალყაში მოქცევას, თუმცა საბოლოოდ მათ კიევის მისადგომებიდან უკან დახევა მოუწიათ, თუმცა საკუთარ გზაზე დატოვეს უამრავი ომის დანაშაული, სიკვდილი და ნგრევა. დღევანდელი ვითარებით, ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი სევეროდონეცკი და მისი შემოგარენი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის ცენტრში. გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევებს განაგრძობენ არა მხოლოდ სევეროდონეცკში, არამედ მის გარშემო მდებარე ლისიჩანსკში, უსტინოვკასა და ბოროვსკოეში. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგეს უკან დაახევინა დასახლებულ პუნქტებთან, მეტელკინოსა და ბელოგოროვკასთან.

ომის დაწყებიდან მე-100 დღეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რუსეთმა უკრაინაში ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს, რასაც სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დაგეგმვისას დაშვებული შეცდომების და ტაქტიკურად ცუდად შესრულების გამო თავდაპირველი გეგმის ჩაშლის შემდეგ, რუსეთმა ოპერაციის კონცეფცია შეცვალა და მთელი ძალები დონბასისკენ მიმართა.

ბრიტანული დაზვერვის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთს დონბასში აქვს ტაქტიკური წარმატება და რუსი სამხედროები შეტევების დროს ტემპს და ინიციატივას ინარჩუნებენ. ამ დროისთვის რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ზე მეტს და უახლოეს ორ კვირაში, შესაძლოა, სრული კონტროლიც მოიპოვოს, თუმცა, დიდი რესურსის დახარჯვითა და ძირითადი საშუალებების ერთ პატარა მონაკვეთზე კონცენტრაციით.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებითვე, ფრონტის სხვა მიმართულებებით რუსეთის ძალებმა ვერაფერი შეძლეს და თავდაცვის რეეჟიმზე გადავიდნენ.