29 მაისს, კრიმინალურმა პოლიციამ, კონსპირაციულ ბინაში ძმები დათა და გურამ (გუგა) კაკულიები დააკავა. როგორც ირკვევა, ისინი სომხეთიდან თბილისში დაბრუნდნენ და გორგასლის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
ამ წუთებში მიმდინარეობს მათი სასამართლო პროცესი. ერთ-ერთი ბრალდება, რაც მათ წაუყენეს, არის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც ambebi.ge უკვე წერდა. პროკურორმა მათთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. მისი თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დავით და გუგა კაკულიებმა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
"ეს მოხდა 2022 წლის 27 მაისს, თბილისში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით სერგო ქურთიაშვილს სხეულზე არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება მიაყენეს, ასევე საფრთხე შეუქმნეს ადგილზე მყოფ სხვა პირებს, მათ შორის ერთ-ერთია გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელიც ფეხში დაიჭრა. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, ეს არის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა და ტარება. ასევე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთა",- განაცხადა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე.
შეგახსენებთ, ძმები კაკულიების სახელი გამოჩნდა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც.
იხილეთ ასევე:
ასეთმა სიმპატიურმა ახლგაზრდებმა, რამე კარგი აკეთეთ ამ ქვეყანაზე და რამეში გამოადექით საქართველოს, რაღა კაცისკვლას და ყველაფერ სიბინძურეს კიდებთ ხელს არ მესმის
ტყუპებივით არიან .