პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"ღარიბაშვილის ლოცვის იმედზე ვერ ვიქნებით" - პაატა მანჯგალაძე

"ღარიბაშვილის ლოცვის იმედზე ვერ ვიქნებით" - პაატა მანჯგალაძე

"ღარიბაშვილის ლოცვის იმედზე ვერ ვიქნებით", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში, მიიღებს თუ არა საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსს, საქართველოს ხელისუფლება უნდა მუშაობდეს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებენ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში არ არის საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"მართლა გაუგებარია, მაშინ, როდესაც ასეთი ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ღარიბაშვილის ლოცვის იმედზე ვერ ვიქნებით. ეგზოტიკური ვიზიტით წავიდა იორდანიაში. ევროპული ქვეყნები არიან სკეპტიკოსები ჩვენთან დაკავშირებით, ამ ხალხთან და ქვეყნებთან უნდა იმუშაონ და ღარიბაშვილი წავიდა იორდანიაში, რაღაც შოუს დგამს. ლოცვა და პირჯვრის წერა ვიცი ტელევიზიის გარეშე, ადგე და იპოზიოროს, ეს არ არის ქრისტიანობა.

"ქართულ ოცნებას“ არაფერში არ სჭირდება ევროკავშირის წევრი სტატუსი. ევროკავშირში საქართველოს საბოლოო გაწევრიანება ნიშნავს ოლიგარქიულ მმართველობაზე უარის თქმას, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას. ეს უნდათ "ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს?! - არ უნდათ!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან საუბარი იმის შესახებ, რომ კრემლი დღეს საქართველოა შემოსული, არასწორია.

"ჩვენ თუ გვაქვს მტკიცებულება, რომ პირდაპირ რუსეთიდან და კრემლიდან იმართება საქართველო, სტიკერებით და თვეში ერთხელ რაღაც პერფორმანსით არ უნდა ვებრძოდეთ ოკუპანტს. რა გამოდის, შემოვიდა რუსი, კრემლი არის აქ და რას ვშვრებით?! ხანდახან გაგვახსენდება საქართველო. მე რომ მეგონოს, რომ კრემლი და რუსეთია შემოსული, პარლამენტში კი არა, დავდგებოდი და იარაღით დავიწყებდი ბრძოლას, მაგრამ ჯერ არ მაქვს იმის მტკიცებულება, რომ პუტინი შემოვიდა. ჯერ კიდევ დასავლეთსა და ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და იმის განცდა როგორი გგონია, თან პუტინია და დასავლეთში მივდივართ? ეს ორი ერთმანეთთან თავსებადი არის?!“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.