მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია მცხეთასთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია მცხეთასთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

მცხე­თას­თან მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 5 ადა­მი­ა­ნი­დან ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, და­შა­ვე­ბულ მა­მა­კაცს კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რაც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თოა.

"პა­ცი­ენ­ტი ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა, არას­ტა­ბი­ლუ­რი ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა. მა­მა­კა­ცი ჩვენ­თან სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბით შე­მო­ვი­და, აღე­ნიშ­ნე­ბო­და პო­ლიტ­რავ­მა, სა­ხის ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა, გულ­მკერ­დის ტრავ­მა, ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, სის­ხლდე­ნა, ჰე­მო­რა­გი­უ­ლი შოკი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, და­ფიქ­სირ­და ასე­ვე ღვიძ­ლის და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის და­ზი­ა­ნე­ბა. ასე­ვე გა­კეთ­და ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია თა­ვის ტვინ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, მცხე­თას­თან მომ­ხდარ ავა­რი­ას ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, 5 ადა­მი­ა­ნი კი და­შავ­და. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

როგორია მცხეთასთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია მცხეთასთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

მცხეთასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ კლინიკა "ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, დაშავებულ მამაკაცს კლინიკაში მიყვანისთანავე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

"პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლები აღენიშნება, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მამაკაცი ჩვენთან სხეულის მრავლობითი დაზიანებით შემოვიდა, აღენიშნებოდა პოლიტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი დაზიანება, გულმკერდის ტრავმა, ფილტვის ქსოვილის დაზიანება, სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, დაფიქსირდა ასევე ღვიძლის და მსხვილი ნაწლავის დაზიანება. ასევე გაკეთდა ნეიროქირურგიული ოპერაცია თავის ტვინზე“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, მცხეთასთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაშავდა. მიკროავტობუსი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.