პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა... მაქვს ძლიერი ტრემორი, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება" - სააკაშვილის წერილი კლინიკიდან
"ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა... მაქვს ძლიერი ტრემორი, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება" - სააკაშვილის წერილი კლინიკიდან

ხერ­ხე­მალ­ზე და­მიდ­გი­ნეს ტრავ­მა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას, მაქვს ძლი­ე­რი ტრე­მო­რი და თავ­ბრუს­ხვე­ვა, რთუ­ლად ვი­მორ­ჩი­ლებ კი­დუ­რებს, მი­ჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა და ძი­რი­თა­დად წო­ლით რე­ჟიმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ "ვი­ვა­მედ­ში“ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს წა­უ­კი­თხა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მას თა­ვის ტვინ­ში და­უდ­გინ­და გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

“ვი­ნა­ი­დან, ბევ­რი სპე­კუ­ლი­რებს ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის ირ­გვლივ, გა­დავ­წყვი­ტე, პი­რა­დად ღიად ვი­სა­უბ­რო იმა­ზე, თუ რას ვგრძნობ. MRT -ით ხერ­ხე­მალ­ზე და­მიდ­გი­ნეს ტრავ­მა, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, გლ­დან­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­სას მი­ვი­ღე. ეს ტრავ­მა, რო­გორც მივ­ხვდი, სა­ჭი­რო­ებს ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას. მაქვს ზურ­გის არე­ში ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი და დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­კე­თე­ბენ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელ ნემსს. მაქვს ძლი­ე­რი ტრე­მო­რი და თავ­ბრუს­ხვე­ვა. სულ უფრო რთუ­ლად ვი­მორ­ჩი­ლებ კი­დუ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­ცხე­ნა ხელს. მაქვს მუდ­მი­ვი ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი ქვე­და კი­დუ­რებ­ში. ნე­ი­რო­ქი­რურ­გმა, რო­მელ­მაც გამ­სინ­ჯა გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ კუნ­თე­ბი შე­იძ­ლე­ბა მალე ჩა­ი­კე­ტოს და შემ­დეგ მისი აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. არ ვიცი, ეს ზუს­ტად რას ნიშ­ნავს, მაგ­რამ ის რაც ვიცი ნამ­დვი­ლად ასეა, რომ სულ უფრო მი­ჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა და ძი­რი­თა­დად წო­ლით რე­ჟიმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. MRT -ით ასე­ვე თა­ვის ტვინ­ში დად­გინ­და გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რის შე­სა­ხე­ბაც მე ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბის სრუ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ მხო­ლოდ მო­წო­დე­ბე­ბით, რომ არ ვიწ­ვე და ვიკ­ვე­ბო საქ­მე არ სწორ­დე­ბა, თო­რემ ვინც მიც­ნობთ, ყვე­ლამ კარ­გად იცით, რომ ვერ­ტი­კა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ მა­ხა­სი­ა­თებ­და, არც უმა­დო­ბას ვუ­ჩი­ო­დი ოდეს­მე. სა­ჭი­როა პო­ლი­ტი­კის­გან სრუ­ლად დაც­ლი­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, რისი მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია”,- ნათ­ქვა­მია სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

მიშამ შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ ბევრი კარგიც გააკეთა საქართველოსთვის, ნუ ვიქნებით დაუნახავი ერი, მე პირადად ვხედავდი, რომ საქართველოს ამოყვანა უნდოდა ჭაობიდან და ამ დროს ეს გარდამავალი პროცესები ყველასთვის უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა, ახლა ოდესღაც ენერგიულ კაცს მორალურად და ფიზიკურად ანადგურებს ციხე, რომ მოკვდეს, მერე ასეთი ნიშნისმოგებით ლაპარაკი, რომელი ქრისტიანის თვისებაა? ხალხნო უფრო მოწყალე უნდა ვიყოთ. მე პრეზიდენტ სალომეს ადგილზე ჩავიდენდი გმირობას და მიშას გავათავისუფლებდი, ამით დაისვენებდა ერიც, ბერიც, ოცნებაც და ბოლოს მიშაც.

....
3

მიშა , შენ უნდა მოშორდე . ბიძინაც წავა . მერე რაღაც გამოსწორდება .

ავტორი:

"ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა... მაქვს ძლიერი ტრემორი, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება" - სააკაშვილის წერილი კლინიკიდან

"ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა... მაქვს ძლიერი ტრემორი, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება" - სააკაშვილის წერილი კლინიკიდან

ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ "ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს წაუკითხა.

როგორც სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, მას თავის ტვინში დაუდგინდა გარკვეული ცვლილებები.

“ვინაიდან, ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ, გადავწყვიტე, პირადად ღიად ვისაუბრო იმაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT -ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით, გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე. ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში რამდენჯერმე მიკეთებენ ტკივილგამაყუჩებელ ნემსს. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა. სულ უფრო რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს. მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში. ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. არ ვიცი, ეს ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ ის რაც ვიცი ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები. MRT -ით ასევე თავის ტვინში დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო საქმე არ სწორდება, თორემ ვინც მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებდა, არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღება საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია”,- ნათქვამია სააკაშვილის წერილში.