პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას საწარმოს მითვისება უნდოდა... მე რომ მოვხვედრილიყავი სააკაშილის ციხეში, შეიძლება რამდენიმე დღე მეცოცხლა, ამის გამო მოლაშვილი აწამეს " - ლევან მამალაძე
"მიშას საწარმოს მითვისება უნდოდა... მე რომ მოვხვედრილიყავი სააკაშილის ციხეში, შეიძლება რამდენიმე დღე მეცოცხლა, ამის გამო მოლაშვილი აწამეს " - ლევან მამალაძე

ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ლე­ვან მა­მა­ლა­ძე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ სურ­ვი­ლი აქვს შეხ­ვდეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და მი­მარ­თავს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თა­ნახ­მა, უწყე­ბამ ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს.

მა­მა­ლა­ძის თქმით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, "სუფ­თა წყლის პი­ა­რი" იყო, რომ­ლი­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და, მა­მა­ლა­ძე­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცუდი წარ­მოდ­გე­ნე­ბი შე­ექ­მნა და რო­გორც კონ­კუ­რენ­ტი, ჩა­მო­ე­შო­რე­ბი­ნა.

"მე დიდი სურ­ვი­ლი მაქვს შევ­ხვდე მი­შას. არა ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის, არა­მედ და­ეს­წროს მისი მშობ­ლე­ბიც. მე ვე­ტყვი, მიშა, რა­ტომ ჩა­ი­დი­ნე ეს ბო­რო­ტე­ბა, რა­ტომ შე­წი­რე ბი­ძა­ჩე­მის, მა­მა­ჩე­მის სი­ცო­ცხლე. რა­ტომ მო­წყვი­ტე ჩემი შვი­ლე­ბი სამ­შობ­ლოს. მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კონ­კუ­რენ­ტი ვი­ყა­ვი და ჩემი გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დო­და?

მე რომ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი სა­ა­კა­ში­ლის ცი­ხე­ში, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე მე­ცო­ცხლა, ამის გამო მო­ლაშ­ვი­ლი აწა­მეს და ცი­ხე­ში მოკ­ლეს. როცა სა­ა­კაშ­ვილს უნ­დო­და სა­წარ­მოს მით­ვი­სე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იყო და გა­რი­გე­ბა­ში შე­ვი­და უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებ­თან. ჩვენ და­ვი­ცა­ვით ეს სა­წარ­მო, სა­ხელ­მწი­ფოს შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ და რო­გორც კი სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, სა­წარ­მო რუ­სულ კომ­პა­ნი­ას მიჰ­ყი­და და მას­ში დღემ­დე წილი აქვს.

2004 წლის იან­ვრის ბო­ლოს, და­ვუ­რე­კე მა­შინ­დელ მი­ნის­ტრ ბა­რა­მი­ძეს და ვკი­თხე, რა­ტომ იწყებთ საქ­მეს, რა ხდე­ბა, თუ გინ­დათ რა­მე­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლოთ, ჩა­მო­ვალ და გა­რან­ტია მო­მე­ცით, რომ იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო. მან მი­თხრა, და­მე­ლო­დე, ზუ­რას და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბიო. და­ვუ­რე­კე მე­ო­რე დღეს და მე­უბ­ნე­ბა ფრა­ზას, ვცი­ტი­რებ: შენი ჩა­მოს­ვლა გა­მო­რი­ცხუ­ლია, გა­მო­გი­ყე­ნე­ბენ ზუ­რას წი­ნა­აღ­მდეგ და ჩვენ სი­ცო­ცხლის გა­რან­ტი­ას ვერ მოგ­ცემ­თო" - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მა­მა­ლა­ძემ გა­და­ცე­მა­ში " თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე ".

ცნო­ბის­თვის, მა­მა­ლა­ძეს გა­მო­ძი­ე­ბა ქრთა­მის აღე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მას სა­სა­მარ­თლომ და­უს­წრებ­ლად 17-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მა­მა­ლა­ძე ინ­ტერ­პო­ლით იძებ­ნე­ბო­და. 19 წლის შემ­დეგ, ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­და.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
3

შენც შენი მთავრობის დროს კიდევ ბევრს მერე შემდეგ მთავრობაში სხვებს დს ეხლაც კიდევ ბევრს არ შეგრჩებათ ჩემი სამშობლოს გაუბედურება ჩემი ხალხის გაღატაკება მათი ცრემლი.ეგ არმად ნაშოვნი ფული სამშობლოს ღალატით თქვენს მომავალს გააუბედურებს აქაც და უფალთანაც. მეცოდებით.

გიორგი
4

აი ასეთმა ყვავ-ყორნებმა ჭამეს საქართველო ისტორიის მანძილზე. ეს არ იყო, ხალხს სიბნელეში რომ ამყოფებდა, ელექტროენერგიას თურქეთში ყიდდა და თვითონ მერე აფრიკაში დადიოდა საფარიზე სანადიროდ. წამოყო ისევ თავი, აქაოდა კიდევ რამეს გამოვკრა ხელიო.

ავტორი:

"მიშას საწარმოს მითვისება უნდოდა... მე რომ მოვხვედრილიყავი სააკაშილის ციხეში, შეიძლება რამდენიმე დღე მეცოცხლა, ამის გამო მოლაშვილი აწამეს " - ლევან მამალაძე

"მიშას საწარმოს მითვისება უნდოდა... მე რომ მოვხვედრილიყავი სააკაშილის ციხეში, შეიძლება რამდენიმე დღე მეცოცხლა, ამის გამო მოლაშვილი აწამეს " - ლევან მამალაძე

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, საქართველოში დაბრუნდა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სურვილი აქვს შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, თუ სააკაშვილი იქნება თანახმა, უწყებამ ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცეს.

მამალაძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს მის მიმართ წაყენებული ბრალდებები, "სუფთა წყლის პიარი" იყო, რომლითაც სააკაშვილი ცდილობდა, მამალაძეზე საზოგადოებაში ცუდი წარმოდგენები შეექმნა და როგორც კონკურენტი, ჩამოეშორებინა.

"მე დიდი სურვილი მაქვს შევხვდე მიშას. არა ანგარიშსწორებისთვის, არამედ დაესწროს მისი მშობლებიც. მე ვეტყვი, მიშა, რატომ ჩაიდინე ეს ბოროტება, რატომ შეწირე ბიძაჩემის, მამაჩემის სიცოცხლე. რატომ მოწყვიტე ჩემი შვილები სამშობლოს. მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურენტი ვიყავი და ჩემი განადგურება უნდოდა?

მე რომ მოვხვედრილიყავი სააკაშილის ციხეში, შეიძლება რამდენიმე დღე მეცოცხლა, ამის გამო მოლაშვილი აწამეს და ციხეში მოკლეს. როცა სააკაშვილს უნდოდა საწარმოს მითვისება იუსტიციის მინისტრი იყო და გარიგებაში შევიდა უცხოელ ინვესტორებთან. ჩვენ დავიცავით ეს საწარმო, სახელმწიფოს შევუნარჩუნეთ და როგორც კი სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, საწარმო რუსულ კომპანიას მიჰყიდა და მასში დღემდე წილი აქვს.

2004 წლის იანვრის ბოლოს, დავურეკე მაშინდელ მინისტრ ბარამიძეს და ვკითხე, რატომ იწყებთ საქმეს, რა ხდება, თუ გინდათ რამეში დამადანაშაულოთ, ჩამოვალ და გარანტია მომეცით, რომ იქნება სამართლიანი სასამართლო. მან მითხრა, დამელოდე, ზურას დაველაპარაკებიო. დავურეკე მეორე დღეს და მეუბნება ფრაზას, ვციტირებ: შენი ჩამოსვლა გამორიცხულია, გამოგიყენებენ ზურას წინააღმდეგ და ჩვენ სიცოცხლის გარანტიას ვერ მოგცემთო" - განაცხადა ლევან მამალაძემ გადაცემაში " თავისუფალი სივრცე ".

ცნობისთვის, მამალაძეს გამოძიება ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებდა. მას სასამართლომ დაუსწრებლად 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მამალაძე ინტერპოლით იძებნებოდა. 19 წლის შემდეგ, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.