უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან გაიმართება, მაგრამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მიზანი იცვლება. როგორიც არის ჰიბრიდული ომი, ასეთი ჰიბრიდული იქნება მშვიდობაც და ჰიბრიდული შეხვედრებიც. დღეს რომ შევხვედროდით, დღის წესრიგში მარიუპოლის საკითხი იქნებოდა. ორ-სამ თვეში რომ შევხვდეთ, შეიძლება ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ იყოს, ან ნაწილობრივ იყოს. ომის დასაწყისიდანვე რომ შევხვედროდით, მიზანი კიდევ სხვა იქნებოდა. დღეს რომ შევხვდეთ, ვიცით, რა არის ოკუპირებული და რა არის დეოკუპირებული და ვისაუბრებდით ამაზე. ორ თვეში აღარ გვეცოდინება, რა მდგომარეობაში იქნება ყველაფერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა მნიშვნელოვანია ტყვეთა გაცვლის, დეოკუპაციისა და მშვიდობის საკითხების მოგვარება - ომის შეჩერების მიზნით.
"გვესმის საფრთხეები და რისკები, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ბევრია დამოკიდებული რუსეთზეც. ჩვენ გვაქვს სურვილი და გვაქვს ჩვენი მიზნები: გვინდა ტერიტორიების დაბრუნება და ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება, მაგრამ როდის იქნება ეს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზე, იმაზე, თუ როდის იქნება საუბარი პუტინთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საუბარი აუცილებლად შედგება, თუმცა რა ფორმატში და როდის, ჯერჯერობით უცნობია.
„არ ვიცი, რა ფორმატში: შუამავლებით, შუამავლების გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე, ორმხრივი საუბარი, მაგრამ იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
იშ!ჟელენშკი მანამდე პრეზიდენტი უნდა იყოს,ვიდრე სხვა პრეზიდენტები მოვლენ რუსეთში და დარჩენილი ტერიტორია პოლონეთს და გერმანიას უნდა გაუყოს!(დაიწყო უკვე საზღვრის მოშლა პოლონეთთან, )დიდი საქმეები აქვს ბიჭს მოსაგვარებელი,ცოტა ხანში ნახავთ როგორი წეწვაგლეჯა წავა უკრაინაში!
სულ რაღაც ერთ თვეში უკრაინას რუსეთზე უკეთესი შეიარაღება ექნება. როცა სხვა სახელმწიფოს ესხმი თავს იქ ატომური იარაღი უსარგებლოა, ასე, რომ რუსეთი მალე მძიმე დღეში ჩავარდება.