პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელება ტრიალებს... ლუკას დედაც ამავე სკოლაში ასწავლიდა" - რა ხდება ცნობილი ბოლო ზარზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა?
"საშინელება ტრიალებს... ლუკას დედაც ამავე სკოლაში ასწავლიდა" - რა ხდება ცნობილი ბოლო ზარზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა?

ბორ­ჯომ­ში ბოლო ზარი მსხვერ­პლით დას­რულ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­ხდნენ, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში 4 ახ­ლად სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დი იჯდა. მათ­გან ერთი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. სამი კი და­შავ­და და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ბორ­ჯო­მის კლი­ნი­კა "ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში" არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მა­თა­გან ერთი გო­გო­ნა და ორი ბი­ჭია.

ambebi.ge -ს ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ და­ღუ­პუ­ლი 17 წლის მო­ზარ­დი ბორ­ჯო­მის მე-3 სკო­ლის მოს­წავ­ლე ლუკა ლე­კი­აშ­ვი­ლია.

რო­გორც უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, მოს­წავ­ლე­ე­ბი მწვა­ნე მო­ნას­ტერ­ში მო­სა­ლო­ცად იყ­ვნენ მი­სუ­ლი და რო­დე­საც უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

"სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს. ლუ­კას დე­დაც ამა­ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია, ინ­გლი­სურს ას­წავ­ლის. ბოლო ზარი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლო­ნა მწვა­ნე მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხა­შუ­რის­კენ მი­დი­ო­და, სა­დაც რეს­ტო­რან­ში უნდა ექე­ი­ფათ. სხვე­ბი უკვე წინ იყ­ვნენ და ეს მან­ქა­ნა უკან იყო, რა დრო­საც მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა.

ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით გარ­დაც­ვლილ ბიჭს სხე­ულ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, წყალ­ში გა­და­ვარ­დნი­სას შე­საძ­ლოა, გული გა­უს­კდა" - ამ­ბო­ბენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი ბორ­ჯო­მე­ლე­ბი.

ambebi.ge -ს შსს-ში მომ­ხდა­რი და­უ­დას­ტუ­რეს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
1

ყველაზე საინტერესო ალბათ ის იქნებოდა დაგეწერათ ვინ მართავდა მანქანას და რა სიჩქარით მოძრაობდა, თორემ თქვენ რომ ნახოთ რეგიონებში ბოლო ზარის საღამოს რა ხდება სოფლებში...ვიღაცა რომ დაიღუპება ისედაც ცხადია, სამწუხაროდ :-( უფროსი უნდა მიყვებოდეს აუცილებლად, საშინელი ასაკია :-( 

მეგი
1

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ლუკას სული...გაძლება მის მშობლებს

ავტორი:

"საშინელება ტრიალებს... ლუკას დედაც ამავე სკოლაში ასწავლიდა" - რა ხდება ცნობილი ბოლო ზარზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა?

"საშინელება ტრიალებს... ლუკას დედაც ამავე სკოლაში ასწავლიდა" - რა ხდება ცნობილი ბოლო ზარზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა?

ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ავტომობილში 4 ახლად სკოლადამთავრებული მოზარდი იჯდა. მათგან ერთი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. სამი კი დაშავდა და მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" არიან გადაყვანილი. მათაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.

ambebi.ge -ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, რომ დაღუპული 17 წლის მოზარდი ბორჯომის მე-3 სკოლის მოსწავლე ლუკა ლეკიაშვილია.

როგორც უწყებაში გვითხრეს, მოსწავლეები მწვანე მონასტერში მოსალოცად იყვნენ მისული და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ავტომობილი მდინარეში გადავარდა.

"საშინელება ტრიალებს. ლუკას დედაც ამავე სკოლის მასწავლებელია, ინგლისურს ასწავლის. ბოლო ზარი უკვე დასრულებული იყო, ავტომობილების კოლონა მწვანე მონასტრის ტერიტორიიდან ხაშურისკენ მიდიოდა, სადაც რესტორანში უნდა ექეიფათ. სხვები უკვე წინ იყვნენ და ეს მანქანა უკან იყო, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ვიზუალური დათვალიერებით გარდაცვლილ ბიჭს სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება, არაოფიციალური ვერსიით, წყალში გადავარდნისას შესაძლოა, გული გაუსკდა" - ამბობენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ბორჯომელები.

ambebi.ge -ს შსს-ში მომხდარი დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: