მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერდოღანი პოლიტიკურად ვაჭრობს" - რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი შვედეთის და ფინეთის NATO - ში მიღებას?
"ერდოღანი პოლიტიკურად ვაჭრობს" - რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი შვედეთის და ფინეთის NATO - ში მიღებას?

ნა­ტო­ში აშშ-ის ელჩმა ჯუ­ლი­ა­ნა სმიტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შვე­დე­თი და ფი­ნე­თი ნა­ტოს შე­საძ­ლოა მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვე­ში შე­უ­ერ­თდნენ. ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ალი­ან­სი შეძ­ლებს, ჩრდი­ლო ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ, თურ­ქე­თის მიერ გა­მოთ­ქმულ შეშ­ფო­თე­ბას გა­უმკლავ­დეს. ჩვენ ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვე­კი­დე­ბით მათ ამ შეშ­ფო­თე­ბას... ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ნატო აკე­თებს, უნდა მიღ­წე­უ­ლი იყოს კონ­სენ­სუ­სის გზით, თქვენ უნდა გქონ­დეთ მო­კავ­ში­რის 30 ხმა. ასე რომ, ჩვენ 73 - წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს მო­კავ­ში­რე­თა უთან­ხმო­ე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის ირ­გვლივ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე პი­რა­დად საკ­მა­ოდ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ ვი­პო­ვით გა­მო­სა­ვალს", - გა­ნა­ცხა­და ნა­ტო­ში აშშ-ის ელჩმა.

ნა­ტოს გენმდი­ვა­ნი შვე­დე­თის და ფი­ნე­თის ალი­ან­სში გა­წევ­რე­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბით ხელ­ში

ჯერ­ჯე­რო­ბით სხა­გავ­რად ფიქ­რობს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი.

19 მა­ისს მან კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­ქე­თი შვე­დე­თი­სა და ფი­ნე­თის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე უარს იტყვის.

"არ გვინ­და ერთი და იგი­ვე შეც­დო­მა ორ­ჯერ და­ვუშ­ვათ. ამი­ტომ, ჩვენ მტკი­ცედ გა­ვაგ­რძე­ლებთ პო­ლი­ტი­კას ამ კუ­თხით. ჩვენ ვუ­თხა­რით ჩვენს პარტნი­ო­რებს, რომ უარს ვი­ტყვით შვე­დე­თი­სა და ფი­ნე­თის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბა­ზე. გა­ვაგ­რძე­ლებთ სვლას ნა­ტო­ში იგი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა.

მისი თქმით, “შვე­დე­თი ტე­რო­რიზ­მის ბუ­დეა”, ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი რი­თაც ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ამ­ყა­რებს. თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, შვე­დე­თი და ფი­ნე­თი იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს უჭე­რენ მხარს, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­ში ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან, მათ შო­რის "ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ა­სა" (PKK) და ფე­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლენ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა თუ ცალ­კე­ულ პი­რებს.

კი­დევ რა გა­ნა­პი­რო­ბებს თურ­ქე­თის უარს? ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ჯიპა-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე:

- ერ­დო­ღა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რად ვაჭ­რობს, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ფი­ნეთ­სა და შვე­დეთს მწვა­ნე შუქს აუნ­თებს. თურ­ქე­თის­თვის პირ­ველ რიგ­ში ქურ­თე­ბის თე­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი დიდი ხა­ნია ამ თე­მა­ზე წუხს, რად­გა­ნაც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შვე­დე­თი და ფი­ნე­თი არა მხო­ლოდ იფა­რებ­დნენ "ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც თურ­ქე­თი ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის საფრ­თხედ აღიქ­ვამს, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის პრობ­ლე­მაც, რომ ერ­დო­ღა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კრი­ტი­კა სწო­რედ სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან მო­დი­ო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერ­დო­ღა­ნი ფიქ­რობს, რომ ამ ორი ქვეყ­ნის არა დას­ჯა, არა­მედ თურ­ქუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი და­ყო­ლი­ე­ბა იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო გზა. ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი, არ იქ­ნე­ბა ამ ორი ქვეყ­ნის NATO -ში გა­წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი. არის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი - თურ­ქე­თი ვაჭ­რობს ნა­ტოს­თა­ნაც, სურს რა მი­ი­ღოს F35-ის (ბომბდამ­შენ გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის პროგ­რა­მა) პრო­ექ­ტში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა შემ­თხვე­ვა­შიც მი­ი­ღებს და­მა­ტე­ბით ძლი­ერ ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებს, გაწ­ვრთნის პი­ლო­ტებს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი მისი სა­ჰა­ე­რო უსაფრ­ხო­ე­ბა გახ­დე­ბა უფრო ძლი­ე­რი.

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა რუ­სეთს ჰქონ­დეს თურ­ქე­თის პო­ზი­ცი­ა­ზე გავ­ლე­ნა?

- თურ­ქე­თი ტაქ­ტი­კურ პო­ლი­ტი­კას ირ­ჩევს ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. უკან და­სა­ხევ გზას კი მუ­დამ იტო­ვებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ნა­ტოს­თან მო­ლაპ­რა­კე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ელა­პა­რა­კე­ბო­დეს რუ­სეთ­საც. რე­ა­ლუ­რად სა­დაც უკე­თეს პი­რო­ბას შეს­თვა­ზე­ბენ, ამის მი­ხედ­ვით გა­და­წყვეტს, რო­გორ იმოქ­მე­დებს. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თურ­ქე­თი თა­ვად რუ­სე­თის მი­თი­თე­ბას კი არ ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს, არა­მედ თურ­ქუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა იყოს იმგვა­რი, რომ ორი­ვე მხა­რეს­თან ( NATO / რუ­სე­თი ) ცდი­ლობ­დეს სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას, ნა­ტოს­გან სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად.

- რამ­დე­ნად ღრმაა კონ­ფლიქ­ტი და რას ფიქ­რობთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი?

- ნა­ტო­სა და თურ­ქეთს შო­რის კონ­ფლიქ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 15 წე­ლი­წა­დია "მწიფ­დე­ბა“. სი­ტუ­ა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­ძიმ­და 2013 წელს, რო­დე­საც ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით 2016 წელს, რო­დე­საც თურ­ქეთ­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო, აშშ-მა უარი თქვა თურ­ქე­თის­თვის ფე­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნის გა­და­ცე­მა­ზე, რა­მაც უფრო გა­ამ­ძაფ­რა სი­ტუ­ა­ცია. ასე­ვე ქურ­თე­ბის გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა და ნატო-ს ზო­გი­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორაზ­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი ქმნი­და კი­დევ უფრო მეტ შუღლსა და და­პი­რის­პი­რე­ბას. სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი კი იყო ის, რო­დე­საც თურ­ქეთ­მა რუ­სუ­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ნა­ტოს პო­ლი­ტი­კის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვი­თა­რე­ბით თურ­ქე­თი ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ი­ღოს ნა­ტოს­გან "დახ­მა­რე­ბა“ და თუ ეს არ გა­მო­უ­ვა მა­შინ რუ­სე­თის­გან მი­ი­ღებს.

- რა მე­ქა­ნიზ­მით, შე­იძ­ლე­ბა ამ ვი­თა­რე­ბის დაძ­ლე­ვა?

- უკვე აღ­ვნიშ­ნე, რომ თუ თურ­ქე­თი მი­ი­ღებს იმას, რაც სურს, აუ­ცი­ლებ­ლად და­თან­ხმდე­ბა ამ ორი ქვეყ­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, მაგ­რამ თუ მკაცრ ზო­მებს გან­ვი­ხი­ლავთ, მა­შინ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბი - ია­რა­ღის შე­ზღუდ­ვის ან ნა­ტო­დან დრო­ე­ბით სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ულ­ტი­მა­ტუ­მი, რაც ვფიქ­რობ, ვი­თა­რე­ბას ვერ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, უა­რე­სი კი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და ამან თურ­ქეთს მე­ტად უბიძ­გოს რუ­სე­თი­სა­კენ, რაც ისე­დაც რთულ სი­ტუ­ა­ცი­ას, კი­დევ უფრო ხისტ და კომ­პლექ­სურს გახ­დის...

- ასე­თი ვერ­სი­აც კი გა­მო­ით­ქვა, - შე­იძ­ლე­ბა თურ­ქე­თი NATO -დან გა­რი­ცხო­ნო, რაც ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლუ­რი ჩანს...

- შე­იძ­ლე­ბა მას დრო­ე­ბით შე­უ­ჩერ­დეს სტა­ტუ­სი ან სამ­ხედ­რო საბ­ჭო­დან გა­რი­ცხონ, თუმ­ცა ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი და სა­ში­ში პრე­ცე­დენ­ტი. ეს ის მე­ქა­ნიზ­მე­ბია, რაც არა­ნაკ­ლებ სა­ში­ში და არა­სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა თა­ვად ნა­ტოს სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვი­საც.

ავ­ტო­რი: კესო კვა­რა­ცხე­ლია

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
1

ერდოღანი ჭკვიანია!! რატომაც არა, ფინეთზე და შვედეთზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოა და ამბიციებიც მეტი აქვს...

სანქციების მოხსნისთვის ვაჭრობს!
1

2019 წელს რუსული ს-400 ების ყიდვის გამო დაედო ამერიკიდან სანქციები და ფ-35 თვითმფრინავების პროგრამიდან გათიშეს! კიდევ შეეხო სხვა სანქციებიც. თურქეთი პირველი ნატოს წევრი სახელმწიფოა რომელმაც რუსული შეიარაღება შეიძინა რაც წესდების დარღვევაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ერდოღანი პოლიტიკურად ვაჭრობს" - რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი შვედეთის და ფინეთის NATO - ში მიღებას?

"ერდოღანი პოლიტიკურად ვაჭრობს" - რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი შვედეთის და ფინეთის NATO - ში მიღებას?

ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიანა სმიტმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვეში შეუერთდნენ. ამერიკელი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ალიანსი შეძლებს, ჩრდილო ევროპული ქვეყნების გაწევრების შესახებ, თურქეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას გაუმკლავდეს. ჩვენ ყველანი ძალიან სერიოზულად ვეკიდებით მათ ამ შეშფოთებას... ყველაფერი, რასაც ნატო აკეთებს, უნდა მიღწეული იყოს კონსენსუსის გზით, თქვენ უნდა გქონდეთ მოკავშირის 30 ხმა. ასე რომ, ჩვენ 73 - წლიანი გამოცდილება გვაქვს მოკავშირეთა უთანხმოებაზე მუშაობის ირგვლივ და აქედან გამომდინარე, მე პირადად საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით გამოსავალს", - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა.

ნატოს გენმდივანი შვედეთის და ფინეთის ალიანსში გაწევრების განაცხადებით ხელში

ჯერჯერობით სხაგავრად ფიქრობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

19 მაისს მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე უარს იტყვის.

"არ გვინდა ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ დავუშვათ. ამიტომ, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ პოლიტიკას ამ კუთხით. ჩვენ ვუთხარით ჩვენს პარტნიორებს, რომ უარს ვიტყვით შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებაზე. გავაგრძელებთ სვლას ნატოში იგივე მიმართულებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, “შვედეთი ტერორიზმის ბუდეა”, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რითაც ჩვენი მეზობელი საკუთარ პოზიციას ამყარებს. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, შვედეთი და ფინეთი იმ ორგანიზაციებს უჭერენ მხარს, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევიან, მათ შორის "ქურთისტანის მუშათა პარტიასა" (PKK) და ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პირებს.

კიდევ რა განაპირობებს თურქეთის უარს? ამ თემაზე გვესაუბრება ჯიპა-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი გიორგი კობერიძე:

- ერდოღანი პოლიტიკურად ვაჭრობს, თავისი ინტერესების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, ფინეთსა და შვედეთს მწვანე შუქს აუნთებს. თურქეთისთვის პირველ რიგში ქურთების თემაა მნიშვნელოვანი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ხანია ამ თემაზე წუხს, რადგანაც დიდი ხნის განმავლობაში შვედეთი და ფინეთი არა მხოლოდ იფარებდნენ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წარმომადგენლებს, რომელთაც თურქეთი ქვეყნის სტაბილურობის საფრთხედ აღიქვამს, არამედ მნიშვნელოვანია ის პრობლემაც, რომ ერდოღანის პოლიტიკური თუ სამხედრო ღონისძიებების კრიტიკა სწორედ სკანდინავიის ქვეყნებიდან მოდიოდა. აქედან გამომდინარე, ერდოღანი ფიქრობს, რომ ამ ორი ქვეყნის არა დასჯა, არამედ თურქული ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დაყოლიება იქნება საუკეთესო გზა. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი, არ იქნება ამ ორი ქვეყნის NATO -ში გაწევრების წინააღმდეგი. არის კიდევ ერთი მიზეზი - თურქეთი ვაჭრობს ნატოსთანაც, სურს რა მიიღოს F35-ის (ბომბდამშენ გამანადგურებლების პროგრამა) პროექტში ჩართვის შესაძლებლობა, რა შემთხვევაშიც მიიღებს დამატებით ძლიერ ავიაგამანადგურებლებს, გაწვრთნის პილოტებს, საბოლოო ჯამში კი მისი საჰაერო უსაფრხოება გახდება უფრო ძლიერი.

გიორგი კობერიძე

- შეიძლება თუ არა რუსეთს ჰქონდეს თურქეთის პოზიციაზე გავლენა?

- თურქეთი ტაქტიკურ პოლიტიკას ირჩევს ქვეყნებთან ურთიერთობისას. უკან დასახევ გზას კი მუდამ იტოვებს. შესაძლებელია, რომ ნატოსთან მოლაპრაკების პარალელურად ელაპარაკებოდეს რუსეთსაც. რეალურად სადაც უკეთეს პირობას შესთვაზებენ, ამის მიხედვით გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ თურქეთი თავად რუსეთის მითითებას კი არ ემორჩილებოდეს, არამედ თურქული მოლაპარაკება იყოს იმგვარი, რომ ორივე მხარესთან ( NATO / რუსეთი ) ცდილობდეს საერთო ენის გამონახვას, ნატოსგან სასურველი შედეგის მისაღებად.

- რამდენად ღრმაა კონფლიქტი და რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- ნატოსა და თურქეთს შორის კონფლიქტი დაახლოებით 15 წელიწადია "მწიფდება“. სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა 2013 წელს, როდესაც ტაქსიმის მოედანზე მძიმე მოვლენები განვითარდა. მოგვიანებით 2016 წელს, როდესაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, აშშ-მა უარი თქვა თურქეთისთვის ფეთჰულაჰ გიულენის გადაცემაზე, რამაც უფრო გაამძაფრა სიტუაცია. ასევე ქურთების გადაუჭრელი პრობლემა და ნატო-ს ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან ამასთან დაკავშირებული ორაზროვანი მოსაზრებები ქმნიდა კიდევ უფრო მეტ შუღლსა და დაპირისპირებას. საბოლოო წერტილი კი იყო ის, როდესაც თურქეთმა რუსული იარაღის შეძენა დაიწყო, რომელიც ნატოს პოლიტიკისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამჟამინდელი ვითარებით თურქეთი ცდილობს მაქსიმალურად მიიღოს ნატოსგან "დახმარება“ და თუ ეს არ გამოუვა მაშინ რუსეთისგან მიიღებს.

- რა მექანიზმით, შეიძლება ამ ვითარების დაძლევა?

- უკვე აღვნიშნე, რომ თუ თურქეთი მიიღებს იმას, რაც სურს, აუცილებლად დათანხმდება ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებას, მაგრამ თუ მკაცრ ზომებს განვიხილავთ, მაშინ ეს შეიძლება იყოს დამატებითი სანქციები - იარაღის შეზღუდვის ან ნატოდან დროებით სტატუსის შეჩერების თაობაზე ულტიმატუმი, რაც ვფიქრობ, ვითარებას ვერ გააუმჯობესებს, უარესი კი შეიძლება მოხდეს და ამან თურქეთს მეტად უბიძგოს რუსეთისაკენ, რაც ისედაც რთულ სიტუაციას, კიდევ უფრო ხისტ და კომპლექსურს გახდის...

- ასეთი ვერსიაც კი გამოითქვა, - შეიძლება თურქეთი NATO -დან გარიცხონო, რაც ძალიან არარეალური ჩანს...

- შეიძლება მას დროებით შეუჩერდეს სტატუსი ან სამხედრო საბჭოდან გარიცხონ, თუმცა ეს იქნება ძალიან ნეგატიური და საშიში პრეცედენტი. ეს ის მექანიზმებია, რაც არანაკლებ საშიში და არასასურველი იქნება თავად ნატოს სტაბილურობისთვისაც.

ავტორი: კესო კვარაცხელია