მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში მშენებარე ბინა გავყიდე და აქ მიწა ვიყიდეთ... ქალაქში გადაღებებზე მატარებლით ჩავდივარ" - ზღვისპირეთში გადასახლებული ცნობილი მსახიობის შეცვლილი ცხოვრება
"თბილისში მშენებარე ბინა გავყიდე და აქ მიწა ვიყიდეთ... ქალაქში გადაღებებზე მატარებლით ჩავდივარ" - ზღვისპირეთში გადასახლებული ცნობილი მსახიობის შეცვლილი ცხოვრება

მსა­ხი­ობ­მა ლე­ვან სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფსევ­დო­ნი­მი ლე­ვან კაპ­რო­ვა­ნე­ლი და­ირ­ქვა. მას არა­ფე­რი მო­უ­გო­ნია, მარ­თლა კაპ­რო­ვა­ნე­ლია, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ზღვის­პი­რეთ­ში, კაპ­რო­ვან­ში (ად­გი­ლი შეკ­ვე­თილ­სა და ურეკს შო­რის) და­სახ­ლდა.

"2012 წელს მე და ჩემი ცოლი მა­მუ­კა ღლონტთან სტუმ­რად ვი­ყა­ვით. აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა... თბი­ლის­ში მშე­ნე­ბა­რე ბინა გვქონ­და, ის გავ­ყი­დე და აქ მიწა ვი­ყი­დეთ. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კი ჩემს ქვისლს ვუ­თხა­რი, მოდი, რამე გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი და ასეც მოხ­და. სახ­ლი ავა­შე­ნეთ. მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში უკვე იდეა მო­მი­ვი­და, სახ­ლის­თვის კო­მერ­ცი­უ­ლი სახე მიგ­ვე­ცა. შევ­თან­ხმდით და სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გა­ვა­კე­თეთ ლა­მაზ და წყნარ გა­რე­მო­ში... მოკ­ლედ, ამ საქ­მე­ში ვართ ერთი ოჯა­ხი - მე, ჩემი ცოლი, მისი და და მისი მე­უღ­ლე... მე ძი­რი­თა­დად სულ აქ ვარ" - გვე­უბ­ნე­ბა ლე­ვა­ნი.

- აქ სიმ­შვი­დე­ში ვართ, რა­საც ადა­მი­ა­ნი თბი­ლის­ში ძა­ლი­ან მო­ნატ­რე­ბუ­ლია. გარ­და ამი­სა, პა­ტა­რა ბოს­ტა­ნი გა­ვა­კე­თე, - მცე­ნა­რე­ებ­მა და­მა­ინ­ტე­რე­სა. სა­ერ­თოდ, ვინც გა­და­წყვეტს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ერ­თოს, ნამ­დვი­ლად კარგ ნა­ბიჯს გა­დად­გამს, და­მი­ჯე­რეთ, სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა. მგო­ნი, ჯო­ბია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ფელს ნელ-ნელა და­უბ­რუნ­დნენ.

- ამ ყვე­ლა­ფერს ად­ვი­ლად აუღე ალღო?

- ზო­გა­დად ასე­თი ტიპი არ ვი­ყა­ვი, რომ მსგავს გა­რე­მო­ში დიდ­ხანს გა­მეძ­ლო. ცოტა ქა­ო­სი მიყ­ვარს. ეს საქ­მე­ე­ბი, რა­საც ახლა ვა­კე­თებ, არ ვი­ცო­დი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არც ვყო­ფილ­ვარ. ასე აქ პირ­ვე­ლად მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში "მო­ვი­წამ­ლე". არა­და, ადრე მა­მუ­კა ღლონ­ტი თა­ვის საქ­მე­ებ­ზე რომ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და (იცით, რომ ის აქ ყვე­ლა­ზე ადრე და­სახ­ლდა და დიდ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წია), ვერ ვხვდე­ბო­დი, რას მე­უბ­ნე­ბო­და. ახლა ზუს­ტად მეს­მის და ვხდე­ბი... მოკ­ლედ, ასეა, ერთ რა­ღა­ცას რომ გა­ა­კე­თებ, სხვა რამი გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი ისევ გიჩ­ნდე­ბა. ჩემ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და. თა­ვი­დან ხე დავრგე და ინ­ტე­რე­სი თან­და­თან მო­ვი­და...

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მი­წას ვა­მუ­შა­ვებ და თან, ზღავ­ზე ვარ - სხვა სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი, რაც მსი­ა­მოვ­ნებს... შარ­შან სამი და­სა­ხე­ლე­ბის მწვა­ნი­ლი, ასე­ვე კიტ­რი დავ­თე­სე, რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ყვა­ვი­ლი დავრგე და ყვე­ლა­ფერს ვუვ­ლი­დი. მერე საქ­მემ ისე მი­მი­ზი­და, რომ წელს უკვე რა­ღა­ცე­ბი წა­ვი­კი­თხე, ცოტა ცოდ­ნა შე­ვი­ძი­ნე, გა­ნათ­ლე­ბა ავი­მაღ­ლე და რა­ღა­ცე­ბი უკე­თე­სად გა­ვა­კე­თე. ამას იმ­ხე­ლა აზარ­ტი აქვს, ისე გა­ინ­ტე­რე­სებს, მერე ყვე­ლა­ფერს რო­გორც შვილს, ისე უვლი. სო­ფე­ლი გი­ზი­დავს. სამ­წუ­ხა­როა, რომ თა­ო­ბე­ბი მი­წას მოვ­წყდით, ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ შრო­მას გა­და­ეჩ­ვივ­ნენ და და­ი­ვი­წყეს. ბევ­რი თა­ო­ბა გა­ი­ზარ­და, ვი­საც სო­ფელ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია...

ბავ­შვო­ბა­ში მახ­სოვს, პა­პას რომ ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ მა­შინ ამ ყვე­ლა­ფერს ასე ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი... აგა­რა­კი კარ­გია, მაგ­რამ ერთხელ რომ იგ­რძნობ მი­წის მადლს, მცე­ნა­რეს რომ და­უ­მე­გობ­რდე­ბი, ხეს რომ დარ­გავ, უკვე შე­ნია და, რო­გორც ვთქვი, მე­ტის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა. ძა­ლი­ან მა­გა­რი რა­ღა­ცაა, თუ ადა­მი­ა­ნი ამას შე­იგ­რძნობს და მინ­და, ეს ყვე­ლამ გა­ნი­ცა­დოს.

- მი­წის ფარ­თო­ბი დი­დია?

- არ არის დიდი ფარ­თო­ბი. ჩვე­ნი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს უკა­ნა მხა­რეს, ცოტა ხრი­ო­კი იყო და გა­დავ­წყვი­ტე, გა­მე­ლა­მა­ზე­ბი­ნა, რო­მელ­საც სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ვა­მუ­შა­ვებ. ამ ეკოლ­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტით ჩვე­ნი სტუმ­რე­ბიც სარ­გებ­ლო­ბენ.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა და­ი­ვი­წყე?

- არა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობ. არის ახა­ლი იუ­თუბ­სე­რი­ა­ლი - "ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი", ჩპს, საკ­მა­ოდ კარ­გი და პო­პუ­ლა­რუ­ლი­ცაა, ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. სამ­შა­ბა­თო­ბით თბი­ლის­ში გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ვარ.

- კაპ­რო­ვა­ნი ისე გიყ­ვარს, რომ ფსევ­დო­ნი­მიც - ლე­ვან კაპ­რო­ვა­ნე­ლი შე­იქ­მე­ნი, რი­თაც აქა­უ­რო­ბას ერ­თგვა­რად არეკ­ლა­მებ, ხომ?

- იმი­ტომ და­ვირ­ქვი, რომ კაპ­რო­ვანს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ვუ­წიო. აქა­უ­რო­ბას რა­ტომ­ღაც შეკ­ვე­თილს უწო­დებ­დნენ, მა­მუ­კამ წა­მო­ი­წყო ეს საქ­მე, რომ ჩვე­ნი და­სახ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად კაპ­რო­ვა­ნის სა­ხე­ლით მო­ვიხ­სე­ნი­ოთ. ყვე­ლამ უნდა თქვას, რომ ეს და­სახ­ლე­ბა კაპ­რო­ვა­ნია და არა შეკ­ვე­თი­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მეც პა­ტა­რა აგუ­რი დავ­დე და სტუმ­რე­ბი, უცხო­ე­ბი რომ მო­დი­ან, უკვე კაპ­რო­ვანს კი­თხუ­ლო­ბენ.

- ამ და­ბის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში გზა გაკ­ვა­ლეთ...

- მა­მუ­კა ამ მხრივ პირ­ვე­ლია. ვთა­ვა­ზობ, - კაპ­რო­ვა­ნის მერი გახ­დი-მეთ­ქი. ხომ გვჭირ­დე­ბა პატ­რო­ნი?!

- ოთხი შვი­ლის მამა ხარ - ბავ­შვებს უყ­ვართ აქ ყოფ­ნა?

- კი, რო­გორ არა. დღეს გა­ვა­ცი­ლე, აქ იყ­ვნენ. ჩვენ მა­ტა­რებ­ლით ვსარ­გებ­ლობთ და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ. ურეკ­ში აქ­ვეა სად­გუ­რი, ვჯდე­ბი მა­ტა­რე­ბელ­ზე, მივ­დი­ვარ გა­და­ღე­ბა­ზე და მე­ო­რე დღეს უკა­ნაც მა­ტა­რებ­ლით ვბრუნ­დე­ბი.

- მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბის სხვა ტალ­ღა­ზე გა­და­სულ­ხარ...

- ასე გა­მო­ვი­და... ჩვე­ნი სახ­ლი­დან 150 მეტრში დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კია, იმის შემ­დეგ "მუ­სი­კოს­თა პარ­კი", აქეთ "წვერ­მა­ღა­ლას პარ­კი", "ცი­ცი­ნა­თე­ლა", "მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის პარ­კი“, ასე­ვე „ბლექ­სი-არე­ნა,“ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, - პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა. რა­ღაც სხვა კუნ­ძუ­ლია და იმ­დე­ნად მსი­ა­მოვ­ნებს აქ ყოფ­ნა, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. სა­ღა­მო­ო­ბით, ვე­ლო­სი­პე­დით რამ­დენ­ჯერ გა­დავ­სულ­ვარ "მუ­სი­კო­სე­ბის პარკში", სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო, სიმ­შვი­დე და სი­წყნა­რეა, - სხვა­გან სად უნდა წახ­ვი­დე?! გარ­თო­ბა რომ მო­მე­ნატ­რე­ბა, აქვე ბა­თუ­მი და ჩა­ვირ­ბენ პა­რას­კევს და ეგ არის... მორ­ჩა, ახლა ჩვე­ნი ოჯა­ხი ნელ-ნელა აქეთ ვბარ­გდე­ბით საქ­მი­თაც და სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც. ერ­თა­დერ­თი - ბავ­შვე­ბი თბი­ლის­ში სკო­ლა­ში რომ და­დი­ან, მთლი­ა­ნად გად­მოს­ვლა ამი­ტომ ფერ­ხდე­ბა.

- კო­მერ­ცი­უ­ლი ამ­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი ხართ? პან­დე­მი­ამ ხელი ხომ არ შე­გი­შა­ლათ?

- სას­ტუმ­რო პან­დე­მი­ის წელს გავ­ხსე­ნით, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ცა­რი­ე­ლი არ ყო­ფი­ლა. ვი­ზი­ტო­რე­ბის რი­ცხვმა ზამ­თარ­შიც მო­ი­მა­ტა. აქ მოს­ვლის მსურ­ვე­ლე­ბი, ტუ­რის­ტე­ბი არი­ან. თუ წვი­მა არ არის, ცუდი ამინ­დე­ბი არ იცის. ამინ­დის მხრივ ყვე­ლა­ზე ცუდი თვე თე­ბერ­ვა­ლია. იან­ვარ­შიც თუ 13-14 გრა­დუ­სია, ძა­ლი­ან თბი­ლა, მაგ დროს გა­რეთ მა­ი­სუ­რი­თაც მივ­ლია. აქ რომ მოძ­რა­ობ, და­დი­ხარ, თან, მზეც რომ აჭერს, ისე­თი სი­ცხეა ხოლ­მე, გა­ოც­დე­ბით. ამი­ტომ ამ სი­წყნა­რე­ში უმე­ტე­სად წყვი­ლე­ბი მო­დი­ან, უი­კენ­დებ­ზე ოჯა­ხე­ბით ჩა­მო­დი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, სულ დატ­ვირ­თუ­ლია. ადა­მი­ა­ნებს ოჯახ­თან ერ­თად, სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მშვიდ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნი­ათ. ასე რომ, აქა­უ­რო­ბა ნელ-ნელა ზამ­თრის კუ­რორ­ტიც ხდე­ბა. მა­გა­რი "სა­კა­ი­ფოა", - ზამ­თარ­ში ზღვის პი­რას სით­ბო­ში ჯდო­მა...

- მანდ და­სა­ხე­ლე­ბის მი­ზე­ზი, რო­გორც გა­ირ­კვა, მა­ინც მა­მუ­კა ღლონტთან სტუმ­რო­ბა გახ­და და კაპ­რო­ვან­ში და­სახ­ლე­ბის იდე­აც მა­შინ გაჩ­ნდა. შენ და ბა­ტო­ნი მა­მუ­კა მე­გობ­რე­ბი იყა­ვით, ახლა უკვე მე­ზობ­ლე­ბიც ხართ. რას გვე­ტყვი, მე­ზო­ბელ­ზე?

- რე­ა­ლი­თი­შო­უმ­დე („ამ­ტა­ნი“) მე­გობ­რე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ. პრო­ექ­ტი რომ დამ­თავ­რდა, მერე დავ­მე­გობ­რდით, რად­გა­ნაც ჩვე­ნი გზე­ბი, ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე, ბევ­რჯერ გა­და­იკ­ვე­თა... მა­ნამ­დეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და და­მე­გობ­რე­ბა-დაძ­მა­კა­ცე­ბის მერე, მე­ტად. ჩემ­თვის ერთ-ერთი სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნია თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით, მო­რა­ლით, პრინ­ცი­პე­ბით... ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც რა­ღა­ცებ­ში ვე­თან­ხმე­ბი. მა­მუ­კას აზრი ყვე­ლა საკ­ვან­ძო სა­კი­თხზე ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ. ისე მოხ­და, რომ აქაც ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით. ხში­რად ყო­ფი­ლა, რომ ამ­ხე­ლა კაპ­რო­ვან­ში მხო­ლოდ მე და მა­მუ­კა ვყო­ფილ­ვართ მთე­ლი ზამ­თა­რი...

- რო­გო­რია უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი?

- გეგ­მე­ბი გვაქვს, მაგ­რამ მთა­ვა­რია ქვე­ყა­ნა­ზე მშვი­დო­ბა, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის, სამ­ყა­როს­თვის - ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, მათ შო­რის, უსარ­გებ­ლო ტი­პებ­საც, სა­სარ­გებ­ლო საქ­მე ნა­ხონ. სცა­დონ მი­წას­თან რა­ღაც. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბათ. ქვეყ­ნის­თვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბა. გა­რის­კვა ღირს და ჯობს.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
2

წარმატებებიი კველა მშრომელ ადამიანს.

გიორგი
1

წარმატებები ლევანს! მაგარი ადგილია და კარგ საქმეს აკეთებს.ბევრს შურს, აქ კომენტარებშიც გამოჩნდა :) 

ავტორი:

"თბილისში მშენებარე ბინა გავყიდე და აქ მიწა ვიყიდეთ... ქალაქში გადაღებებზე მატარებლით ჩავდივარ" - ზღვისპირეთში გადასახლებული ცნობილი მსახიობის შეცვლილი ცხოვრება

"თბილისში მშენებარე ბინა გავყიდე და აქ მიწა ვიყიდეთ... ქალაქში გადაღებებზე მატარებლით ჩავდივარ" - ზღვისპირეთში გადასახლებული ცნობილი მსახიობის შეცვლილი ცხოვრება

მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა ბოლო დროს სოციალურ ქსელში ფსევდონიმი ლევან კაპროვანელი დაირქვა. მას არაფერი მოუგონია, მართლა კაპროვანელია, უკვე რამდენიმე წელია, ზღვისპირეთში, კაპროვანში (ადგილი შეკვეთილსა და ურეკს შორის) დასახლდა.

"2012 წელს მე და ჩემი ცოლი მამუკა ღლონტთან სტუმრად ვიყავით. აქაურობა ძალიან მოგვეწონა... თბილისში მშენებარე ბინა გვქონდა, ის გავყიდე და აქ მიწა ვიყიდეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ჩემს ქვისლს ვუთხარი, მოდი, რამე გავაკეთოთ-მეთქი და ასეც მოხდა. სახლი ავაშენეთ. მშენებლობის პერიოდში უკვე იდეა მომივიდა, სახლისთვის კომერციული სახე მიგვეცა. შევთანხმდით და საოჯახო სასტუმრო გავაკეთეთ ლამაზ და წყნარ გარემოში... მოკლედ, ამ საქმეში ვართ ერთი ოჯახი - მე, ჩემი ცოლი, მისი და და მისი მეუღლე... მე ძირითადად სულ აქ ვარ" - გვეუბნება ლევანი.

- აქ სიმშვიდეში ვართ, რასაც ადამიანი თბილისში ძალიან მონატრებულია. გარდა ამისა, პატარა ბოსტანი გავაკეთე, - მცენარეებმა დამაინტერესა. საერთოდ, ვინც გადაწყვეტს, ამ მიმართულებით გადაერთოს, ნამდვილად კარგ ნაბიჯს გადადგამს, დამიჯერეთ, სხვა ინტერესები გაუჩნდება. მგონი, ჯობია, რომ ადამიანები სოფელს ნელ-ნელა დაუბრუნდნენ.

- ამ ყველაფერს ადვილად აუღე ალღო?

- ზოგადად ასეთი ტიპი არ ვიყავი, რომ მსგავს გარემოში დიდხანს გამეძლო. ცოტა ქაოსი მიყვარს. ეს საქმეები, რასაც ახლა ვაკეთებ, არ ვიცოდი, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ სიტუაციაში არც ვყოფილვარ. ასე აქ პირველად მშენებლობის პერიოდში "მოვიწამლე". არადა, ადრე მამუკა ღლონტი თავის საქმეებზე რომ მელაპარაკებოდა (იცით, რომ ის აქ ყველაზე ადრე დასახლდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია), ვერ ვხვდებოდი, რას მეუბნებოდა. ახლა ზუსტად მესმის და ვხდები... მოკლედ, ასეა, ერთ რაღაცას რომ გააკეთებ, სხვა რამი გაკეთების სურვილი ისევ გიჩნდება. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. თავიდან ხე დავრგე და ინტერესი თანდათან მოვიდა...

წარმოიდგინეთ, მიწას ვამუშავებ და თან, ზღავზე ვარ - სხვა სამყაროში მოვხვდი, რაც მსიამოვნებს... შარშან სამი დასახელების მწვანილი, ასევე კიტრი დავთესე, რამდენიმე სახეობის ყვავილი დავრგე და ყველაფერს ვუვლიდი. მერე საქმემ ისე მიმიზიდა, რომ წელს უკვე რაღაცები წავიკითხე, ცოტა ცოდნა შევიძინე, განათლება ავიმაღლე და რაღაცები უკეთესად გავაკეთე. ამას იმხელა აზარტი აქვს, ისე გაინტერესებს, მერე ყველაფერს როგორც შვილს, ისე უვლი. სოფელი გიზიდავს. სამწუხაროა, რომ თაობები მიწას მოვწყდით, ადამიანები ასეთ შრომას გადაეჩვივნენ და დაივიწყეს. ბევრი თაობა გაიზარდა, ვისაც სოფელთან შეხება არ ჰქონია...

ბავშვობაში მახსოვს, პაპას რომ ვეხმარებოდი, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს ასე ვერ აღვიქვამდი... აგარაკი კარგია, მაგრამ ერთხელ რომ იგრძნობ მიწის მადლს, მცენარეს რომ დაუმეგობრდები, ხეს რომ დარგავ, უკვე შენია და, როგორც ვთქვი, მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება. ძალიან მაგარი რაღაცაა, თუ ადამიანი ამას შეიგრძნობს და მინდა, ეს ყველამ განიცადოს.

- მიწის ფართობი დიდია?

- არ არის დიდი ფართობი. ჩვენი საოჯახო სასტუმროს უკანა მხარეს, ცოტა ხრიოკი იყო და გადავწყვიტე, გამელამაზებინა, რომელსაც სეზონების მიხედვით ვამუშავებ. ამ ეკოლლოგიურად სუფთა პროდუქტით ჩვენი სტუმრებიც სარგებლობენ.

- მსახიობობა დაივიწყე?

- არა, ამ მიმართულებითაც ვმუშაობ. არის ახალი იუთუბსერიალი - "ჩვენი პირველი სერიალი", ჩპს, საკმაოდ კარგი და პოპულარულიცაა, ბევრი მაყურებელი ჰყავს. სამშაბათობით თბილისში გადაღებაზე მივდივარ.

- კაპროვანი ისე გიყვარს, რომ ფსევდონიმიც - ლევან კაპროვანელი შეიქმენი, რითაც აქაურობას ერთგვარად არეკლამებ, ხომ?

- იმიტომ დავირქვი, რომ კაპროვანს პოპულარიზაცია გავუწიო. აქაურობას რატომღაც შეკვეთილს უწოდებდნენ, მამუკამ წამოიწყო ეს საქმე, რომ ჩვენი დასახლება აქტიურად კაპროვანის სახელით მოვიხსენიოთ. ყველამ უნდა თქვას, რომ ეს დასახლება კაპროვანია და არა შეკვეთილი. ამ მიმართულებით მეც პატარა აგური დავდე და სტუმრები, უცხოები რომ მოდიან, უკვე კაპროვანს კითხულობენ.

- ამ დაბის აღმშენებლობაში გზა გაკვალეთ...

- მამუკა ამ მხრივ პირველია. ვთავაზობ, - კაპროვანის მერი გახდი-მეთქი. ხომ გვჭირდება პატრონი?!

- ოთხი შვილის მამა ხარ - ბავშვებს უყვართ აქ ყოფნა?

- კი, როგორ არა. დღეს გავაცილე, აქ იყვნენ. ჩვენ მატარებლით ვსარგებლობთ და ძალიან კმაყოფილები ვართ. ურეკში აქვეა სადგური, ვჯდები მატარებელზე, მივდივარ გადაღებაზე და მეორე დღეს უკანაც მატარებლით ვბრუნდები.

- მოკლედ, ცხოვრების სხვა ტალღაზე გადასულხარ...

- ასე გამოვიდა... ჩვენი სახლიდან 150 მეტრში დენდროლოგიური პარკია, იმის შემდეგ "მუსიკოსთა პარკი", აქეთ "წვერმაღალას პარკი", "ციცინათელა", "მინიატიურების პარკი“, ასევე „ბლექსი-არენა,“ წარმოიდგინეთ, - პატარა ქვეყანაა. რაღაც სხვა კუნძულია და იმდენად მსიამოვნებს აქ ყოფნა, ვერ წარმოიდგენთ. საღამოობით, ველოსიპედით რამდენჯერ გადავსულვარ "მუსიკოსების პარკში", სასიამოვნო გარემო, სიმშვიდე და სიწყნარეა, - სხვაგან სად უნდა წახვიდე?! გართობა რომ მომენატრება, აქვე ბათუმი და ჩავირბენ პარასკევს და ეგ არის... მორჩა, ახლა ჩვენი ოჯახი ნელ-ნელა აქეთ ვბარგდებით საქმითაც და საცხოვრებლადაც. ერთადერთი - ბავშვები თბილისში სკოლაში რომ დადიან, მთლიანად გადმოსვლა ამიტომ ფერხდება.

- კომერციული ამბით კმაყოფილები ხართ? პანდემიამ ხელი ხომ არ შეგიშალათ?

- სასტუმრო პანდემიის წელს გავხსენით, მიუხედავად ამისა, ცარიელი არ ყოფილა. ვიზიტორების რიცხვმა ზამთარშიც მოიმატა. აქ მოსვლის მსურველები, ტურისტები არიან. თუ წვიმა არ არის, ცუდი ამინდები არ იცის. ამინდის მხრივ ყველაზე ცუდი თვე თებერვალია. იანვარშიც თუ 13-14 გრადუსია, ძალიან თბილა, მაგ დროს გარეთ მაისურითაც მივლია. აქ რომ მოძრაობ, დადიხარ, თან, მზეც რომ აჭერს, ისეთი სიცხეა ხოლმე, გაოცდებით. ამიტომ ამ სიწყნარეში უმეტესად წყვილები მოდიან, უიკენდებზე ოჯახებით ჩამოდიან. შესაბამისად, სულ დატვირთულია. ადამიანებს ოჯახთან ერთად, სუფთა ჰაერზე, მშვიდ გარემოში ყოფნა ურჩევნიათ. ასე რომ, აქაურობა ნელ-ნელა ზამთრის კურორტიც ხდება. მაგარი "საკაიფოა", - ზამთარში ზღვის პირას სითბოში ჯდომა...

- მანდ დასახელების მიზეზი, როგორც გაირკვა, მაინც მამუკა ღლონტთან სტუმრობა გახდა და კაპროვანში დასახლების იდეაც მაშინ გაჩნდა. შენ და ბატონი მამუკა მეგობრები იყავით, ახლა უკვე მეზობლებიც ხართ. რას გვეტყვი, მეზობელზე?

- რეალითიშოუმდე („ამტანი“) მეგობრები არ ვყოფილვართ. პროექტი რომ დამთავრდა, მერე დავმეგობრდით, რადგანაც ჩვენი გზები, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ბევრჯერ გადაიკვეთა... მანამდეც ძალიან მიყვარდა და დამეგობრება-დაძმაკაცების მერე, მეტად. ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო ადამიანია თავისი ცხოვრებით, მორალით, პრინციპებით... ერთეული ადამიანები არიან, ვისაც რაღაცებში ვეთანხმები. მამუკას აზრი ყველა საკვანძო საკითხზე ჩემთვის მისაღებია. ძალიან დიდ პატივს ვცემ. ისე მოხდა, რომ აქაც ერთად აღმოვჩნდით. ხშირად ყოფილა, რომ ამხელა კაპროვანში მხოლოდ მე და მამუკა ვყოფილვართ მთელი ზამთარი...

- როგორია უახლოესი გეგმები?

- გეგმები გვაქვს, მაგრამ მთავარია ქვეყანაზე მშვიდობა, ასევე ჯანმრთელობა. ადამიანებისთვის, კაცობრიობისთვის, სამყაროსთვის - ეს მნიშვნელოვანია. ყველას ვუსურვებ, მათ შორის, უსარგებლო ტიპებსაც, სასარგებლო საქმე ნახონ. სცადონ მიწასთან რაღაც. ძალიან მოეწონებათ. ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. გარისკვა ღირს და ჯობს.