პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Reuters: "აზოვსტალიდან" გაყვანილი უკრაინელი მეომრების ნაწილი რუსების მიერ კონტროლირებად ოლენივკის საპატიმროში გადაიყვანეს, მათ შორის არიან ქალებიც - რა ელის მათ?
Reuters: "აზოვსტალიდან" გაყვანილი უკრაინელი მეომრების ნაწილი რუსების მიერ კონტროლირებად ოლენივკის საპატიმროში  გადაიყვანეს, მათ შორის არიან ქალებიც - რა ელის მათ?

უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში მდე­ბა­რე "აზოვსტა­ლის" ქარ­ხნი­დან უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე Reuters-ი ახალ ცნო­ბებს აქ­ვე­ნებს.

სწო­რედ ეს გა­მო­ცე­მა იყო პირ­ვე­ლი, რომ­ლე­მაც 17 მა­ისს, სა­ღა­მოს, გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სუ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის თან­ხლე­ბით, "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა შვიდ­მა ავ­ტო­ბუს­მა, რომ­ლებ­შიც უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ომ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათი ზუს­ტი რი­ცხვი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

მა­ნამ­დე, 16 მა­ისს კი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია 53 მძი­მედ დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო, რომ­ლე­ბიც გა­და­იყ­ვა­ნეს ოკუ­პან­ტე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ქა­ლა­ქის ნო­ვო­ა­ზოვ­სკის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, "აზოვსტა­ლის" კი­დევ 211 დამ­ცვე­ლი კი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნით ჩა­იყ­ვა­ნეს ოლე­ნივ­კა­ში, სა­ი­და­ნაც გენშტა­ბის მტკი­ცე­ბით "გაც­ვლის პრო­ცე­დუ­რით“ და­აბ­რუ­ნე­ბენ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ შვი­დი ავ­ტო­ბუ­სით გაყ­ვა­ნი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ სო­ფელ ოლე­ნივ­კა­ში, ახ­ლად გახ­სნილ სა­პა­ტიმ­რო­ში მი­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ თვითმხილ­ველ­მა აც­ნო­ბა სა­ა­გენ­ტოს.

ოლე­ნივ­კა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლიც არის.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე მხა­რე ლა­პა­რა­კობ­და შე­თან­ხმე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ყვე­ლა უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ტო­ვებ­და ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნას, ბევ­რი დე­ტა­ლი ჯერ კი­დევ არ არის სა­ჯა­რო, მათ შო­რის, რამ­დე­ნი მებ­რძო­ლი დარ­ჩა შიგ­ნით და იყო თუ არა შე­თან­ხმე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის რა­ი­მე ფორ­მა.

კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბით, პუ­ტინ­მა პი­რა­დად გას­ცა გა­რან­ტია, რომ პა­ტიმ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ე­პყრო­ბოდ­ნენ, უკ­რა­ი­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ მათი გაც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია რუს ტყვე­ებ­ში.

გა­ე­რო­ში რუ­სე­თის ელ­ჩის მო­ად­გი­ლემ, დი­მიტ­რი პო­ლი­ანსკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბა არ ყო­ფი­ლა და "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა: "არ ვი­ცო­დი, რომ ინ­გლი­სურს ამ­დე­ნი ვა­რი­ა­ცია ჰქონ­და ერთი გზავ­ნი­ლის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად: #აზო­ვე­ლე­ბი უპი­რო­ბოდ და­ნებ­დნენ“, - და­წე­რა მან.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TASS იტყო­ბი­ნე­ბა, რომ რუ­სუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი, აპი­რე­ბენ და­კი­თხონ უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, მათ შო­რის "აზო­ვის" ბა­ტა­ლი­ო­ნის წევ­რე­ბი იმ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც მოს­კო­ვი უწო­დებს: "უკ­რა­ი­ნის რე­ჟი­მის და­ნა­შა­უ­ლებს".

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რუსი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი პა­ტი­მარ­თა გაც­ვლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვიდ­ნენ. რუ­სე­თის ქვე­და პა­ლა­ტის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს სპი­კერ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ ვო­ლო­დინ­მა თქვა: "ნა­ცის­ტუ­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არ უნდა გაც­ვა­ლონ“.

ჯერ უც­ნო­ბია, რო­გორ მო­ხერ­ხდე­ბა ამ გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის რუს ტყვე­ებ­ში გაც­ვლა, რად­გა­ნაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო 18 მა­ისს გა­ნი­ხი­ლავს პრო­ექტს, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ე.წ. ნა­ცის­ტი კრი­მი­ნა­ლე­ბის ტყვედ გაც­ვლას, ხოლო 26 მა­ისს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს უკ­რა­ი­ნუ­ლი პოლ­კის "აზო­ვის" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს.

"აზოვსტა­ლის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კვლავ რჩე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი, ოღონდ უც­ნო­ბია მათი რა­ო­დე­ნო­ბა.

პოლკ "აზო­ვის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ან­დრეი ბე­ლეც­კიმ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც სა­უბ­რობს "აზოვსტა­ლი­დან" სამ­ხედ­რო­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე. მან ყვე­ლას მო­უ­წო­და თა­ვის შე­ი­კა­ვონ კო­მენ­ტა­რე­ბი­სა და კრი­ტი­კის­გან ამ ოპე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ბი­ლეც­კის თქმით, გარ­ნი­ზო­ნი ად­გილ­ზეა.

"ამ­ჟა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პოლ­კი კავ­შირ­შია. მე ვიცი, რა ხდე­ბა იქ, გარ­ნი­ზო­ნი ად­გილ­ზეა, ია­რა­ღით ხელ­ში, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!" - აცხა­დებს ის.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წაიღეს ტვინი რა
9

სასტავი რუსულ ნარატივებს ავრცელებს და თავს უკრაინის გულშემატკივრებად გვასაღებენ. კიი, გვჯერა)))) გაცვლიან მაგ ხალხს და მორჩით აქ მარგო სიმონიანის კოპირებას. 

მამუკა
41

რაც არ უდა გმირულად იბრძოდე, თუ ჩაბარდი მტერს, ჩალის ფასი გაქვს. რა დარჩებოდა 300 სპარტელისაგან, ან 300 არაგველისაგან, ანწუხელიძისაგან და მრავალი სხვა ცნობილი თუ არაცნობილი გმირებისაგან, მტერს რომ ჩაბარებოდნენ? ეს იყო დიდი შეცდომა, რომელმაც მე, როგორც უკრაინის გულმხურვალე მომხრეს, დამთრგუნა. ახლა არაფრის იმედი აღარ მაქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

Reuters: "აზოვსტალიდან" გაყვანილი უკრაინელი მეომრების ნაწილი რუსების მიერ კონტროლირებად ოლენივკის საპატიმროში გადაიყვანეს, მათ შორის არიან ქალებიც - რა ელის მათ?

Reuters: "აზოვსტალიდან" გაყვანილი უკრაინელი მეომრების ნაწილი რუსების მიერ კონტროლირებად ოლენივკის საპატიმროში  გადაიყვანეს, მათ შორის არიან ქალებიც - რა ელის მათ?

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციის თაობაზე Reuters-ი ახალ ცნობებს აქვენებს.

სწორედ ეს გამოცემა იყო პირველი, რომლემაც 17 მაისს, საღამოს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით, "აზოვსტალის“ ტერიტორია დატოვა შვიდმა ავტობუსმა, რომლებშიც უკრაინელი მეომრები იმყოფებოდნენ. მათი ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე, 16 მაისს კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ "აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო, რომლებიც გადაიყვანეს ოკუპანტების კონტროლირებადი ქალაქის ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, "აზოვსტალის" კიდევ 211 დამცველი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში, საიდანაც გენშტაბის მტკიცებით "გაცვლის პროცედურით“ დააბრუნებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

Reuters-ის ინფორმაციით, "აზოვსტალის“ ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ შვიდი ავტობუსით გაყვანილი უკრაინელი მებრძოლები რუსეთის მიერ კონტროლირებულ სოფელ ოლენივკაში, ახლად გახსნილ საპატიმროში მიიყვანეს. ამის შესახებ თვითმხილველმა აცნობა სააგენტოს.

ოლენივკაში გადაყვანილებში რამდენიმე ქალიც არის.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ლაპარაკობდა შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ყველა უკრაინული ჯარისკაცი დატოვებდა ფოლადის ქარხანას, ბევრი დეტალი ჯერ კიდევ არ არის საჯარო, მათ შორის, რამდენი მებრძოლი დარჩა შიგნით და იყო თუ არა შეთანხმებული პატიმრების გაცვლის რაიმე ფორმა.

კრემლის განცხადებით, პუტინმა პირადად გასცა გარანტია, რომ პატიმრებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეპყრობოდნენ, უკრაინელი ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ მათი გაცვლა შესაძლებელია რუს ტყვეებში.

გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და "ტვიტერზე" დაწერა: "არ ვიცოდი, რომ ინგლისურს ამდენი ვარიაცია ჰქონდა ერთი გზავნილის გამოსახატავად: #აზოველები უპირობოდ დანებდნენ“, - დაწერა მან.

საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ რუსული საგამოძიებო უწყებები, აპირებენ დაკითხონ უკრაინელი ჯარისკაცები, მათ შორის "აზოვის" ბატალიონის წევრები იმ გამოძიების ფარგლებში, რომელსაც მოსკოვი უწოდებს: "უკრაინის რეჟიმის დანაშაულებს".

გახმაურებული რუსი კანონმდებლები პატიმართა გაცვლის წინააღმდეგ გამოვიდნენ. რუსეთის ქვედა პალატის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა: "ნაცისტური დამნაშავეები არ უნდა გაცვალონ“.

ჯერ უცნობია, როგორ მოხერხდება ამ გმირი სამხედროების რუს ტყვეებში გაცვლა, რადგანაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირო 18 მაისს განიხილავს პროექტს, რომელიც კრძალავს ე.წ. ნაცისტი კრიმინალების ტყვედ გაცვლას, ხოლო 26 მაისს რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო განიხილავს უკრაინული პოლკის "აზოვის" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს.

"აზოვსტალის" ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან უკრაინელი მებრძოლები, ოღონდ უცნობია მათი რაოდენობა.

პოლკ "აზოვის" დამფუძნებელმა ანდრეი ბელეცკიმ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც საუბრობს "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციაზე. მან ყველას მოუწოდა თავის შეიკავონ კომენტარებისა და კრიტიკისგან ამ ოპერაციასთან დაკავშირებით.

ბილეცკის თქმით, გარნიზონი ადგილზეა.

"ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლკი კავშირშია. მე ვიცი, რა ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას!" - აცხადებს ის.

იხილეთ ასევე: