მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ირაკლი ციციშვილი, რომელზეც გადაღებულ ფილმშიც მედეა ჯაფარიძე თამაშობდა - ულამაზესი ქართველი მსახიობის დღემდე უცნობი როლი
ვინ იყო ირაკლი ციციშვილი, რომელზეც გადაღებულ ფილმშიც მედეა ჯაფარიძე თამაშობდა - ულამაზესი ქართველი მსახიობის დღემდე უცნობი როლი

"...სულ რა­ღაც ხუთ დღე­ში ირაკ­ლი ცი­ციშ­ვილ­მა და მის­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა დნეპრზე 550 მეტ­რი სიგ­რძის ხიდი აა­გეს, რო­მე­ლიც ტივ­ტი­ვებ­და, 20 სან­ტი­მეტ­რით წყალ­ქვეშ იყო მოქ­ცე­უ­ლი და 30 ტო­ნას უძ­ლებ­და. მას­ზე რომ ტექ­ნი­კა და ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­და­დი­ოდ­ნენ, ისე ჩან­და, თით­ქოს წყალ­ზე მოძ­რა­ობ­დნენ. ამ ტექ­ნი­კურ­მა მიგ­ნე­ბამ მთე­ლი უკ­რა­ი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნა, ხოლო ირაკ­ლი ცი­ციშ­ვილს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა..." - უყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას".

სწო­ერდ ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლის გმი­რო­ბას მი­ე­ძღვნა ფილ­მი "ხიდი".

"ხიდი" ეკ­რან­ზე 1942 წლის 15 აგ­ვის­ტოს გა­მო­ვი­და, მაგ­რამ და­ვი­წყე­ბას ისე მალე მი­ე­ცა, ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბის, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის ამ რო­ლის შე­სა­ხებ მის­მა შთა­მო­მავ­ლებ­მაც კი არა­ფე­რი იცი­ან. ის­ტო­რი­კო­სი სერ­გი ცენ­ტე­რა­ძე წლე­ბია, ქარ­თულ კი­ნო­სა და ქარ­თველ მსა­ხი­ობ­თა ცხოვ­რე­ბას იკ­ვლევს. "ხი­დის" შე­სა­ხე­ბაც სწო­რედ იგი გვი­ამ­ბობს.

ირაკ­ლი ცი­ციშ­ვი­ლი

- მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი "ხიდი" ასა­ხავს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის სა­ო­მარ ეპი­ზოდს. ია­რა­ღით დატ­ვირ­თუ­ლი ეშე­ლო­ნე­ბი ვერ გა­და­დი­ან მდი­ნა­რე­ზე, რო­მელ­ზეც ფა­შის­ტებ­მა ხიდი აა­ფეთ­ქეს. კა­პი­ტან ილო გი­გა­ურს (გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე) და მის ბა­ტა­ლი­ონს ხი­დის სწრა­ფად აღ­დგე­ნა ევა­ლე­ბათ. ბა­ტა­ლი­ო­ნის სიმ­ტკი­ცი­სა და გმი­რო­ბის წყა­ლო­ბით საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით სრულ­დე­ბა - ხიდი აღ­დგე­ნი­ლია, ია­რა­ღი­თა და სა­ჭურ­ვლით დატ­ვირ­თუ­ლი ეშე­ლო­ნე­ბი კი და­სავ­ლე­თის­კენ მი­დი­ან ფა­შისტ დამ­პყრობ­თა შე­სა­მუს­რა­ვად. ფილ­მი ტი­პუ­რი საბ­ჭო­თა, ან­ტი­ფა­შის­ტუ­რი და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტია. ფილ­მის რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან შოთა მა­ნა­გა­ძე და კონ­სტან­ტი­ნე პი­პი­ნაშ­ვი­ლი, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი - გი­ორ­გი მდი­ვა­ნი. მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ იმ დროს დამ­წყე­ბი და სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბი მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც მა­ნა­ნას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს და გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე. სამ­წუ­ხა­როდ",ხიდს" ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა არ იც­ნობს.

გოგი დო­ლი­ძე, კი­ნომ­ცოდ­ნე:

- ირაკ­ლი ცი­ციშ­ვილ­მა თა­ვად უამ­ბო გი­ორ­გი მდი­ვანს ხი­დის აგე­ბის შე­სა­ხებ. მდი­ვა­ნი ისე­თი ნი­ჭი­ე­რი იყო, თუკი რა­ი­მე ფაქტს ყურს მოჰ­კრავ­და, სცე­ნარს ერთ დღე­ში გა­ამ­ზა­დებ­და, სი­უ­ჟე­ტიც უცებ იქ­მნე­ბო­და. ეს ფილ­მიც ომის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მალე გა­და­ი­ღეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­და იყო, მხატ­ვრუ­ლი დო­ნით ვერ და­იტ­რა­ბა­ხებ­და და და­ვი­წყე­ბა­საც მა­ლე­ვე მი­ე­ცა.გა­აგ­რძლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა ცაავა
6

საამაყო წინაპრები გვყავდა ქართველებს. ვერ ვაფასებთ, ამის მაგალითია რომ ამ ფილმის არსებობაც კი არ ვიცით

მარიამი
5

ჩემო შვილო თეონა, ახალ ფილმებს ან გადაცემებს რა ღირებულება აქვთ და მაინც უყურებთ. მითუმეტეს ახალი ქართულები, შენი დედა ან ჩემი დედა ისმის. ეგ არის დიდი ღირებულების მქონე?

ავტორი:

ვინ იყო ირაკლი ციციშვილი, რომელზეც გადაღებულ ფილმშიც მედეა ჯაფარიძე თამაშობდა - ულამაზესი ქართველი მსახიობის დღემდე უცნობი როლი

ვინ იყო ირაკლი ციციშვილი, რომელზეც გადაღებულ ფილმშიც მედეა ჯაფარიძე თამაშობდა - ულამაზესი ქართველი მსახიობის დღემდე უცნობი როლი

"...სულ რაღაც ხუთ დღეში ირაკლი ციციშვილმა და მისმა ჯარისკაცებმა დნეპრზე 550 მეტრი სიგრძის ხიდი ააგეს, რომელიც ტივტივებდა, 20 სანტიმეტრით წყალქვეშ იყო მოქცეული და 30 ტონას უძლებდა. მასზე რომ ტექნიკა და ჯარისკაცები გადადიოდნენ, ისე ჩანდა, თითქოს წყალზე მოძრაობდნენ. ამ ტექნიკურმა მიგნებამ მთელი უკრაინის გათავისუფლება მოიტანა, ხოლო ირაკლი ციციშვილს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა..." - უყვება რესპონდენტი გაზეთ "კვირის პალიტრას".

სწოერდ ირაკლი ციციშვილის გმირობას მიეძღვნა ფილმი "ხიდი".

"ხიდი" ეკრანზე 1942 წლის 15 აგვისტოს გამოვიდა, მაგრამ დავიწყებას ისე მალე მიეცა, ქართული კინოს მშვენების, მედეა ჯაფარიძის ამ როლის შესახებ მისმა შთამომავლებმაც კი არაფერი იციან. ისტორიკოსი სერგი ცენტერაძე წლებია, ქართულ კინოსა და ქართველ მსახიობთა ცხოვრებას იკვლევს. "ხიდის" შესახებაც სწორედ იგი გვიამბობს.

ირაკლი ციციშვილი

- მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ხიდი" ასახავს მეორე მსოფლიო ომის საომარ ეპიზოდს. იარაღით დატვირთული ეშელონები ვერ გადადიან მდინარეზე, რომელზეც ფაშისტებმა ხიდი ააფეთქეს. კაპიტან ილო გიგაურს (გიორგი შავგულიძე) და მის ბატალიონს ხიდის სწრაფად აღდგენა ევალებათ. ბატალიონის სიმტკიცისა და გმირობის წყალობით საბრძოლო დავალება წარმატებით სრულდება - ხიდი აღდგენილია, იარაღითა და საჭურვლით დატვირთული ეშელონები კი დასავლეთისკენ მიდიან ფაშისტ დამპყრობთა შესამუსრავად. ფილმი ტიპური საბჭოთა, ანტიფაშისტური და პროპაგანდისტული პროდუქტია. ფილმის რეჟისორები არიან შოთა მანაგაძე და კონსტანტინე პიპინაშვილი, სცენარის ავტორი - გიორგი მდივანი. მთავარ როლებს ასრულებენ იმ დროს დამწყები და სრულიად ახალგაზრდა მსახიობები მედეა ჯაფარიძე, რომელიც მანანას განასახიერებს და გიორგი შავგულიძე. სამწუხაროდ, ,,ხიდს" ქართველ მაყურებელთა უმეტესობა არ იცნობს.

გოგი დოლიძე, კინომცოდნე:

- ირაკლი ციციშვილმა თავად უამბო გიორგი მდივანს ხიდის აგების შესახებ. მდივანი ისეთი ნიჭიერი იყო, თუკი რაიმე ფაქტს ყურს მოჰკრავდა, სცენარს ერთ დღეში გაამზადებდა, სიუჟეტიც უცებ იქმნებოდა. ეს ფილმიც ომის პერიოდში ძალიან მალე გადაიღეს. ჩვეულებრივი საბჭოთა პროპაგანდა იყო, მხატვრული დონით ვერ დაიტრაბახებდა და დავიწყებასაც მალევე მიეცა. გააგრძლეთ კითხვა