კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ უფრო გამოჩნდა ოკუპანტების სიმახინჯე, სიამოვნებას ანიჭებთ უკრაინელების მოკვლა" - რუსმა დამპყრობლებმა ბუჩაში პატარა გოგონას ფორტეპიანოში ნაღმი დატოვეს
"კიდევ უფრო გამოჩნდა ოკუპანტების სიმახინჯე, სიამოვნებას ანიჭებთ უკრაინელების მოკვლა" - რუსმა დამპყრობლებმა ბუჩაში პატარა გოგონას ფორტეპიანოში ნაღმი დატოვეს

უკ­რა­ი­ნელ­მა ოჯახ­მა, რო­მე­ლიც ბუ­ჩა­ში, გა­ძარ­ცვულ სახ­ლში რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის წას­ვლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მტრის ჯა­რის­კა­ცებს მათ­თვის სა­სიკ­ვდი­ლო სი­ურპრი­ზი და­უ­ტო­ვე­ბი­ათ. ოჯახ­მა მათი ქა­ლიშ­ვი­ლის ფორ­ტე­პი­ა­ნო­ში ჩა­ტო­ვე­ბუ­ლი ნაღ­მი იპო­ვა.

როცა თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ბუ­ჩა­ში რუ­სუ­ლი ჯარი შე­ვი­და, ტა­ტი­ა­ნა მონ­კო და მისი ქმა­რი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ თა­ვი­ან­თი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი წა­ეყ­ვა­ნათ და გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ.

ოჯა­ხი ცენ­ტრა­ლურ უკ­რა­ი­ნა­ში გა­ემ­გზავ­რა და ცოლ-ქმარს წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რო­დის ან რო­გორ შეძ­ლებ­დნენ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას. "რუ­სე­ბის ამ მო­ღა­ლა­ტურ­მა თავ­დას­ხმამ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ნად­გუ­რა," - ამ­ბობს ტა­ტი­ა­ნა მონ­კო.

ბუ­ჩა­ში ოკუ­პან­ტებ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლეს. ქა­ლაქ­ში ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, აქ რუ­სებ­მა არა­ერ­თი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს და ათა­სო­ბით აუ­ფეთ­ქე­ბე­ლი ნაღ­მი და რა­კე­ტა და­ტო­ვეს.

"ჩვე­ნი შვი­ლე­ბი მშვი­დო­ბი­სა და ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლით აღვზარ­დეთ და არ გვეს­მის, დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორ შე­უძ­ლია რუ­სეთს ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის კე­თე­ბა. მთე­ლი მსოფ­ლიო ხე­დავს, თუ რას სჩა­დი­ან,"- თქვა მონ­კომ.

როცა მონ­კო და მისი ოჯა­ხი სა­ბო­ლო­ოდ დაბ­რუნ­და ბუ­ჩა­ში, აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მათი სახ­ლი რუს ჯა­რის­კა­ცებს ჰქო­ნი­ათ და­კა­ვე­ბუ­ლი. მონ­კო ყვე­ბა, რო­გორ გა­ა­ნად­გუ­რეს მათი ტრა­დი­ცი­უ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­მო­სი, მისი გო­გო­ნას ოთახ­ში პლა­კა­ტე­ბი ჩა­მო­ხი­ეს და მისი აკორ­დე­ო­ნიც კი მო­ი­პა­რეს.

უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი სახ­ლის შე­სა­მოწ­მებ­ლად ორ­ჯერ მი­ვიდ­ნენ, მაგ­რამ მათ ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს ვერ მი­აგ­ნეს.

ფორ­ტე­პი­ა­ნო მონ­კო­ე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლის, და­შას საყ­ვა­რე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტია და მათი სახ­ლის ცენ­ტრში დგას. როცა ინ­სპექ­ცი­ის შემ­დეგ გო­გო­ნა ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან და­საკ­რა­ვად დაჯ­და, ზოგი კლა­ვი­ში აღარ მუ­შა­ობ­და. ამან მონ­კო­ებს ეჭვი გა­უ­ჩი­ნა და მათი თხოვ­ნით სამ­ხედ­რო ინ­სპექ­ტო­რე­ბი კვლავ დაბ­რუნ­დნენ სახ­ლში ინ­სტრუ­მენ­ტის შე­სა­მოწ­მებ­ლად. სა­ბო­ლო­ოდ, აქ VOG-25P ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი ამო­ი­ღეს.

"ეს ფოტო იმათ სი­მა­ხინ­ჯეს ასა­ხავს, ვინც თავს დაგ­ვეს­ხა. არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რე­ბი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბიც ასე­თე­ბი არი­ან, რად­გან სწო­რედ მათ ჩა­ი­დი­ნეს ასე­თი რამ. სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებთ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მოკ­ვლა. ეს ნამ­დვი­ლი გე­ნო­ცი­დია.. სა­ში­ნე­ლე­ბაა, როცა მსოფ­ლიო რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას ცდი­ლობს იმის გა­უ­აზ­რებ­ლად, რომ სას­წორ­ზე ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე დევს. თა­ვად ის აქტი, რომ მათ ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვის­თვის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი და­ტო­ვეს - თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლებს მათ არა­ა­და­მი­ა­ნო­ბა­ზე," - ამ­ბობს მონ­კო.

მი­უ­ხე­და­ვად გა­მოვ­ლი­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბი­სა, ის მა­ინც იმე­დით უყუ­რებს მო­მა­ვალს და ამ­ბობს: "ეს ომი ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლაა. ამის­თვის ვიბ­რძვით და სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ!"

წყა­რო: businessinsider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
8

აბა რ გეონათ რუსიგან ,მოლაპარაკებ უნდა გეცადათ და სხვის მომენა ნკლებად

!!!
37

ასაფეთქებლის დატოვება რომ ნდომოდათ, ლიმონკას დატოვებდნენ ისე, რომ პიანინოს თავსახურს მიაბამდნენ რგოლს. ფეიკია, ჩემი აზრით.

ავტორი:

"კიდევ უფრო გამოჩნდა ოკუპანტების სიმახინჯე, სიამოვნებას ანიჭებთ უკრაინელების მოკვლა" - რუსმა დამპყრობლებმა ბუჩაში პატარა გოგონას ფორტეპიანოში ნაღმი დატოვეს

"კიდევ უფრო გამოჩნდა ოკუპანტების სიმახინჯე, სიამოვნებას ანიჭებთ უკრაინელების მოკვლა" - რუსმა დამპყრობლებმა ბუჩაში პატარა გოგონას ფორტეპიანოში ნაღმი დატოვეს

უკრაინელმა ოჯახმა, რომელიც ბუჩაში, გაძარცვულ სახლში რუსული ძალების წასვლის შემდეგ დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მტრის ჯარისკაცებს მათთვის სასიკვდილო სიურპრიზი დაუტოვებიათ. ოჯახმა მათი ქალიშვილის ფორტეპიანოში ჩატოვებული ნაღმი იპოვა.

როცა თებერვლის ბოლოს ბუჩაში რუსული ჯარი შევიდა, ტატიანა მონკო და მისი ქმარი იძულებულები გახდნენ თავიანთი ორი მცირეწლოვანი შვილი წაეყვანათ და გაქცეულიყვნენ.

ოჯახი ცენტრალურ უკრაინაში გაემგზავრა და ცოლ-ქმარს წარმოდგენა არ ჰქონდა, როდის ან როგორ შეძლებდნენ სახლში დაბრუნებას. "რუსების ამ მოღალატურმა თავდასხმამ ჩვენი ცხოვრება გაანადგურა," - ამბობს ტატიანა მონკო.

ბუჩაში ოკუპანტებმა წარმოუდგენელი ტრაგედია დაატრიალეს. ქალაქში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ოფიციალური პირების თქმით, აქ რუსებმა არაერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და ათასობით აუფეთქებელი ნაღმი და რაკეტა დატოვეს.

"ჩვენი შვილები მშვიდობისა და ერთმანეთის სიყვარულით აღვზარდეთ და არ გვესმის, დღევანდელ ცხოვრებაში, როგორ შეუძლია რუსეთს ასეთი საშინელებების კეთება. მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რას სჩადიან,"- თქვა მონკომ.

როცა მონკო და მისი ოჯახი საბოლოოდ დაბრუნდა ბუჩაში, აღმოაჩინეს, რომ მათი სახლი რუს ჯარისკაცებს ჰქონიათ დაკავებული. მონკო ყვება, როგორ გაანადგურეს მათი ტრადიციული უკრაინული სამოსი, მისი გოგონას ოთახში პლაკატები ჩამოხიეს და მისი აკორდეონიც კი მოიპარეს.

უკრაინელი სამხედროები სახლის შესამოწმებლად ორჯერ მივიდნენ, მაგრამ მათ ასაფეთქებელ ნივთიერებებს ვერ მიაგნეს.

ფორტეპიანო მონკოების ქალიშვილის, დაშას საყვარელი ინსტრუმენტია და მათი სახლის ცენტრში დგას. როცა ინსპექციის შემდეგ გოგონა ფორტეპიანოსთან დასაკრავად დაჯდა, ზოგი კლავიში აღარ მუშაობდა. ამან მონკოებს ეჭვი გაუჩინა და მათი თხოვნით სამხედრო ინსპექტორები კვლავ დაბრუნდნენ სახლში ინსტრუმენტის შესამოწმებლად. საბოლოოდ, აქ VOG-25P ყუმბარმტყორცნი ამოიღეს.

"ეს ფოტო იმათ სიმახინჯეს ასახავს, ვინც თავს დაგვესხა. არა მხოლოდ სახელმწიფოს ლიდერები, უბრალო ადამიანებიც ასეთები არიან, რადგან სწორედ მათ ჩაიდინეს ასეთი რამ. სიამოვნებას ანიჭებთ უკრაინელების მოკვლა. ეს ნამდვილი გენოციდია.. საშინელებაა, როცა მსოფლიო რუსეთთან მოლაპარაკებას ცდილობს იმის გაუაზრებლად, რომ სასწორზე ჩვენი სიცოცხლე დევს. თავად ის აქტი, რომ მათ ნიჭიერი ბავშვისთვის ასაფეთქებელი დატოვეს - თავისთავად მეტყველებს მათ არაადამიანობაზე," - ამბობს მონკო.

მიუხედავად გამოვლილი სიძნელეებისა, ის მაინც იმედით უყურებს მომავალს და ამბობს: "ეს ომი ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლაა. ამისთვის ვიბრძვით და საბოლოოდ, ჩვენ გავიმარჯვებთ!"

წყარო: businessinsider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა