პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალღმერთი დალი" ახალ გამარჯვებულებს ელის - სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეორედ გაიმართება
"ქალღმერთი დალი" ახალ გამარჯვებულებს ელის  - სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეორედ გაიმართება

2022 წლის 10-16 ივ­ლისს, მეს­ტი­ა­ში, სვა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და, უკვე მე­ო­რედ ჩა­ტარ­დე­ბა. კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლე­ბი არი­ან: რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი და თე­ი­მუ­რაზ ჩხვი­მი­ა­ნი. რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ფეს­ტი­ვა­ლი წელს გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა სტუმ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. მას­ზე მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან: კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ოთხი, "ბერ­ლი­ნა­ლეს" ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ასე­ვე, სან­დე­სის, ტა­ლი­ნის, გე­ტე­ბორ­გის, ლო­კარ­ნო­სა და სხვა­დას­ხვა A კლა­სის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლი უმას­პინ­ძლებს ოთხმო­ცამ­დე კი­ნო­ხე­ლო­ვანს, წარ­მა­ტე­ბულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­სა და დამ­წყებ რე­ჟი­სო­რებს.

2022 წლის ფეს­ტი­ვალს ეწ­ვე­ვი­ან შემ­დე­გი სტუმ­რე­ბი:

ვიმ ვა­ნა­კე­რი - კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­კურ­სის შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­ტე­ტის წევ­რი;

ქრის­ტო­ფერ ლე­პარ­კი - კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის Director’s Fortnight სექ­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი. ასე­ვე, LUX-ის სე­ლექ­ცი­ის პა­ნე­ლის წევ­რი. 2011 წლი­დან დღემ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და სე­ლექ­ცი­ა­ში. 2008 წლი­დან მუ­შა­ობს ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­თა აღ­მო­სა­ჩე­ნად. ის ასე­ვე, არის “სი­ნე­მე­დის” (ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რე­თის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი მონ­პე­ლი­ე­ში) დი­რექ­ტო­რი;

ალი­ო­ნა შუ­მა­კო­ვა - პრო­დი­უ­სე­რი, კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის Directors fortnight პროგ­რა­მე­რი;

კარ­მენ გრეი - ბერ­ლი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი­სა და ვინ­ტერ­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­ტე­ტის წევ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი, ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და კავ­კა­სი­ა­ზე, წერს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მე­ბის­თვის;

მარ­ტა ბა­ლა­გა - ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კი­ნოპ­ლატ­ფორ­მე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი Cineuropa, Hollywood Reporter & Variety-ში, იგი გახ­ლავთ ფი­ნე­თის კრი­ტი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცი­ის SARV-ის, კი­ნოკ­რი­ტი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის FIPRESCI-სა და ევ­რო­პის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის წევ­რი, იგი შე­უ­ერ­თდა კო­მი­ტეტს, რო­მე­ლიც წყვეტს ნო­მი­ნა­ცი­ებს ევ­რო­პუ­ლი აღ­მო­ჩე­ნა 2019, 2020 და 2021 - Prix FIPRESCI. იგი მიწ­ვე­უ­ლი იყო ჟი­უ­რის წევ­რად ვე­ნე­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნოკ­რი­ტი­კოს­თა კვი­რე­უ­ლი - ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე 2019 წელს.

ედ­ვი­ნას პუტსკა - ჟურ­ნა­ლის­ტი, ტა­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მე­რი;

ფრე­დი ოლ­სო­ნი - გე­ტე­ბორ­გის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მე­რი;

სა­მეჰ ალა - რე­ჟი­სო­რი, მის­მა მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან­მა ფილმმა “მე­ში­ნია შენი სახე არ და­მა­ვი­წყდეს“ მი­ი­ღო "ოქ­როს პალ­მის რტო" კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე 2021 წელს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფილ­მი ასე­ვე და­ჯილ­დოვ­და "ქალღმერ­თი და­ლის" პრი­ზით სვა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე.

აღ­ნიშ­ნულ სტუმ­რებს და­ე­მა­ტე­ბა 7 ადა­მი­ა­ნი და სა­ბო­ლოო სია 30 მა­ისს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი. სა­დაც სა­ბო­ლო­ოდ ოცი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი შე­ირ­ჩე­ვა, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ფილ­მე­ბის მი­ღე­ბა, ფილ­მე­ბის გა­მოგ­ზავ­ნის ბოლო დღე არის 30 მა­ი­სი. ფილ­მე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­აგ­ზავ­ნოთ ფეს­ტი­ვა­ლის ვებგ­ვერ­დის და ასე­ვე Filmfreeway-ს მეშ­ვე­ო­ბით.

სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მს გა­და­ე­ცე­მა "ქალღმერ­თი და­ლის" პრი­ზი. ასე­ვე ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს სა­უ­კე­თე­სო ოპე­რა­ტო­რის და სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რის ფილ­მებ­საც.

ამას­თა­ნა­ვე, ფეს­ტი­ვალ­ზე "ფი­ჩინგ ფო­რუ­მის­თვის" შე­ირ­ჩე­ვა 10 სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­რუ­ლი ფილ­მის პრო­ექ­ტი, სა­უ­კე­თე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ის ავ­ტო­რებს გა­და­ე­ცე­მა ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი. პრო­ექ­ტე­ბის გა­მოგ­ზავ­ნის ბოლო დღე არის 30 მა­ი­სი.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ასე­ვე ჩა­ტარ­დე­ბა: პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, ვორ­ქშო­ფე­ბი, მას­ტერკლა­სე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, გარე და და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი, გრან­დი­უ­ზუ­ლი გახ­სნის და და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნია, ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­დეგ მო­ე­წყო­ბა Q & A.

  • ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წე­რე­ბა შე­უძ­ლია აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ პი­რებს, ხოლო მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ ბი­ლე­თე­ბი შე­ი­ძი­ნონ.

ფეს­ტი­ვა­ლის მე­დია პარტნი­ო­რია FilmNewsEorope.

კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი"ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია, სას­ტუმ­რო “ფოს­ტა”,“თე­ლი­ა­ნი ველი“, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და ფრან­გუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოე!
4

მაგრა ჟღერს სვანეთის საერთაშორისო ფესტივალი ალბათ თბილისელი სვანები ჩავლენ თორემ სხვებს ხო დახოცავენ შორტი რათ გაცვიაო................

ახწ
10

რა დალი, რის ოჩოპინტრე, ესენი აღარ უნდა გაქრისტიანდნენ???

ავტორი:

"ქალღმერთი დალი" ახალ გამარჯვებულებს ელის - სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეორედ გაიმართება

"ქალღმერთი დალი" ახალ გამარჯვებულებს ელის  - სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეორედ გაიმართება

2022 წლის 10-16 ივლისს, მესტიაში, სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი, რომელიც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა, უკვე მეორედ ჩატარდება. კინოფესტივალის დამფუძნებელები არიან: რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი წელს გამორჩეული იქნება სტუმრების მრავალფეროვნებით. მასზე მოწვეულნი არიან: კანის კინოფესტივალის ოთხი, "ბერლინალეს" ორი წარმომადგენელი, ასევე, სანდესის, ტალინის, გეტებორგის, ლოკარნოსა და სხვადასხვა A კლასის კინოფესტივალების წარმომადგენლები. ფესტივალი უმასპინძლებს ოთხმოცამდე კინოხელოვანს, წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს.

2022 წლის ფესტივალს ეწვევიან შემდეგი სტუმრები:

ვიმ ვანაკერი - კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ოფიციალური კონკურსის შესარჩევი კომიტეტის წევრი;

ქრისტოფერ ლეპარკი - კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციის გენერალური მდივანი. ასევე, LUX-ის სელექციის პანელის წევრი. 2011 წლიდან დღემდე მონაწილეობას იღებს ფესტივალების ორგანიზებასა და სელექციაში. 2008 წლიდან მუშაობს ახალგაზრდა რეჟისორთა აღმოსაჩენად. ის ასევე, არის “სინემედის” (ხმელთაშუაზღვისპირეთის კინოფესტივალი მონპელიეში) დირექტორი;

ალიონა შუმაკოვა - პროდიუსერი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის Directors fortnight პროგრამერი;

კარმენ გრეი - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალისა და ვინტერტურის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის შესარჩევი კომიტეტის წევრი, თავისუფალი ხელოვნების ჟურნალისტი, ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე, წერს მსოფლიოში ცნობილი გამოცემებისთვის;

მარტა ბალაგა - ყველაზე ცნობილი კინოპლატფორმების ჟურნალისტი Cineuropa, Hollywood Reporter & Variety-ში, იგი გახლავთ ფინეთის კრიტიკოსთა ასოციაციის SARV-ის, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის FIPRESCI-სა და ევროპის კინოაკადემიის წევრი, იგი შეუერთდა კომიტეტს, რომელიც წყვეტს ნომინაციებს ევროპული აღმოჩენა 2019, 2020 და 2021 - Prix FIPRESCI. იგი მიწვეული იყო ჟიურის წევრად ვენეციის საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა კვირეული - ვენეციის კინოფესტივალზე 2019 წელს.

ედვინას პუტსკა - ჟურნალისტი, ტალინის კინოფესტივალის პროგრამერი;

ფრედი ოლსონი - გეტებორგის კინოფესტივალის პროგრამერი;

სამეჰ ალა - რეჟისორი, მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “მეშინია შენი სახე არ დამავიწყდეს“ მიიღო "ოქროს პალმის რტო" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წელს, აღნიშნული ფილმი ასევე დაჯილდოვდა "ქალღმერთი დალის" პრიზით სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

აღნიშნულ სტუმრებს დაემატება 7 ადამიანი და საბოლოო სია 30 მაისს გახდება ცნობილი.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი. სადაც საბოლოოდ ოცი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩევა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფილმების მიღება, ფილმების გამოგზავნის ბოლო დღე არის 30 მაისი. ფილმები შესაძლებელია გამოაგზავნოთ ფესტივალის ვებგვერდის და ასევე Filmfreeway-ს მეშვეობით.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაეცემა "ქალღმერთი დალის" პრიზი. ასევე ჟიური გამოავლენს საუკეთესო ოპერატორის და საუკეთესო რეჟისორის ფილმებსაც.

ამასთანავე, ფესტივალზე "ფიჩინგ ფორუმისთვის" შეირჩევა 10 სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმის პროექტი, საუკეთესო პრეზენტაციის ავტორებს გადაეცემა ფულადი პრიზები. პროექტების გამოგზავნის ბოლო დღე არის 30 მაისი.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდება: პრესკონფერენცია, ვორქშოფები, მასტერკლასები, ინდივიდუალური შეხვედრები, გარე და დახურული ჩვენებები, გრანდიუზული გახსნის და დახურვის ცერემონია, ჩვენებების შემდეგ მოეწყობა Q & A.

  • ფესტივალზე დასწერება შეუძლია აკრედიტირებულ პირებს, ხოლო მოქალაქეებს შეუძლიათ ბილეთები შეიძინონ.

ფესტივალის მედია პარტნიორია FilmNewsEorope.

კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასტუმრო “ფოსტა”,“თელიანი ველი“, მესტიის მუნიციპალიტეტი და ფრანგული ინსტიტუტი.