პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ ოკუპანტები "აზოვსტალს“ აკრძალული ჭურვებით ბომბავენ, რაზეც გამოძიება დაიწყო
უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ  ოკუპანტები "აზოვსტალს“ აკრძალული ჭურვებით ბომბავენ, რაზეც გამოძიება დაიწყო

ოკუ­პან­ტე­ბის მიერ მა­რი­უ­პოლ­ში "აზოვსტა­ლის“ დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­დეგ აკ­რძა­ლუ­ლი ცე­ცხლგამ­ჩე­ნი ჭურ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბა ომის კა­ნო­ნე­ბი­სა და ჩვე­უ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე და­ი­წო, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და.

”2022 წლის 14 მა­ისს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა კი­დევ ერთხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს თავ­დას­ხმე­ბი ქა­ლაქ მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლებ­ზე. ღია წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ოკუ­პან­ტე­ბი იყე­ნე­ბენ ცე­ცხლგამ­ძლე ჭურ­ვებს თერ­მი­ტის ფე­ნე­ბით, რაც აკ­რძა­ლუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ნო­ნით“, - ნათ­ქვა­მია გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე თქმით, ასე­თი ჭურ­ვე­ბის წვის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 3000 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სია და ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­სი­უ­რი ცე­ცხლის წარ­მოქ­მნით მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცო­ცხა­ლი ძა­ლი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე მა­რი­უ­პო­ლის მე­რის მრჩე­ველ­მა პეტ­რო ან­დრი­უშ­ჩენ­კომ „ტე­ლეგ­რა­მის“ სა­კუ­თარ არხზე გა­ნა­ცხა­და, რომ ოკუ­პან­ტებ­მა „აზოვსტალ­ზე“ მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცე­ცხლგამ­ჩე­ნი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ან ფოს­ფო­რის ბომ­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ ოკუპანტები "აზოვსტალს“ აკრძალული ჭურვებით ბომბავენ, რაზეც გამოძიება დაიწყო

უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ  ოკუპანტები "აზოვსტალს“ აკრძალული ჭურვებით ბომბავენ, რაზეც გამოძიება დაიწყო

ოკუპანტების მიერ მარიუპოლში "აზოვსტალის“ დამცველების წინააღდეგ აკრძალული ცეცხლგამჩენი ჭურვების გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწო, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

”2022 წლის 14 მაისს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს თავდასხმები ქალაქ მარიუპოლის დამცველებზე. ღია წყაროების მიხედვით, ოკუპანტები იყენებენ ცეცხლგამძლე ჭურვებს თერმიტის ფენებით, რაც აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

მათივე თქმით, ასეთი ჭურვების წვის ტემპერატურა დაახლოებით 3000 გრადუსი ცელსიუსია და ისინი გამოიყენება მასიური ცეცხლის წარმოქმნით მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის განადგურების მიზნით.

შეგახსენებთ, მანამდე მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა, რომ ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა ან ფოსფორის ბომბები გამოიყენეს.