მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყუმბარით კონტუზია მივიღე, მაგრამ მსუბუქია და უკვე საავადმყოფოდან მივდივარ, აქ რა გამაჩერებს, როდესაც ჩემი ბიჭები იხოცებიანო" - რას ჰყვებიან ახლობლები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე
"ყუმბარით კონტუზია მივიღე, მაგრამ მსუბუქია და უკვე საავადმყოფოდან მივდივარ, აქ რა გამაჩერებს, როდესაც ჩემი ბიჭები იხოცებიანო" - რას ჰყვებიან ახლობლები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, 37 წლის რატი შურ­ღია და­ი­ღუ­პა. ის ამ­ბობ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლით სა­ქარ­თვე­ლოს მტერს ანად­გუ­რებ­და, ამი­ტომ ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებ­და და ბრძო­ლის ვე­ლი­დან მხო­ლოდ უკა­ნას­კნე­ლი გა­მო­ვი­დო­და. ასეც გა­ა­კე­თა, - სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე იბ­რძო­და ქა­ლაქ ირ­პენ­ში. სა­დაც მტრის ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბი­სას მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. მან ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი "არაფ­რად" ჩათ­ვა­ლა. კლი­ნი­კი­დან ბრძო­ლის ველ­ზე, ექი­მე­ბის რჩე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, მა­შინ­ვე გაბ­რუნ­და და ნა­წილ­ში­ვე და­ი­ღუ­პა.

რატი შურ­ღა­ი­ას შე­სა­ხებ მისი მა­მი­დაშ­ვი­ლი მა­მუ­კა გუ­გა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რა­ტი­ზე 11 წლით ვარ უფ­რო­სი. ეს გან­სხვა­ვე­ბა ბავ­შვო­ბა­ში იმ­დე­ნად იგ­რძნო­ბა, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი გაზ­რდი­ლია. სულ თან დამ­ყვე­ბო­და, ხან ზურ­გით და­ვა­ტა­რებ­დი, ხან ხელ­ში აყ­ვა­ნილს. ეს შეგ­რძნე­ბა სულ თან გა­მომ­ყვა და დღე­საც ამ შეგ­რძნე­ბით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ხოლ­მე, თით­ქოს სულ მინ­დო­და და­მეც­ვა. ისიც ასე იყო, რო­გორც კი რა­ი­მეს გა­და­წყვეტ­და, ან რი­სა­მე გა­ზი­ა­რე­ბა უნ­დო­და, მა­შინ­ვე და­მი­რე­კავ­და ხოლ­მე. უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლი­სა­საც და­მი­რე­კა და ვუ­თხა­რი: რატი, შენ ხომ ომი არ იცი და რა­ტომ მი­დი­ხარ, რა­ი­მე ცუდი არ და­მარ­თო თავს-მეთ­ქი. მი­თხრა, - მტერ­თან ბრძო­ლას რა ომის ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა, რომ არ წა­ვი­დე, მა­ინც ვერ მო­ვის­ვე­ნებ და უფრო ცუ­დად ვიქ­ნე­ბი, ამი­ტომ უნდა წა­ვი­დე, ვერ გა­და­მათ­ქმე­ვი­ნე­ბო.

- მარ­თა­ლი უთ­ქვამს. ყვე­ლა მებ­რძო­ლად ვერ იბა­დე­ბა, მაგ­რამ ვინც იბა­დე­ბა, მტრის გა­ნად­გუ­რე­ბის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს მო­ას­ვე­ნებს.

- იმი­ტო­მაც წა­ვი­და. ახლა ვხე­დავ, რომ მარ­თლა მე­ო­მა­რი ყო­ფი­ლა, მარ­თლა ჰქო­ნია ის ძალა, შენს ქვე­ყა­ნა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რომ იღებ და ამან წა­იყ­ვა­ნა. თო­რემ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მე­უღ­ლე უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავს და მა­ნაც კი მთხო­ვა, - თან თით­ქოს მი­ხა­რია რატი უკ­რა­ი­ნა­ში რომ მი­დის, თან ძა­ლი­ან ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბა მაქვს, მაგ­რამ მე არ მი­ჯე­რებს და გთხოვ, შენ უთხა­რი, რომ წას­ვლა გა­და­ი­ფიქ­რო­სო. მაგ­რამ რა­ტის უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა ვერ გა­და­ვა­ფიქ­რე­ბი­ნეთ.

ირ­პენ­ში იბ­რძო­და, ქარ­თველ მე­ომ­რებ­თან ერ­თად, რო­დე­საც რუ­სუ­ლი ყუმ­ბა­რა ახ­ლოს აფეთ­ქდა. იმ მო­მენ­ტში თით­ქოს გა­დარ­ჩა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, იმ­დე­ნად მძი­მედ იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ კი­ე­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქი­დან კი, ფაქ­ტობ­რი­ვად ექი­მებს ისე გა­მო­ექ­ცა, რომ მკურ­ნა­ლო­ბა არც და­ას­რუ­ლე­ბი­ნა. თა­ნაც, მეც და­მი­რე­კა, - ყუმ­ბა­რით კონ­ტუ­ზია მი­ვი­ღე, მაგ­რამ მსუ­ბუ­ქია და უკვე სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მივ­დი­ვარ, აქ რა გა­მა­ჩე­რებს, რო­დე­საც ჩემი ბი­ჭე­ბი იხო­ცე­ბი­ა­ნო. მა­შინ­ვე ცუ­დად მე­ნიშ­ნა: რას აკე­თებ, ბიჭო, ბო­ლომ­დე იმ­კურ­ნა­ლე და მერე სა­ომ­რად დაბ­რუნ­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ სი­ცი­ლით მი­თხრა, - არა­ფე­რიც არ მჭირს, აქ რა­ტომ უნდა ვიყო, მარ­თლა ავად კი არ ვარო. არა­და, სწო­რედ ამ აფეთ­ქე­ბის და­ზი­ა­ნე­ბამ შე­ი­წი­რა. ნა­წილ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე და­ი­ღუ­პა. უბ­რა­ლოდ, იწვა, როცა და­უ­ძა­ხეს არ ადგა და რომ მი­ვიდ­ნენ, უკვე ცო­ცხა­ლი აღარ იყო.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

სომხა
0

ქართველი მგლები. დიდება საქართველოს!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"ყუმბარით კონტუზია მივიღე, მაგრამ მსუბუქია და უკვე საავადმყოფოდან მივდივარ, აქ რა გამაჩერებს, როდესაც ჩემი ბიჭები იხოცებიანო" - რას ჰყვებიან ახლობლები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

"ყუმბარით კონტუზია მივიღე, მაგრამ მსუბუქია და უკვე საავადმყოფოდან მივდივარ, აქ რა გამაჩერებს, როდესაც ჩემი ბიჭები იხოცებიანო" - რას ჰყვებიან ახლობლები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 37 წლის რატი შურღია დაიღუპა. ის ამბობდა, რომ უკრაინაში ბრძოლით საქართველოს მტერს ანადგურებდა, ამიტომ ბოლომდე იბრძოლებდა და ბრძოლის ველიდან მხოლოდ უკანასკნელი გამოვიდოდა. ასეც გააკეთა, - სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა ქალაქ ირპენში. სადაც მტრის ყუმბარის აფეთქებისას მძიმე დაზიანებები მიიღო. მან ეს დაზიანებები "არაფრად" ჩათვალა. კლინიკიდან ბრძოლის ველზე, ექიმების რჩევის მიუხედავად, მაშინვე გაბრუნდა და ნაწილშივე დაიღუპა.

რატი შურღაიას შესახებ მისი მამიდაშვილი მამუკა გუგავა გვესაუბრება:

- რატიზე 11 წლით ვარ უფროსი. ეს განსხვავება ბავშვობაში იმდენად იგრძნობა, რომ ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია. სულ თან დამყვებოდა, ხან ზურგით დავატარებდი, ხან ხელში აყვანილს. ეს შეგრძნება სულ თან გამომყვა და დღესაც ამ შეგრძნებით ვესაუბრებოდი ხოლმე, თითქოს სულ მინდოდა დამეცვა. ისიც ასე იყო, როგორც კი რაიმეს გადაწყვეტდა, ან რისამე გაზიარება უნდოდა, მაშინვე დამირეკავდა ხოლმე. უკრაინაში წასვლისასაც დამირეკა და ვუთხარი: რატი, შენ ხომ ომი არ იცი და რატომ მიდიხარ, რაიმე ცუდი არ დამართო თავს-მეთქი. მითხრა, - მტერთან ბრძოლას რა ომის ცოდნა სჭირდება, რომ არ წავიდე, მაინც ვერ მოვისვენებ და უფრო ცუდად ვიქნები, ამიტომ უნდა წავიდე, ვერ გადამათქმევინებო.

- მართალი უთქვამს. ყველა მებრძოლად ვერ იბადება, მაგრამ ვინც იბადება, მტრის განადგურების სურვილი არასოდეს მოასვენებს.

- იმიტომაც წავიდა. ახლა ვხედავ, რომ მართლა მეომარი ყოფილა, მართლა ჰქონია ის ძალა, შენს ქვეყანაზე პასუხისმგებლობას რომ იღებ და ამან წაიყვანა. თორემ, წარმოიდგინეთ, რომ მეუღლე უკრაინელი ჰყავს და მანაც კი მთხოვა, - თან თითქოს მიხარია რატი უკრაინაში რომ მიდის, თან ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს, მაგრამ მე არ მიჯერებს და გთხოვ, შენ უთხარი, რომ წასვლა გადაიფიქროსო. მაგრამ რატის უკრაინაში წასვლა ვერ გადავაფიქრებინეთ.

ირპენში იბრძოდა, ქართველ მეომრებთან ერთად, როდესაც რუსული ყუმბარა ახლოს აფეთქდა. იმ მომენტში თითქოს გადარჩა, მაგრამ როგორც ჩანს, იმდენად მძიმედ იყო დაზიანებული, რომ კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქიდან კი, ფაქტობრივად ექიმებს ისე გამოექცა, რომ მკურნალობა არც დაასრულებინა. თანაც, მეც დამირეკა, - ყუმბარით კონტუზია მივიღე, მაგრამ მსუბუქია და უკვე საავადმყოფოდან მივდივარ, აქ რა გამაჩერებს, როდესაც ჩემი ბიჭები იხოცებიანო. მაშინვე ცუდად მენიშნა: რას აკეთებ, ბიჭო, ბოლომდე იმკურნალე და მერე საომრად დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ სიცილით მითხრა, - არაფერიც არ მჭირს, აქ რატომ უნდა ვიყო, მართლა ავად კი არ ვარო. არადა, სწორედ ამ აფეთქების დაზიანებამ შეიწირა. ნაწილში დაბრუნებიდან ძალიან მალე დაიღუპა. უბრალოდ, იწვა, როცა დაუძახეს არ ადგა და რომ მივიდნენ, უკვე ცოცხალი აღარ იყო.

განაგრძეთ კითხვა