პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სერიოზული გამოწვევაა - ეს სერიოზული საბაბია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას" - ზაქარეიშვილი ე.წ. რეფერენდუმზე
"სერიოზული გამოწვევაა - ეს სერიოზული საბაბია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას" - ზაქარეიშვილი ე.წ. რეფერენდუმზე

კონ­ფლიქ­ტო­ლო­გის, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა და ასე­ვე არის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ბა­ბი, რათა სა­ქარ­თვე­ლომ მსოფ­ლი­ოს უთხრას, რომ მი­უ­ხე­და­ვად ფრთხი­ლი პო­ლი­ტი­კი­სა, რუ­სე­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­ას გა­ნაგ­რძობს.

ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას და­ა­სა­ხე­ლა ის სამი მთა­ვა­რი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში უნდა და­ი­კა­ვოს. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს მსოფ­ლიო დღის წეს­რიგ­ში, სა­ნამ რუ­სე­თი სა­კუ­თარ ჯა­რებს არ გა­იყ­ვანს, შემ­დეგ კი ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ფუნ­ქცია მი­ე­ნი­ჭოს.

"სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სიფრ­თხი­ლის პო­ლი­ტი­კას იჩენს და ცდი­ლობს, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბით არ და­იმ­სა­ხუ­როს რუ­სე­თის აგ­რე­სია, რუ­სეთს ეს არ ადარ­დებს. მე­რამ­დე­ნედ გა­მოჩ­ნდა, რომ ის თა­ვის პო­ზი­ცი­ას ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს. თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კა აქვს და არ უყუ­რებს, რო­გორ მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. თქვა, რომ რე­ფე­რენ­დუ­მის სი­ტუ­ა­ცია გა­და­გორ­და და პრობ­ლე­მე­ბი არ არის. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია - თა­რი­ღი და­ი­ნიშ­ნა.

ეს არის ძა­ლი­ან სა­გან­გა­შო „მე­სი­ჯი“ იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ახლა მა­ინც ამო­ი­ღოს ხმა და შე­უ­ერ­თდეს მსოფ­ლი­ოს სო­ლი­და­რო­ბას - რუ­სე­თი არის აგ­რე­სო­რი და სა­ჭი­როა, რომ მსოფ­ლი­ომ სა­ქარ­თვე­ლო­საც მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა. მეტი რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, რუ­სე­თი თა­ვი­სას გა­ნაგ­რძობს. ეს უკვე აღარ არის ბი­ბი­ლო­ვის ხრი­კე­ბი. მან არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად „რე­ფე­რენ­დუ­მის“ თა­რი­ღი და­ი­ნიშ­ნა. „რე­ფე­რენ­დუ­მი“ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ის შე­დე­გი არ დად­გეს, რაც ოსებს უნ­დათ, მაგ­რამ რუ­სე­თი ამას ჩვე­ნი შან­ტა­ჟის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს. რუ­სე­თი იყე­ნებს ამ საქ­მეს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შან­ტა­ჟის­თვის - მას უნდა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ა­ჩო­ქოს სა­ქარ­თვე­ლო. იმის­თვის, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მსოფ­ლი­ოს დღის წეს­რიგ­ში აღ­მოვ­ჩნდეთ, ასე­თი კარ­გი პი­რო­ბე­ბი, რო­გორც ახლა უკ­რა­ი­ნის ომი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა, არას­დროს გვექ­ნე­ბა.

ეს მო­მენ­ტი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და რა­ტომ არ ვი­ყე­ნებთ, არ მეს­მის. უკ­რა­ი­ნა­ში ომი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო და ეს რე­ფე­რენ­დუ­მი ისე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, მსოფ­ლიო ამას ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევ­და, გა­ა­ტა­რებ­და. ახლა ეს გახ­დე­ბა დღის წეს­რი­გის ნო­მერ პირ­ვე­ლი თემა. მაგ­რამ ნატო-ს სა­მიტ­ზე არ მიგ­ვიწ­ვი­ეს, რად­გან ხმას არ ვი­ღებთ, ასე­ვე „დიდი შვი­დე­უ­ლის“ დღის წეს­რიგ­შიც არ ვართ. მოლ­დო­ვა და უკ­რა­ი­ნა კი არი­ან. მოლ­დო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის ისე­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, რო­გორც უკ­რა­ი­ნა. უკაც­რა­ვად, ეს ასეა, მაგ­რამ ჩვენ მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვართ, მაგ­რამ ხმას არ ვი­ღებთ, ყვე­ლა­ნა­ი­რი რა­და­რე­ბი­დან ამო­ვარ­დნი­ლი ვართ.

ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ბა­ბი, მსოფ­ლი­ოს ვუ­თხრათ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ფრთხი­ლი პო­ლი­ტი­კი­სა, რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­ას. ამი­ტომ რუ­სე­თის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სან­ქცი­ებ­ში და ყვე­ლა სხვა მო­თხოვ­ნებ­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩა­დე­ბუ­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს თემა, ვიდ­რე რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჯა­რებს არ გა­იყ­ვანს და 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს შე­სა­ბა­მი­სად აღი­ა­რე­ბულ პი­რო­ბებს არ შე­ას­რუ­ლებს. ამას­თან, რომ არ დავ­რჩეთ პი­რის­პირ და ოსებს და აფხა­ზებს არ შე­ე­შინ­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ, შე­საძ­ლოა, სა­ო­მა­რი რე­ვან­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია იმ­ყო­ფე­ბა, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს და მას უნდა მი­ე­ნი­ჭოს სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ფუნ­ქცია, რათა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად უსაფრ­თხო­ე­ბა შე­ვუქ­მნათ აფხა­ზებ­სა და ოსებს.

ასე­ვე მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჯა­რებს გა­იყ­ვანს, სა­ქარ­თვე­ლო მზად იქ­ნე­ბა, აფხა­ზურ და ოსურ მხა­რე­ებ­თან გა­ნი­ხი­ლოს ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მოქ­მედ­მა დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მის თა­რი­ღი და­ნიშ­ნა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ფე­რენ­დუ­მი 17 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა.

ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მალე ახ­დე­ბა „დიდი ოც­ნე­ბა“, რად­გან სამ­ხრეთ ოსე­თი და რუ­სე­თი „და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ერთი ის­ტო­რი­ით“ და მო­ვი­და დრო, რომ გა­ერ­თი­ან­დნენ „ერთხელ და სა­მუ­და­მოდ“.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
75

უკრაინას რითი ეხმარებიან?! თუ ვინმე ფიქრობს რომ უფასოდ აძლევენ იარაღს მაგრად ცდება...

აუუუუუ
70

ეს კაცი, მინისტრი როგორ იყო, ამიხსენით ვინმემ, რაა, რაებს როშავს, ფუიიი...უბრალო ქართველი უფრო საღად მოაზროვნეა, ვიდრე---,,ეს განსწავლული, ევროპული აზროვნების ზეადამიანებიი"""!!

ავოიეეე ზაქარეიშვილოოო, დაეშვი დედამიწაზე და შეხედე რეალობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სერიოზული გამოწვევაა - ეს სერიოზული საბაბია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას" - ზაქარეიშვილი ე.წ. რეფერენდუმზე

"სერიოზული გამოწვევაა - ეს სერიოზული საბაბია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას" - ზაქარეიშვილი ე.წ. რეფერენდუმზე

კონფლიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება სერიოზული გამოწვევაა და ასევე არის სერიოზული საბაბი, რათა საქართველომ მსოფლიოს უთხრას, რომ მიუხედავად ფრთხილი პოლიტიკისა, რუსეთი ტერიტორიების ანექსიას განაგრძობს.

ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაასახელა ის სამი მთავარი პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ არსებულ ვითარებაში უნდა დაიკავოს. მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს მსოფლიო დღის წესრიგში, სანამ რუსეთი საკუთარ ჯარებს არ გაიყვანს, შემდეგ კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამშვიდობო ძალების ფუნქცია მიენიჭოს.

"სერიოზული გამოწვევაა - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილის პოლიტიკას იჩენს და ცდილობს, თავისი მოქმედებებით არ დაიმსახუროს რუსეთის აგრესია, რუსეთს ეს არ ადარდებს. მერამდენედ გამოჩნდა, რომ ის თავის პოზიციას ძალიან პრინციპულად ახორციელებს. თავისი პოლიტიკა აქვს და არ უყურებს, როგორ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება.

ღარიბაშვილმა განაცხადა, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. თქვა, რომ რეფერენდუმის სიტუაცია გადაგორდა და პრობლემები არ არის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე სერიოზული პრობლემებია - თარიღი დაინიშნა.

ეს არის ძალიან საგანგაშო „მესიჯი“ იმისათვის, რომ საქართველომ ახლა მაინც ამოიღოს ხმა და შეუერთდეს მსოფლიოს სოლიდარობას - რუსეთი არის აგრესორი და საჭიროა, რომ მსოფლიომ საქართველოსაც მიაქციოს ყურადღება. მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი თავისას განაგრძობს. ეს უკვე აღარ არის ბიბილოვის ხრიკები. მან არჩევნები წააგო, მაგრამ ამის მიუხედავად „რეფერენდუმის“ თარიღი დაინიშნა. „რეფერენდუმი“ აუცილებლად ჩატარდება. შეიძლება ის შედეგი არ დადგეს, რაც ოსებს უნდათ, მაგრამ რუსეთი ამას ჩვენი შანტაჟისთვის გამოიყენებს. რუსეთი იყენებს ამ საქმეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის - მას უნდა მაქსიმალურად დააჩოქოს საქართველო. იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს დღის წესრიგში აღმოვჩნდეთ, ასეთი კარგი პირობები, როგორც ახლა უკრაინის ომიდან გამომდინარეა, არასდროს გვექნება.

ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და რატომ არ ვიყენებთ, არ მესმის. უკრაინაში ომი რომ არ ყოფილიყო და ეს რეფერენდუმი ისე ჩატარებულიყო, მსოფლიო ამას ყურადღებას არ მიაქცევდა, გაატარებდა. ახლა ეს გახდება დღის წესრიგის ნომერ პირველი თემა. მაგრამ ნატო-ს სამიტზე არ მიგვიწვიეს, რადგან ხმას არ ვიღებთ, ასევე „დიდი შვიდეულის“ დღის წესრიგშიც არ ვართ. მოლდოვა და უკრაინა კი არიან. მოლდოვამ განაცხადა, რომ ის ისევე დაზარალებულია, როგორც უკრაინა. უკაცრავად, ეს ასეა, მაგრამ ჩვენ მეტად დაზარალებული ვართ, მაგრამ ხმას არ ვიღებთ, ყველანაირი რადარებიდან ამოვარდნილი ვართ.

ეს არის სერიოზული საბაბი, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ მიუხედავად ჩვენი ფრთხილი პოლიტიკისა, რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ანექსიას. ამიტომ რუსეთის მიმართ განხორციელებულ სანქციებში და ყველა სხვა მოთხოვნებში რუსეთის წინააღმდეგ, ჩადებული იყოს საქართველოს თემა, ვიდრე რუსეთი საქართველოდან ჯარებს არ გაიყვანს და 2008 წლის 12 აგვისტოს შესაბამისად აღიარებულ პირობებს არ შეასრულებს. ამასთან, რომ არ დავრჩეთ პირისპირ და ოსებს და აფხაზებს არ შეეშინდეთ, რომ საქართველომ, შესაძლოა, საომარი რევანში განახორციელოს, საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება, რომელიც მუშაობს და მას უნდა მიენიჭოს სამშვიდობო ძალების ფუნქცია, რათა გარანტირებულად უსაფრთხოება შევუქმნათ აფხაზებსა და ოსებს.

ასევე მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს, საქართველო მზად იქნება, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან განიხილოს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.

ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება“, რადგან სამხრეთ ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებულია ერთი ისტორიით“ და მოვიდა დრო, რომ გაერთიანდნენ „ერთხელ და სამუდამოდ“.