სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქმენეთში ათობით წყვილი ხელჩაკიდებული სიარულისთვის დააკავეს - ქალებს აეკრძალათ მაკიაჟი, თმის შეღებვა, სილამაზის პროცედურები: ახალი დიქტატორის ახალი წესები
თურქმენეთში ათობით წყვილი ხელჩაკიდებული სიარულისთვის დააკავეს - ქალებს აეკრძალათ მაკიაჟი, თმის შეღებვა, სილამაზის პროცედურები: ახალი დიქტატორის ახალი წესები

თურ­ქმე­ნეთ­ში ათო­ბით წყვი­ლი და­ა­კა­ვეს მხო­ლოდ იმის გამო, რომ ისი­ნი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ. პო­ლი­ცია მათ ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოქ­ცე­ვის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

წყვი­ლე­ბი თურ­ქმე­ნე­თის ქა­ლაქ მა­რი­ში და­ა­კა­ვეს. რო­გორც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" თურ­ქმე­ნე­თის ბი­უ­რო წერს, ბოლო დროს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქა­ლებ­ზე კონ­ტრო­ლი ქვე­ყა­ნა­ში უფრო მკაცრ­დე­ბა და მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბიც კონ­ტრო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"მე და ჩემი მე­უღ­ლე სახ­ლი­დან გა­ვე­დით. ჩვენ­თან ახ­ლოს პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა გა­ჩერ­და. გვი­თხრეს, რომ მან­ქა­ნა­ში უნდა ჩავ­სხდეთ და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ვი­დეთ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის­თვის“, - ამ­ბობს მა­რის მცხოვ­რე­ბი, ანო­ნი­მუ­რო­ბის პი­რო­ბით. მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში მსგავ­სი "და­ნა­შა­უ­ლის“, ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი სი­ა­რუ­ლის გამო და­კა­ვე­ბუ­ლი კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე იყო. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ოთა­ხებ­ში შე­იყ­ვა­ნეს და ცალ-ცალ­კე და­კი­თხეს.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“თურ­ქმე­ნე­თის ბი­უ­როს სხვა მა­ცხოვ­რე­ბე­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, რომ ისი­ნი აი­ძუ­ლეს პო­ლი­ცი­ა­ში "ლექ­ცი­ის­თვის მო­ეს­მი­ნათ.“

  • ერთ-ერ­თის თქმით, ლექ­ცია ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბის ქცე­ვის წე­სებს ეხე­ბო­და. ლექ­ცი­ას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ და ქა­ლებს ადა­ნა­შუ­ლებ­დნენ მა­კი­ა­ჟის გამო, ამას კი "უსირ­ცხვი­ლო­ბას“ უწო­დებ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, რომ ისი­ნი არ­ღვევ­დნენ "წე­სი­ე­რე­ბის სტან­დარ­ტებს, რო­დე­საც მა­მა­კა­ცებს ხელს ჰკი­დებ­დნენ.“

"გვი­თხრეს, - ძვე­ლად ჩვე­ნი დე­დე­ბი თავ­სა­ბუ­რა­ვის გა­რე­შე არ და­დი­ოდ­ნენ. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ თავ­სა­ბუ­რა­ვე­ბით უნდა ია­როთ. წარ­სულ­ში ეტი­კე­ტის პირ­ვე­ლი წესი სა­ხის და­ფარ­ვა იყოო“, - იხ­სე­ნებს ქალი. "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ“ ვერ შეძ­ლო კო­მენ­ტა­რის მი­ღე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­გან, რად­გა­ნაც ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე.

ერთ-ერთი ქა­ლის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს მას შემ­დეგ, რაც ხელი მო­ა­წე­რი­ნეს დო­კუ­მენტს, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ "მო­მა­ვალ­ში სა­ჯა­როდ არ გა­მო­ავ­ლე­ნენ სიყ­ვა­რულს.“ პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი გა­აფრ­თხი­ლა, წე­სე­ბის ხე­ლა­ხა­ლი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­დათ, თუმ­ცა არ გა­ნუ­მარ­ტავთ, თუ რა სას­ჯე­ლი ელო­დათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ჯა­როდ ხე­ლის ჩა­კი­დე­ბა თურ­ქმე­ნეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აკ­რძა­ლუ­ლი არ არის.

ქვეყ­ნის ავ­ტო­რი­ტა­რულ მთავ­რო­ბას დიდი ხა­ნია ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა­ში და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჩახ­შო­ბა­ში. თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო გარ­თულ­და. თურ­ქმე­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქა­ლებ­ზე კონ­ტრო­ლი გა­აძ­ლი­ე­რა მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვი მის­მა ვაჟ­მა, სერ­დარ­მა შეც­ვა­ლა.

თურ­ქმე­ნე­თის ახა­ლი დიქ­ტა­ტო­რი, სერ­დარ ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვი

აპ­რილ­ში პო­ლი­ცი­ამ ათო­ბით ქალი და­ა­კა­ვა იმ მი­ზე­ზით, რომ მათ ყალ­ბი ფრჩხი­ლე­ბი და წამ­წა­მე­ბი ჰქონ­დათ. პო­ლი­ცია აჩე­რებს ასე­ვე ქა­ლებს, რათა შე­ა­მოწ­მონ, მი­მარ­თეს თუ არა მათ ტუ­ჩის გა­დი­დე­ბის პრო­ცე­დუ­რას.

ანო­ნი­მუ­რი წყა­როს ცნო­ბით, რკი­ნიგ­ზის ეროვ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან და ეროვ­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ი­დან ათო­ბით გამ­ცი­ლე­ბე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან იმის გამო, რომ მათ მკერ­დის იმპლან­ტე­ბი ჰქონ­დათ და ასე­ვე ტუჩი გა­დი­დე­ბუ­ლი.

ქა­ლებს აეკ­რძა­ლათ მკვეთ­რი მა­კი­ა­ჟი, თმის შე­ღებ­ვა, მა­ნი­კუ­რი­სა და პე­დი­კუ­რის გა­კე­თე­ბა. საგ­ზაო პო­ლი­ცი­ამ პი­რა­დი მან­ქა­ნე­ბის მფლო­ბე­ლებს აუკ­რძა­ლა მან­ქა­ნის სა­ლონ­ში იმ ქა­ლე­ბის ჩას­მა, რომ­ლე­ბიც მათი ნა­თე­სა­ვე­ბი არ არი­ან. ასე­ვე ქა­ლებს აეკ­რძა­ლათ მან­ქა­ნის წინა სა­ვარ­ძელ­ზე დაჯ­დო­მა.

მარ­თა­ლია, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი აკ­რძალ­ვე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნო­ნი არ მი­უ­ღი­ათ და არც ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­უვრცე­ლე­ბი­ათ, თუმ­ცა ამ აკ­რძალ­ვებს აკონ­ტრო­ლე­ბენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი. დამ­საქ­მებ­ლე­ბი მარ­თა­ვენ სპე­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებს ქალ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და აც­ნო­ბენ ახალ წე­სებს კოს­მე­ტი­კის გა­მო­ყე­ნა­ბას­თან, კოს­მე­ტი­კურ პრო­ცე­დუ­რებ­თან და ჩაც­მის სტილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ისი­ნი ვერ ხსნი­ან, თუ რას უკავ­შირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი და წე­სე­ბის გამ­კაც­რე­ბა.

აშ­ხა­ბა­დის მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ანო­ნი­მუ­რი პირი ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფიქ­რობს, თურ­ქმენ ქა­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა აუკ­რძა­ლონ.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

სულ გაურეკიათ ამ საცოდავებს.....

Თამარი
0

პოლიციას სხვა საქმე Თუ არაფერი აქვს, ბედნიერი ხალხი ყოფილან. 😁

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

თურქმენეთში ათობით წყვილი ხელჩაკიდებული სიარულისთვის დააკავეს - ქალებს აეკრძალათ მაკიაჟი, თმის შეღებვა, სილამაზის პროცედურები: ახალი დიქტატორის ახალი წესები

თურქმენეთში ათობით წყვილი ხელჩაკიდებული სიარულისთვის დააკავეს - ქალებს აეკრძალათ მაკიაჟი, თმის შეღებვა, სილამაზის პროცედურები: ახალი დიქტატორის ახალი წესები

თურქმენეთში ათობით წყვილი დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საჯარო სივრცეში ხელიხელჩაკიდებულნი იყვნენ. პოლიცია მათ ტრადიციებისა და საზოგადოებაში მოქცევის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

წყვილები თურქმენეთის ქალაქ მარიში დააკავეს. როგორც "რადიო თავისუფლების" თურქმენეთის ბიურო წერს, ბოლო დროს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ქალებზე კონტროლი ქვეყანაში უფრო მკაცრდება და მსგავსი შემთხვევებიც კონტროლის გაძლიერებას უკავშირდება.

"მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გავედით. ჩვენთან ახლოს პოლიციის მანქანა გაჩერდა. გვითხრეს, რომ მანქანაში უნდა ჩავსხდეთ და განყოფილებაში მივიდეთ ახსნა-განმარტებისთვის“, - ამბობს მარის მცხოვრები, ანონიმურობის პირობით. მისივე თქმით, პოლიციის შენობაში მსგავსი "დანაშაულის“, ხელჩაკიდებული სიარულის გამო დაკავებული კიდევ რამდენიმე მოქალაქე იყო. თითოეული მათგანი ოთახებში შეიყვანეს და ცალ-ცალკე დაკითხეს.

"რადიო თავისუფლების“თურქმენეთის ბიუროს სხვა მაცხოვრებელები უყვებიან, რომ ისინი აიძულეს პოლიციაში "ლექციისთვის მოესმინათ.“

  • ერთ-ერთის თქმით, ლექცია ძირითადად ქალების ქცევის წესებს ეხებოდა. ლექციას პოლიციელები კითხულობდნენ და ქალებს ადანაშულებდნენ მაკიაჟის გამო, ამას კი "უსირცხვილობას“ უწოდებდნენ. ამბობდნენ, რომ ისინი არღვევდნენ "წესიერების სტანდარტებს, როდესაც მამაკაცებს ხელს ჰკიდებდნენ.“

"გვითხრეს, - ძველად ჩვენი დედები თავსაბურავის გარეშე არ დადიოდნენ. ქორწინების შემდეგ თავსაბურავებით უნდა იაროთ. წარსულში ეტიკეტის პირველი წესი სახის დაფარვა იყოო“, - იხსენებს ქალი. "რადიო თავისუფლებამ“ ვერ შეძლო კომენტარის მიღება ოფიციალური პირებისგან, რადგანაც ისინი უარს ამბობენ დამოუკიდებელ მედიასთან კომუნიკაციაზე.

ერთ-ერთი ქალის თქმით, დაკავებულები გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერინეს დოკუმენტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მომავალში საჯაროდ არ გამოავლენენ სიყვარულს.“ პოლიციამ ისინი გააფრთხილა, წესების ხელახალი დარღვევის შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ, თუმცა არ განუმარტავთ, თუ რა სასჯელი ელოდათ.

აღსანიშნავია, რომ საჯაროდ ხელის ჩაკიდება თურქმენეთში ოფიციალურად აკრძალული არ არის.

ქვეყნის ავტორიტარულ მთავრობას დიდი ხანია ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების შელახვაში და თავისუფლების ჩახშობაში. თუმცა ახლა ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა. თურქმენეთის ხელისუფლებამ ქალებზე კონტროლი გააძლიერა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტზე გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მისმა ვაჟმა, სერდარმა შეცვალა.

თურქმენეთის ახალი დიქტატორი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი

აპრილში პოლიციამ ათობით ქალი დააკავა იმ მიზეზით, რომ მათ ყალბი ფრჩხილები და წამწამები ჰქონდათ. პოლიცია აჩერებს ასევე ქალებს, რათა შეამოწმონ, მიმართეს თუ არა მათ ტუჩის გადიდების პროცედურას.

ანონიმური წყაროს ცნობით, რკინიგზის ეროვნული კომპანიიდან და ეროვნული ავიაკომპანიიდან ათობით გამცილებელი გაათავისუფლეს სამსახურიდან იმის გამო, რომ მათ მკერდის იმპლანტები ჰქონდათ და ასევე ტუჩი გადიდებული.

ქალებს აეკრძალათ მკვეთრი მაკიაჟი, თმის შეღებვა, მანიკურისა და პედიკურის გაკეთება. საგზაო პოლიციამ პირადი მანქანების მფლობელებს აუკრძალა მანქანის სალონში იმ ქალების ჩასმა, რომლებიც მათი ნათესავები არ არიან. ასევე ქალებს აეკრძალათ მანქანის წინა სავარძელზე დაჯდომა.

მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი აკრძალვების შესახებ ახალი კანონი არ მიუღიათ და არც ოფიციალური განცხადება გაუვრცელებიათ, თუმცა ამ აკრძალვებს აკონტროლებენ პოლიციის თანამშრომლები და სახელმწიფო კომპანიების დირექტორები. დამსაქმებლები მართავენ სპეციალურ შეხვედრებს ქალ თანამშრომლებთან და აცნობენ ახალ წესებს კოსმეტიკის გამოყენაბასთან, კოსმეტიკურ პროცედურებთან და ჩაცმის სტილთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ვერ ხსნიან, თუ რას უკავშირდება ცვლილებები და წესების გამკაცრება.

აშხაბადის მთავრობასთან დაახლოებული ანონიმური პირი ამბობს, რომ ხელისუფლება ფიქრობს, თურქმენ ქალებს სპეციალური ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ წასვლა აუკრძალონ.

წყარო