მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში" - რას აცხადებს "ვივამედის" დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
"პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში" - რას აცხადებს "ვივამედის" დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტო­რის, ნინო ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლით, მან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე გას­ცა პა­სუ­ხი, მძი­მეა თუ არა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

რო­გორც ნა­დი­რა­ძე გან­მარ­ტავს, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი დას­კვნე­ბის შე­სა­ხებ კი, მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რაც აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­ცი­ენ­ტის ნე­ბარ­თვა ექ­ნე­ბათ.

"ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჩვენ­თვის უპირ­ვე­ლე­სია, მთა­ვა­რი, რი­თაც ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ, ეს არის - არ ავნო. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ფრაგ­მენ­ტუ­ლად მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, მი­თუ­მე­ტეს, თუ ეს ეხე­ბა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას. მიმ­დი­ნა­რე­ობს კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტთან ასე­თი გუ­ლის­ხმი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, როცა გვექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი დას­კვნე­ბი და­ი­დე­ბა, რა თქმა უნდა, პა­ცი­ენ­ტის ნე­ბარ­თვით, შემ­დეგ­ში გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებთ ამ ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ უპა­სუ­ხებს გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კლი­ნი­კა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტი არ ჰყო­ლი­ათ, ნა­დი­რა­ძე პა­სუ­ხობს, რომ მათ კლი­ნი­კა­ში "საკ­მა­ოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი ჰყავთ“.

"ქალ­ბა­ტონ­მა გი­უ­ლიმ რა თქვა, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ, ჩვე­ნი კლი­ნი­კის კედ­ლებს ახ­სოვს და დღე­საც გვყავს საკ­მა­ოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ნუ­ზო­ლო­გი­ის და ჩვენ­თვის უცხო არ არის არ­ცერ­თი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა... ერთს გე­ტყვით, პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ რა ვადა სჭირ­დე­ბა კვლე­ვებს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ ისა­უბ­რებს.

"ვერ გე­ტყვით, ეს ხომ არ არის მა­თე­მა­ტი­კა, სა­დაც 2-ჯერ 2, არის 4... თქვენ რო­გორ გგო­ნი­ათ, რო­მე­ლი­მე პა­ცი­ენტს ჩვენ ცუდ პი­რო­ბებ­ში მო­ვა­თავ­სებთ? ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არის ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნას­წო­რო­ბა, ჩვენ­თვის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ის არის მსჯავ­რე­დე­ბუ­ლი, თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მყო­ფი, ჩვენ­თვის ერ­თნა­ი­რად ძვირ­ფა­სია, მათი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი არის ერ­თნა­ი­რად და­ხუ­რუ­ლი, თუ ისი­ნი ამის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას არ ისურ­ვე­ბენ. ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი კვლე­ვის პრო­ცეს­შია“, - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ უშ­ვე­ბენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მის პი­რად ექიმს, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძეს, კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი აცხა­დებს, რომ ის ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძეს არ იც­ნობს.

"მე ჩემი კლი­ნი­კის ლი­ცენ­ზი­რე­ბულ, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ექი­მებ­ზე ვა­გებ პა­სუხს, და­ნარ­ჩენ­ზე პა­სუხს ვე­ღარ გაგ­ცემთ. ჩვენ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში ვმოქ­მე­დებთ, მე სა­ერ­თოდ არ და­მი­ნა­ხავს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე, ჩემ­თვის არ მო­უ­მარ­თავს. ბა­ტონ ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძეს არ ვიც­ნობ, იმე­დია, გა­ვიც­ნობ და კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცია გვექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
5

რა ღვარძლიანად ხუმარა ხალხი ხართ! თუ ვინმე კარგად არის უნდა ჩაქოლოთ.

მარინა
9

აღორძინების პერიოდის რესტავრირებული ქალბატონი.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში" - რას აცხადებს "ვივამედის" დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში" - რას აცხადებს "ვივამედის" დირექტორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღნიშნულით, მან ჟურნალისტების კითხვაზე გასცა პასუხი, მძიმეა თუ არა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც ნადირაძე განმარტავს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კვლევები უტარდება, კონკრეტული დასკვნების შესახებ კი, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით პაციენტის ნებართვა ექნებათ.

"ზოგადად, ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის უპირველესია, მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის - არ ავნო. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, მითუმეტეს, თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, მერწმუნეთ, ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს, როცა გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, რა თქმა უნდა, პაციენტის ნებართვით, შემდეგში გავასაჯაროვებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს გიული ალასანიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სიმძიმის პაციენტი არ ჰყოლიათ, ნადირაძე პასუხობს, რომ მათ კლინიკაში "საკმაოდ მძიმე პაციენტები ჰყავთ“.

"ქალბატონმა გიულიმ რა თქვა, ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ნუზოლოგიის და ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი დაავადების მკურნალობა... ერთს გეტყვით, პაციენტი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში“, - განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, თუ რა ვადა სჭირდება კვლევებს, ამასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

"ვერ გეტყვით, ეს ხომ არ არის მათემატიკა, სადაც 2-ჯერ 2, არის 4... თქვენ როგორ გგონიათ, რომელიმე პაციენტს ჩვენ ცუდ პირობებში მოვათავსებთ? ევროპული ღირებულებები არის ადამიანების თანასწორობა, ჩვენთვის ყველა ადამიანი, ყველა პაციენტი, მიუხედავად იმისა, ის არის მსჯავრედებული, თუ თავისუფლებაზე მყოფი, ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია, მათი პირადი მონაცემები არის ერთნაირად დახურული, თუ ისინი ამის გასაჯაროებას არ ისურვებენ. ბატონი მიხეილი კვლევის პროცესშია“, - განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ ის ნიკოლოზ ყიფშიძეს არ იცნობს.

"მე ჩემი კლინიკის ლიცენზირებულ, მაღალკვალიფიციურ ექიმებზე ვაგებ პასუხს, დანარჩენზე პასუხს ვეღარ გაგცემთ. ჩვენ კანონმდებლობის ჩარჩოებში ვმოქმედებთ, მე საერთოდ არ დამინახავს ნიკოლოზ ყიფშიძე, ჩემთვის არ მოუმართავს. ბატონ ნიკოლოზ ყიფშიძეს არ ვიცნობ, იმედია, გავიცნობ და კარგი კომუნიკაცია გვექნება“, - განაცხადა ნადირაძემ.