პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთის სანაპიროზე" "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი მოკლეს
"დასავლეთის სანაპიროზე" "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი მოკლეს

"და­სავ­ლე­თის სა­ნა­პი­რო­ზე", ქა­ლაქ ჯე­ნინ­ში "ალ ჯა­ზი­რას" ჟურ­ნა­ლის­ტი, ში­რინ აბუ აკლე მოკ­ლეს, ის ქა­ლაქ­ში ის­რა­ე­ლის რე­იდს აშუ­ქებ­და.

პა­ლეს­ტი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ 51 წლის ჟურ­ნა­ლისტს ტყვია თავ­ში მოხ­ვდა და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. და­იჭ­რა პრო­დი­უ­სე­რი ალი ალ-სა­მუ­დი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"ალ ჯა­ზი­რა" ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებს მი­ზან­მი­მარ­თულ გას­რო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მათ აკის­რებს. რო­გორც დაჭ­რი­ლი ალ სა­მუ­დი ამ­ბობს, იმ დროს, ამ მხა­რე­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის თქმით კი, ისი­ნი "ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის" და­სა­კა­ვებ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ და ორი­ვე მხა­რე, პა­ლეს­ტი­ნე­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბიც და ის­რა­ე­ლის ძა­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ეს­როდ­ნენ.

ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ ოპე­რა­ცი­ე­ბი "და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე" მას შემ­დეგ გა­აძ­ლი­ე­რა, რაც ის­რა­ე­ლი სე­რი­უ­ლი თავ­დას­ხმე­ბის სა­მიზ­ნე გახ­და და 18 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. თავ­დამ­სხმე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჯე­ნი­ნის რა­ი­ო­ნი­დან იყო. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნაფ­ტა­ლი ბე­ნე­ტის გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, აბუ აკ­ლეს მკვლე­ლო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი:

ჟურ­ნა­ლის­ტის ცხე­დარ­თან მყო­ფი მგლო­ვი­ა­რე ხალ­ხი

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აბუ აკ­ლეს ეკე­თა ჩა­ფხუ­ტი და ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი ჟი­ლე­ტი ეცვა, რო­მელ­ზეც გარ­კვე­ვით ეწე­რა "პრე­სა“, მას მა­ინც ეს­რო­ლეს. 51 წლის ჟურ­ნა­ლის­ტის მოკ­ვლის ამ­ბავს ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, იაირ ლა­პი­დიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან Twitter-ზე და­წე­რა, რომ მის­მა მთავ­რო­ბამ ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის იდეა წა­მო­ა­ყე­ნა და დას­ძი­ნა: "ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ცუ­ლი უნდა იყ­ვნენ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნებ­ში და ყვე­ლას გვა­კის­რია იმის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ სი­მარ­თლე გა­ვარ­კვი­ოთ".

წყა­რო: cnn.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ანი
0

სად არის უსამართლოებასთან მებრძოლი ჩვენი სუპერ ამერიკა??? წლებია ეს კონფლიქტი უამრავ უდანაშაულო ადამიანს იწირავს!!! 

ავტორი:

"დასავლეთის სანაპიროზე" "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი მოკლეს

"დასავლეთის სანაპიროზე" "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი მოკლეს

"დასავლეთის სანაპიროზე", ქალაქ ჯენინში "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი, შირინ აბუ აკლე მოკლეს, ის ქალაქში ისრაელის რეიდს აშუქებდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 51 წლის ჟურნალისტს ტყვია თავში მოხვდა და მალევე გარდაიცვალა. დაიჭრა პროდიუსერი ალი ალ-სამუდი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"ალ ჯაზირა" ისრაელის უსაფრთხოების ძალებს მიზანმიმართულ გასროლაში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას მათ აკისრებს. როგორც დაჭრილი ალ სამუდი ამბობს, იმ დროს, ამ მხარეში პალესტინელი შეიარაღებული პირები არ იმყოფებოდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით კი, ისინი "ტერორიზმში ეჭვმიტანილების" დასაკავებლად მოქმედებდნენ და ორივე მხარე, პალესტინელი ეჭვმიტანილებიც და ისრაელის ძალებიც ერთმანეთს ესროდნენ.

ისრაელის არმიამ ოპერაციები "დასავლეთ სანაპიროზე" მას შემდეგ გააძლიერა, რაც ისრაელი სერიული თავდასხმების სამიზნე გახდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. თავდამსხმელების უმეტესობა ჯენინის რაიონიდან იყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის განცხადების მიხედვით, აბუ აკლეს მკვლელობაში, სავარაუდოდ, შეიარაღებული პალესტინელები უნდა იყვნენ დამნაშავეები:

ჟურნალისტის ცხედართან მყოფი მგლოვიარე ხალხი

იმის მიუხედავად, რომ აბუ აკლეს ეკეთა ჩაფხუტი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, რომელზეც გარკვევით ეწერა "პრესა“, მას მაინც ესროლეს. 51 წლის ჟურნალისტის მოკვლის ამბავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდიც გამოეხმაურა. მან Twitter-ზე დაწერა, რომ მისმა მთავრობამ ისრაელ-პალესტინის ერთობლივი გამოძიების ჩატარების იდეა წამოაყენა და დასძინა: "ჟურნალისტები დაცული უნდა იყვნენ კონფლიქტის ზონებში და ყველას გვაკისრია იმის პასუხისმგებლობა, რომ სიმართლე გავარკვიოთ".

წყარო: cnn.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა