სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავა, საიდანაც 14 ნარკორეალიზატორია
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავა, საიდანაც 14 ნარკორეალიზატორია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, ბოლო პე­რი­ოდ­ში, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ქუ­თა­ის­ში, აჭა­რა­სა და კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 17 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის 14 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"1996 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყოფ რ.ფ.-ს, 1984 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ ე.ა.-ს, 1981 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ხ.-ს, 1976 წელს და­ბა­დე­ბულ მ.გ.-ს, 1986 წელს და­ბა­დე­ბულ ი.თ.-ს, 1996 წელს და­ბა­დე­ბულ თ.მ.-ს, 1974 წელს და­ბა­დე­ბულ ვ.ბ.-ს, 1981 წელს და­ბა­დე­ბულ გ.კ.-ს, ასე­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს: 1984 წელს და­ბა­დე­ბულ ჰ.კ.-ს და 1986 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ნ.-ს ბრა­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­სა და გა­სა­ღე­ბა­ში ედე­ბათ.

დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.დ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი ს.ჩ., ასე­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ. და 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.კ. 1985 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლევ და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყოფ ც.ღ.-ს, 1976 წელს და­ბა­დე­ბულ ვ.ბ.-ს და 1981 წელს და­ბა­დე­ბულ რ.გ.-ს კი ბრა­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბათ. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა. მათი პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული. ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ვ.ბ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ად­გი­ლის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს: 2945 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ტრა­მა­დო­ლი", 2586 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მე­ტა­დო­ნი", სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი და 71 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნი", 2 ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი , "გე­კოს" სის­ტე­მის ია­რა­ღი, ხელ­ყუმ­ბა­რა, 305 ვაზ­ნა და ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 7 მჭი­დი.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ თბი­ლის­ში კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი პირი - ა.მ. ჩარ­თუ­ლი იყო ნარ­კო­ტი­კე­ბის ინ­ტერ­ნე­ტით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სქე­მა­ში. იგი სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნე­ტაპ­ლი­კა­ცი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, შემ­დგო­მი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, დე­და­ქა­ლა­ქის კონ­კრე­ტულ უბ­ნებ­ში ათავ­სებ­და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, 10 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი „ალფა პვპ“ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - ჰ.კ. და მ.ნ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა. პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას, სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი, ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი გ.კ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ქუ­თა­ის­ში და­ა­კა­ვეს. აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბულ­მა დ. კ.-მ, შემ­დგო­მი გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით, ნარ­კო­ტი­კი ბა­თუმ­ში, სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე გა­ნა­თავ­სა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი სა­მა­ლა­ვე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ალფა პვპ“. ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ასე­ვე ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ალფა პვპ“. აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კი ბა­თუმ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი ც.ღ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს 16 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც „ჰე­რო­ინ­სა“ და "ბუპ­რე­ნორ­ფინს" შე­ი­ცავს. რაც შე­ე­ხე­ბა ი. დ.-ს და ს.ჩ.-ს, აჭა­რის პო­ლი­ცი­ამ მათ მიერ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“ ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ასე­ვე ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია 23 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი „ჰე­რო­ი­ნის“ შემ­ცვე­ლი ნარ­კო­ტი­კი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ი.დ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კი, მათ შო­რის 312 ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის შპ­რი­ცი „ჰე­რო­ი­ნის“ შემ­ცვე­ლი სი­თხით.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 3 პირი და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს რ.ფ.-სა და ე.ა.-სგან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა. პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო მათ მიერ გა­ყი­დუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის მიერ კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის - რ.გ.-ის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია 1 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი „ჰე­რო­ი­ნის“ შემ­ცვე­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, გა­სა­ღე­ბის, გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის, მცე­ნა­რე კა­ნა­ფის ან მა­რი­ხუ­ა­ნის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით, 19-260-ე მუხ­ლის მე-4 და მე-5 ნა­წი­ლე­ბით, 273-ე პრი­მა მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ

ავტორი:

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავა, საიდანაც 14 ნარკორეალიზატორია

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავა, საიდანაც 14 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისში, აჭარასა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია.

ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"1996 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ რ.ფ.-ს, 1984 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ე.ა.-ს, 1981 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, 1986 წელს დაბადებულ ი.თ.-ს, 1996 წელს დაბადებულ თ.მ.-ს, 1974 წელს დაბადებულ ვ.ბ.-ს, 1981 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს: 1984 წელს დაბადებულ ჰ.კ.-ს და 1986 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ი.დ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ჩ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ა.მ. და 2002 წელს დაბადებული დ.კ. 1985 წელს დაბადებულ, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ც.ღ.-ს, 1976 წელს დაბადებულ ვ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ რ.გ.-ს კი ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ვ.ბ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2945 აბი ნარკოტიკული საშუალება "ტრამადოლი", 2586 აბი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", სარეალიზაციოდ გამზადებული და 71 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი , "გეკოს" სისტემის იარაღი, ხელყუმბარა, 305 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 მჭიდი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ თბილისში კიდევ ერთი დაკავებული პირი - ა.მ. ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. იგი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დედაქალაქის კონკრეტულ უბნებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებას. პოლიციამ ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, 10 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები - ჰ.კ. და მ.ნ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ვიდეოგადაღება. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისათვის მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისში დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა დ. კ.-მ, შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკი ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე განათავსა. სამართალდამცველებმა დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი ბათუმში, ბრალდებული ც.ღ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინსა“ და "ბუპრენორფინს" შეიცავს. რაც შეეხება ი. დ.-ს და ს.ჩ.-ს, აჭარის პოლიციამ მათ მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 23 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა, ი.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 312 ერთჯერადი გამოყენების შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი სითხით.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს რ.ფ.-სა და ე.ა.-სგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული.

კახეთის პოლიციის მიერ კიდევ ერთი დაკავებულის - რ.გ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მე-8 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ