ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მწვავე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახლობლების ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა შემთხვევით სადილში მარილის ნაცვლად თეთრი ფერის ნივთიერება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პესტიციდი ჩაყარა, რაც ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა. ოჯახის ორი წევრი და მათთან სტუმრად მყოფი მეზობელი ხაშურში, "ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, სამივე პაციენტი ხაშურიდან თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ყველა. წესრიგი უნდა დავიცვათ ყველამ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუმცა ითიშები ხანდახან ადამიანი.
რა უნდოდა შხამ ქიმიკატს სამზარეულოში, სულ გაგიჟდა ხალხი?ნორმალური ოჯახში არავინ იყო რომ გარეთ შეენახა სათავსში?