საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
დღეს გიორგობაა
დღეს გიორგობაა

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო დღეს გი­ორ­გო­ბას აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლი წირ­ვა შეს­რულ­დე­ბა.

6 მა­ი­სი წმინ­და დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გის აღ­სრუ­ლე­ბის დღეა. წმინ­და­ნი მე­სა­მე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, კა­ბა­დო­კი­ა­ში, მდი­დარ ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წმინ­და გი­ორ­გი რო­მის იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის დროს მხე­დარ­თმთა­ვა­რი გახ­და. ქრის­ტი­ა­ნებ­ზე დევ­ნის და­წყე­ბის შემ­დეგ იგი იმ­პე­რა­ტორს გა­ნუდ­გა. კერ­პთაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა რო­მის იმ­პე­რა­ტორ­მა წმინ­და გი­ორ­გის ქრის­ტეს უარ­ყო­ფა მოს­თხო­ვა. უფ­ლის შე­წევ­ნით წმინ­და გი­ორ­გიმ მრა­ვა­ლი სა­ტან­ჯვე­ლი და­ით­მი­ნა, მათ შო­რის – ბორ­ბალ­ზე გაკ­ვრა. მისი თხოვ­ნით უფალ­მა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მკვდრე­თით აღად­გი­ნა. წმინ­დანს 303 წელს თავი მოკ­ვე­თეს. წმი­და გი­ორ­გი 30 წლის ასაკ­ში ეწა­მა. იგი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი და უძ­ლე­ვე­ლი ზე­ცი­უ­რი მხე­და­რი.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წმინ­და გი­ორ­გის ხსე­ნე­ბას წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ დღე­სას­წა­უ­ლობს. 23 ნო­ემ­ბერს მისი ბორ­ბალ­ზე წა­მე­ბის დღეა. ამ უკა­ნას­კნელ დღე­სას­წა­ულს ქარ­თუ­ლი ეწო­დე­ბა, რად­გან სხვა ეკ­ლე­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­და­ვი­და.

დეა
0

ყველას ვულოცავ გიორგობას! შეგეწიოს მისი მადლი ხალხს და ქვეყანას!

ავტორი:

დღეს გიორგობაა

დღეს გიორგობაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.