პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკმარისია, მაღაზიაში უცხოური ნაწარმი იკითხო, მაშინვე ФСБ დაგადგება... მე ყველაფრის გაყიდვას და სამშობლოში დაბრუნებას ვგეგმავ" - რას ჰყვება რუსეთში მცხოვრები ქართველი?
"საკმარისია, მაღაზიაში უცხოური ნაწარმი იკითხო, მაშინვე ФСБ დაგადგება... მე ყველაფრის გაყიდვას და სამშობლოში დაბრუნებას ვგეგმავ" - რას ჰყვება რუსეთში მცხოვრები ქართველი?

"ვი­თომ არა­ფე­რი ხდე­ბა და რუ­სე­თი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოა, რომ მას არც კი უგ­რძნია მის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, რუ­სე­თი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის იბ­რძვის და გა­ი­მარ­ჯვებს. პრობ­ლე­მე­ბი კი, არ უნდა შე­იმ­ჩნიო..." - გვე­უბ­ნე­ბა რუ­სეთ­ში, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძე, რომ­ლის თქმი­თაც, ასე­თია ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­პუ­ტი­ნის­ტუ­რი პა­თო­სი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბის ნორ­მად და­წე­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა, რომ­ლის მი­ღე­ბა­საც რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას აი­ძუ­ლე­ბენ.

ბა­რა­მი­ძის თქმით, ნა­წი­ლი ამას იღებს კი­დეც და ის, რა­საც რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტუ­რი მე­დია აჩ­ვე­ნებს და აწ­ვდის, სრუ­ლი სი­მარ­თლე ჰგო­ნია.

- რო­დე­საც სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ახ­სნას, ან დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობ გპა­სუ­ხო­ბენ, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რა ყვე­ლა­ფერს, თა­ვი­სი თვა­ლით ნახა სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მია სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას ბომ­ბავს, რათა შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­სეთს გა­და­აბ­რა­ლოს; რომ უკ­რა­ი­ნა მა­რი­უ­პო­ლის ბლო­კა­დი­დან არ უშ­ვებს მშვი­დო­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს, რად­გან მათ იყე­ნე­ბენ და მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნე­ბენ, რო­გორ არ ინ­დო­ბენ რუ­სე­ბი უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებ­სო; ფიქ­რო­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სვა­მენ ამე­რი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში დამ­ზა­დე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტებს და ვერ გრძნო­ბენ ტკი­ვილს შიმ­შილს, უძი­ლო­ბას... მათი პო­ზი­ცი­ით, რუ­სეთს არ უნ­დო­და ომი, მაგ­რამ რად­გან სა­ზღვრებ­თან ნატო მი­უ­ჩოჩ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ნა­ცის­ტე­ბი­სა და მტრის­გან და­ეც­ვა. ახლა კი, მის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ან­და...

კი­დევ ერთი - დიდი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის გას­ვლის შემ­დეგ, რა­ღაც­ნა­ი­რად, ჯერ­ჯე­რო­ბით, მო­გე­ბუ­ლი არი­ან პა­ტა­რა კომ­პა­ნი­ე­ბი და მე­წარ­მე­ე­ბი, რად­გან კლი­ენ­ტებ­მა მათ მი­ა­შუ­რეს. მა­გა­ლი­თად, მე და ჩემს მე­გო­ბარს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ნა­წი­ლე­ბის პა­ტა­რა მა­ღა­ზია და ავ­ტოპრო­ფი­ლაქ­ტი­კა გვაქვს. ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას შემ­დეგ, რაც უამ­რა­ვი კომ­პა­ნია გა­ვი­და, ადა­მი­ა­ნებ­მა პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ე­ბის ძებ­ნა და­ი­წყეს, რად­გან მან­ქა­ნა ჰყავთ და შე­სა­ბა­მი­სად, ნა­წი­ლე­ბი, შე­კე­თე­ბაც სჭირ­დე­ბათ. ამ სფე­რო­ში, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენ­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბა გაძ­ვირ­და. ოღონდ, საქ­მე ის არის, რომ არც ჩვე­ნი და არც სხვა მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბის მა­რა­გი არ არის ამო­უ­წუ­რა­ვი. შე­მომ­ტა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი სან­ქცი­ე­ბის გამო ვერ მუ­შა­ო­ბენ.

- რას აპი­რებთ?

- მე ყვე­ლაფ­რის გა­ყიდ­ვას, წი­ლის აღე­ბას და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ. პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე აქა­უ­რი რუ­სე­ბის­გან, რო­გორ გა­უ­მარ­თლა მათ, ვი­საც სხვა­გან წა­სას­ვლე­ლი აქ­ვთო... შე­მოდ­გო­მის­თვის ელო­დე­ბი­ან სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გე­ბის პირ­ველ ტალ­ღას. თა­ვი­დან, ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ძველ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­და და ამ ნიშ­ნულ­ზე გა­ჩერ­და.

ბან­კებ­მა 9 სექ­ტემ­ბრამ­დე შე­ა­ჩე­რეს დო­ლა­რის გა­ყიდ­ვა, მხო­ლოდ ყი­დუ­ლო­ბენ, არ ყი­დი­ან. უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტა გა­ი­აფ­და, ომის და­წყე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში 100 დო­ლა­რი 12 ათა­სი რუბ­ლი ღირ­და, ახლა 7 ათა­სი გახ­და... ვი­საც დო­ლა­რი ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი, ჯერ ომის პირ­ველ დღე­ებ­ში გა­მო­ზი­დეს ბან­კე­ბი­დან, უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი იდგა, ახლა კი, თით­ქმის ნა­ხე­ვარ ფას­ში ყი­დი­ან.

ფა­სე­ბი ისევ მა­ღა­ლია, რა­ზეც მო­სახ­ლე­ო­ბა წუ­წუ­ნებს, ოღონდ თა­ვის­თვის, ჩუ­მად, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ФСБ-ს ში­შით სამ­სა­ხურ­საც ვერ ეძე­ბენ, რომ უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბა არ შექ­მნან. სუ­რა­თის დე­ფი­ცი­ტი არ იგ­რძნო­ბა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, რა­ი­მე უცხო­ურ, ბრენ­დუ­ლი ნა­წარმ­ზე თქვა მა­ღა­ზი­ა­ში, იკი­თხო, აქვთ თუ არა და მა­შინ­ვე ФСБ და­გად­გე­ბა - რა­ი­მე და­ნაკ­ლი­სი შე­გექ­მნათ ამის გამო? უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ რა­მით?.. არ იცით, რომ ქვე­ყა­ნა ომ­შია ჩარ­თუ­ლიო? ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, სახ­ლში მი­ა­კი­თხეს მა­ღა­ზი­ის მო­ლა­რე გო­გო­ნას, რო­მელ­მაც თქვა, რომ ომის გამო დე­და­მი­სი, რო­მე­ლიც ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია-სახ­ლში მუ­შა­ობ­და, უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვის შემ­დეგ, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

თა­ნაც 9 მა­ი­სი მო­დის და ძა­ლი­ან ემ­ზა­დე­ბი­ან, რომ გა­მარ­ჯვე­ბის სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­ყწო­ბა შექ­მნან და შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. დიდ ქა­ლა­ქებ­ში ჯერ დე­ფი­ცი­ტი არ იგ­რძნო­ბა, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბი­დან და პრო­ვინ­ცი­ე­ბი­დან შიდა მიგ­რა­ცი­ის დონე ათ­ჯერ გა­ი­ზარ­და. ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ ფა­რუ­ლი სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცია და­წყე­ბუ­ლია. მაგ­რამ დიდი ცვლი­ლი იმე­დი არ მაქვს, თა­ვად ამ­ბო­ბენ, რომ მათ ხალ­ხს საბ­ჭო­თა წლებ­მა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და­ა­კარ­გი­ნა და მორ­ჩი­ლე­ბი გახ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
5

როგორც ებრაელები გამოვიდნენ ეგვიპტიდან მოსეს წინამძღოლობით ისე უნდა გამოვიდნენ ქართველები რუსეთიდან. გაუჭირდებათ თავიდან, მაგრამ საბოლოოდ მოგებულები დარჩებიან. 40 წელი არ მოუწევთ)))) 3 ან 4 წელში აეწყობიან აქაც.

ავთო
2

რუსეთის ეკონომიკა გაპარტახებული იყო ომამდეც და ბევრი არაფერი შეცვლილა. რომ ამბობენ, დასავლეთს ომის დიდხანს გაგრძელება აწყობსო, ეგეც კაცმა არ იცის, ვის უფრო აწყობს. რუსეთს არც ადამიანური რესურსი ადარდებს დიდად და ეკონომიკა მით უმეტეს. აი კომფორტს ჩვეული ევროპა ჯერჯერობით არ იმჩნევს, მაგრამ ეს ამდენი მილიარდები ვიღაცას ხომ აკლდება? ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ამბობდნენ უკრაინელები ამ ყველაფრის აღდგენას ერთი ტრილიონი ჭირდებაო. ამ ლოგიკით ეხლა 5 ტრილიონი უნდა ჭირდებოდეს, რაც ათი მოწინავე ევროპული ქვეყნის ბიუჯეტს აჭარბებს ჯამში. შედეგი კი სახეზეა.

ავტორი:

"საკმარისია, მაღაზიაში უცხოური ნაწარმი იკითხო, მაშინვე ФСБ დაგადგება... მე ყველაფრის გაყიდვას და სამშობლოში დაბრუნებას ვგეგმავ" - რას ჰყვება რუსეთში მცხოვრები ქართველი?

"საკმარისია, მაღაზიაში უცხოური ნაწარმი იკითხო, მაშინვე ФСБ დაგადგება... მე ყველაფრის გაყიდვას და სამშობლოში დაბრუნებას ვგეგმავ" - რას ჰყვება რუსეთში მცხოვრები ქართველი?

"ვითომ არაფერი ხდება და რუსეთი იმდენად ძლიერი სახელმწიფოა, რომ მას არც კი უგრძნია მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. თითქოს ყველაფერი კარგად არის, რუსეთი სამართლიანობისთვის იბრძვის და გაიმარჯვებს. პრობლემები კი, არ უნდა შეიმჩნიო..." - გვეუბნება რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირაკლი ბარამიძე, რომლის თქმითაც, ასეთია ბოლო ორი თვის განმავლობაში პროპუტინისტური პათოსი და ადგილობრივებისთვის ცხოვრების ნორმად დაწესებული რეალობა, რომლის მიღებასაც რუსეთის მოსახლეობას აიძულებენ.

ბარამიძის თქმით, ნაწილი ამას იღებს კიდეც და ის, რასაც რუსეთის პროპაგანდისტური მედია აჩვენებს და აწვდის, სრული სიმართლე ჰგონია.

- როდესაც საწინააღმდეგოს ახსნას, ან დამტკიცებას ცდილობ გპასუხობენ, რომ ტელევიზორში უყურა ყველაფერს, თავისი თვალით ნახა სიუჟეტი, რომელშიც უკრაინული არმია საკუთარ მოსახლეობას ბომბავს, რათა შემდეგ ეს ყველაფერი რუსეთს გადააბრალოს; რომ უკრაინა მარიუპოლის ბლოკადიდან არ უშვებს მშვიდობიან ადამიანებს, რადგან მათ იყენებენ და მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ არ ინდობენ რუსები უბრალო მოქალაქეებსო; ფიქრობენ, რომ უკრაინელები სვამენ ამერიკის ლაბორატორიაში დამზადებულ მედიკამენტებს და ვერ გრძნობენ ტკივილს შიმშილს, უძილობას... მათი პოზიციით, რუსეთს არ უნდოდა ომი, მაგრამ რადგან საზღვრებთან ნატო მიუჩოჩდა, იძულებული გახდა, თავისი მოსახლეობა უკრაინელი ნაცისტებისა და მტრისგან დაეცვა. ახლა კი, მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გაერთიანდა...

კიდევ ერთი - დიდი, საერთაშორისო კომპანიების გასვლის შემდეგ, რაღაცნაირად, ჯერჯერობით, მოგებული არიან პატარა კომპანიები და მეწარმეები, რადგან კლიენტებმა მათ მიაშურეს. მაგალითად, მე და ჩემს მეგობარს ავტომანქანების ნაწილების პატარა მაღაზია და ავტოპროფილაქტიკა გვაქვს. ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უამრავი კომპანია გავიდა, ადამიანებმა პატარა მაღაზიების ძებნა დაიწყეს, რადგან მანქანა ჰყავთ და შესაბამისად, ნაწილები, შეკეთებაც სჭირდებათ. ამ სფეროში, როგორც სხვა დანარჩენში, მომსახურება გაძვირდა. ოღონდ, საქმე ის არის, რომ არც ჩვენი და არც სხვა მცირე მეწარმეების მარაგი არ არის ამოუწურავი. შემომტანი კომპანიები სანქციების გამო ვერ მუშაობენ.

- რას აპირებთ?

- მე ყველაფრის გაყიდვას, წილის აღებას და ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას ვაპირებ. პირველად მოვისმინე აქაური რუსებისგან, როგორ გაუმართლა მათ, ვისაც სხვაგან წასასვლელი აქვთო... შემოდგომისთვის ელოდებიან სანქციების შედეგების პირველ ტალღას. თავიდან, ომის დაწყებისთანავე ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და ამ ნიშნულზე გაჩერდა.

ბანკებმა 9 სექტემბრამდე შეაჩერეს დოლარის გაყიდვა, მხოლოდ ყიდულობენ, არ ყიდიან. უცხოური ვალუტა გაიაფდა, ომის დაწყების პირველ დღეებში 100 დოლარი 12 ათასი რუბლი ღირდა, ახლა 7 ათასი გახდა... ვისაც დოლარი ჰქონდა შენახული, ჯერ ომის პირველ დღეებში გამოზიდეს ბანკებიდან, უზარმაზარი რიგები იდგა, ახლა კი, თითქმის ნახევარ ფასში ყიდიან.

ფასები ისევ მაღალია, რაზეც მოსახლეობა წუწუნებს, ოღონდ თავისთვის, ჩუმად, სამზარეულოში. ФСБ-ს შიშით სამსახურსაც ვერ ეძებენ, რომ უარყოფითი განწყობა არ შექმნან. სურათის დეფიციტი არ იგრძნობა, მაგრამ საკმარისია, რაიმე უცხოურ, ბრენდული ნაწარმზე თქვა მაღაზიაში, იკითხო, აქვთ თუ არა და მაშინვე ФСБ დაგადგება - რაიმე დანაკლისი შეგექმნათ ამის გამო? უკმაყოფილო ხართ რამით?.. არ იცით, რომ ქვეყანა ომშია ჩართულიო? ყოფილა შემთხვევები, სახლში მიაკითხეს მაღაზიის მოლარე გოგონას, რომელმაც თქვა, რომ ომის გამო დედამისი, რომელიც ყვავილების მაღაზია-სახლში მუშაობდა, უმუშევარი დარჩა. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, ახსნა-განმარტებითი წერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

თანაც 9 მაისი მოდის და ძალიან ემზადებიან, რომ გამარჯვების სადღესასწაულო განყწობა შექმნან და შეინარჩუნონ. დიდ ქალაქებში ჯერ დეფიციტი არ იგრძნობა, თუმცა ამბობენ, რომ პატარა ქალაქებიდან და პროვინციებიდან შიდა მიგრაციის დონე ათჯერ გაიზარდა. ასევე ამბობენ, რომ ფარული სამხედრო მობილიზაცია დაწყებულია. მაგრამ დიდი ცვლილი იმედი არ მაქვს, თავად ამბობენ, რომ მათ ხალხს საბჭოთა წლებმა კრიტიკული აზროვნების უნარი დააკარგინა და მორჩილები გახდნენ.