მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

30

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 10:19-ზე, მთვარე მერწყულშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა პოპულარული გიფიდან, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა - კაილია პოსეის ტრაგიკული ამბავი
გოგონა პოპულარული გიფიდან, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა - კაილია პოსეის ტრაგიკული ამბავი

“ბავ­შვე­ბი და ტი­ა­რე­ბის“ (Toddlers and Tiaras) ვარ­სკვლა­ვი, კა­ი­ლია პო­სეი 16 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი, მის­მა დე­დამ "ფე­ის­ბუ­ქით" გა­ავ­რცე­ლა.

"სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის და ფიქ­რიც აღარ შე­მიძ­ლია. ჩემი ლა­მა­ზი გო­გო­ნა აღარ არის. გთხოვთ, ნუ შეგ­ვა­წუ­ხებთ, სა­ნამ კა­ი­ლი­ას და­კარ­გვას ვგლო­ვობთ", - წერს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

16 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი მარ­სი პო­სე­ის არ და­უ­ზუს­ტე­ბია. Page Six-ის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ეს ეჭ­ვე­ბი ვე­გა­სის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბამ უარ­ყო და თქვა, რომ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ მათ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ.

კა­ი­ლია პო­სეი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­თი "ბავ­შვე­ბი და ტი­ა­რე­ბი“ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­მე­ლიც 2012 წელს გა­დი­ო­და აშშ-ში. ეს სა­ბავ­შვო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი იყო, მა­ყუ­რე­ბე­ლი შოუს მო­ნა­წი­ლე­ებს და მათ ოჯა­ხებს 2009 წლი­დან 2013 წლამ­დე ადევ­ნებ­და თვალს. როცა კა­ი­ლი­ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ი­წყო, ის მხო­ლოდ 5 წლის იყო.

2012 წლი­დან, პო­სე­ის სა­ხეს უკვე ყვე­ლა სცნობ­და, რაც Gif-ის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რო­მელ­შიც გო­გო­ნა იცი­ნის. "მე კა­ი­ლია მქვია და 5 წლი­ნა­ხევ­რის ვარ“ - ამ­ბობ­და ის.

მან პირ­ველ ეპი­ზოდ­ში ისიც თქვა, რომ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას მისი მი­ზა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა იყო, რად­გან ფუ­ლის მო­გე­ბა მოს­წონ­და. 10 წელი გა­ვი­და, რაც ეს ეპი­ზო­დი გა­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და მოძ­რავ ფო­ტო­ებს, რო­მელ­შიც კა­ი­ლია იცი­ნის, დღემ­დე ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

პო­სეი ახ­ლა­ხან "მის ვა­შინგტო­ნის" თი­ნე­ი­ჯერ­თა კონ­კურ­სში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ქა­ლაქ ლინ­დენს წა­რად­გენ­და. მას პი­ლო­ტო­ბა სურ­და.

კა­ი­ლია პო­სე­ის მო­უ­ლოდ­ნელ გარ­დაც­ვა­ლე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ყვე­ლას გა­უ­ჭირ­და ახალ­გაზ­რდა და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ გო­გო­ნას­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა.

წყა­რო:insider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

:(
0

უცხოური პრესის ცნობით, თავი მოიკლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები ტრაგედიის ადგილიდან - აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გოგონა პოპულარული გიფიდან, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა - კაილია პოსეის ტრაგიკული ამბავი

გოგონა პოპულარული გიფიდან, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა - კაილია პოსეის ტრაგიკული ამბავი

“ბავშვები და ტიარების“ (Toddlers and Tiaras) ვარსკვლავი, კაილია პოსეი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონას მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი, მისმა დედამ "ფეისბუქით" გაავრცელა.

"სიტყვები არ მყოფნის და ფიქრიც აღარ შემიძლია. ჩემი ლამაზი გოგონა აღარ არის. გთხოვთ, ნუ შეგვაწუხებთ, სანამ კაილიას დაკარგვას ვგლოვობთ", - წერს გარდაცვლილის დედა.

16 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი მარსი პოსეის არ დაუზუსტებია. Page Six-ის მიხედვით, არსებული ინფორმაციით, გოგონა ავტოავარიაში დაიღუპა, თუმცა ეს ეჭვები ვეგასის პოლიციის განყოფილებამ უარყო და თქვა, რომ ინციდენტის შესახებ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

კაილია პოსეი სატელევიზიო შოუთი "ბავშვები და ტიარები“ გახდა პოპულარული, რომელიც 2012 წელს გადიოდა აშშ-ში. ეს საბავშვო სილამაზის კონკურსი იყო, მაყურებელი შოუს მონაწილეებს და მათ ოჯახებს 2009 წლიდან 2013 წლამდე ადევნებდა თვალს. როცა კაილიამ შოუში მონაწილეობა დაიწყო, ის მხოლოდ 5 წლის იყო.

2012 წლიდან, პოსეის სახეს უკვე ყველა სცნობდა, რაც Gif-ის დამსახურება იყო, რომელშიც გოგონა იცინის. "მე კაილია მქვია და 5 წლინახევრის ვარ“ - ამბობდა ის.

მან პირველ ეპიზოდში ისიც თქვა, რომ კონკურსებში მონაწილეობისას მისი მიზანი გამარჯვება იყო, რადგან ფულის მოგება მოსწონდა. 10 წელი გავიდა, რაც ეს ეპიზოდი გავიდა ტელევიზიაში და მოძრავ ფოტოებს, რომელშიც კაილია იცინის, დღემდე ფართოდ იყენებენ სოციალური მედიის მომხმარებლები.

პოსეი ახლახან "მის ვაშინგტონის" თინეიჯერთა კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ქალაქ ლინდენს წარადგენდა. მას პილოტობა სურდა.

კაილია პოსეის მოულოდნელ გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და ყველას გაუჭირდა ახალგაზრდა და ყველასთვის საყვარელ გოგონასთან გამომშვიდობება.

წყარო:insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა