თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბავშვი კვლავ სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაშია.
8 წლის დათი ქოქრაშვილი მკურნალობას ამ დროისთვის ისრაელში, კლინიკა SHEBA HOSPITAL-ში აგრძელებს. მას ისრაელში ყოფნისას გუშინ, მე-6 ოპერაცია ჩაუტარდა.
„დათი ჯერ ისევ სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაშია. 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან მე-5 დღეა რაც გამოიყვანეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული გადასალახია. ვცდილობთ, წამლებზე დამოკიდებულებასაც გავუმკლავდეთ, მაგრამ ძალიან მძიმედ გადაგვაქვს,“ - აცხადებს ბავშვის დედა.
შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
დათის დასახმარებლად სოციალურ ქსელში გვერდიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანია გაერთიანებული. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ დათის დედის ანგარიშზე. დათის კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC ბანკის ანგარიში: #GE05TB7962745064300024
"საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE90BG0000000101545483
უფალმა გამოგაჯანმრთელოს,პატარა ვაჟკაცო❤️
ყველა სანთელი და ლოცვა პატარა ანგელოზებს,ყველაფერი კარგად იქნება